eklesianews.ge ერთი ოჯახის ამბავს აქვეყნეს წაჩხურობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ იყო.
ყოველწლიურად, აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს, ბევრი უშვილო წყვილი აკვნებითა და თოჯინებით ხელში მიდის მარტვილში, წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაში. ასობით უშვილო წყვილი წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიამდე საკმაოდ გრძელ გზას გადის, ტაძარში მიდის და ღმერთს შვილს სთხოვს. თან კი იმედის სიმბოლო, აკვანიც მიაქვთ.
"ზოგი ოცნება წლებს ითვლის… ზოგ სიხარულს კი სიტყვებიც ვერ იტევს. 20 წელი ელოდა ამ დღეს… ჰქონდა ერთი პირობა — თუ ოდესმე შვილი ეყოლებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩავიდოდა. და როცა ცხოვრებამ ყველაზე დიდი ბედნიერება — შვილი აჩუქა, მან თავისი სიტყვა სიყვარულითა და რწმენით შეასრულა. 5 დღის განმავლობაში ეს გზა ფეხით გაიარა… ეს უბრალოდ მანძილი არ არის — ეს არის მადლიერება, უპირობო სიყვარული და ძლიერი რწმენა", - წერს eklesianews.ge .