ანა ტყებუჩავას პოდკასტში "V ელემენტი" მსახიობი და ტელეწამყვანი დები, რუსკა და ნინუცა მაყაშვილები საუბრობდნენ ბავშვობაზე, ერთმანეთთან ჩხუბზე და მეგობრობაზე, ცხოვრებისეულ მოლოდინებზე და ა.შ.
რუსკამ ისაუბრა ასევე იმაზე, თუ რამდენად გვიან გაიაზრა რეალური დამოუკიდებლობა, როგორი დედაა, როგორ გრძნობს თავს განქორწინების შემდეგ და რა დამოკიდებულება აქვს იმ უამრავ ჭორზე, რაც მისი პირადი ცხოვრების შესახებ ვრცელდება.
- სწავლის პერიოდში არ მდომებია არც ერთი წამი გათხოვება. აი ჩემი ჯგუფელების ან ჩემი მეგობრების შემხედვარეს მეთქვა, რომ როგორ მინდა, ახლა მეც გავთხოვდები, არა. მინდოდა, დამემთავრებინა სწავლა, მქონოდა ჩემი სამსახური, პროფესია, ჩემი შემოსავალი და მერე გამეკეთებინა ეს ყველაფერი. მე ხომ სიაც კი ჩამოვწერე, გეგმა... 35 წლამდე გქონდა გეგმა ჩამოწერილი, რაც შევასრულე... ნუ განქორწინება არ იყო გეგმაში, ეგ ბონუსად დაერთო... 35 წლამდე შევასრულე ყველაფერი... ორი ბავშვი, მეორე ბავშვი გოგო... და 35 წლის ასაკში გავაჩინე გოგო...


