პოპულარულ პოლონურ შოუში, სახელად -"გადარჩენისთვის მებრძოლი დედოფლები“,ცნობილმა ჟურნალისტმაკაროლინა პაიონჩკოვსკამმაყურებელს საკუთარი თავი სრულიად სხვა კუთხით დაანახა. მან საჯაროდ ისაუბრა პირად დრამებზე - ურთიერთობაში გამოვლილ ძალადობასა და ღალატზე. თუმცა, მხოლოდ ეს არაა - ახლახან, მან გადაცემაში "დილის რინგი“ პაიონჩკოვსკამ კიდევ ერთი მძიმე ისტორია გაიხსენა - როგორც ქალი ჰყვება, წლების წინ, ის საქართველოში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.
პროექტი "გადარჩენისთვის მებრძოლი დედოფალები“ ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილეები წარსულის მტკივნეულ გამოცდილებებზე ალაპარაკდნენ. შოუს მიღმა კი, ჟურნალისტმა კაროლინა პაიონჩკოვსკამ კიდევ ერთ მწვავე პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც თავად შეეჯახა.
როგორც ცნობილმა რეპორტიორმა და ჟურნალისტმა აღნიშნა, მას პარტნიორის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა მოუხდა. ემოციების დაუფარავად მან გაიხსენა მომენტი, როდესაც საკუთარ თავს ეკითხებოდა, შეეძლო თუ არა მომხდარის თავიდან აცილება, თუმცა იქვე დასძინა, რომ დამნაშავე ყოველთვის მოძალადეა.. პაიონჩკოვსკამ ასევე დაადასტურა, რომ პარტნიორმა უღალატა რის გამოც ქორწილამდე მცირე ხნით ადრე დაშორდა.
მძიმე პირად ისტორიაზე თავისივე საავტორო გადაცემაში, "დილის რინგში“ ისაუბრა, სადაც ექსპერტებთან ერთად, ტაქსის აპლიკაციებით მგზავრობის უსაფრთხოებას განიხილავდნენ. საუბარი შეეხო იმ მძღოლებს, რომელთაც პოლონური მართვის მოწმობა არ აქვთ. ამ თემაზე ვარშავის პოლიციამ სპეციალური კამპანიაც კი წამოიწყო. სწორედ აქ გაიხსენა პაიონჩკოვსკამ შემთხვევა, რომელიც 9 წლის წინ საქართველოში გადახდა: განაგრძეთ კითხვა