"ხალხს თქვენი ეშინია... ჩვენ გვაქვს უმ­დიდ­რე­სი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ხალ­ხი მა­თხოვ­რუ­ლად ცხოვ­რობს“ - რუსი ტელეწამყვანის სკანდალური მიმართვა პუტინს, რომელსაც 23 მილიონზე მეტი ნახვა აქვს: მას კრემლში უპასუხეს - მშობლები

"ხალხს თქვენი ეშინია... ჩვენ გვაქვს უმ­დიდ­რე­სი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ხალ­ხი მა­თხოვ­რუ­ლად ცხოვ­რობს“ - რუსი ტელეწამყვანის სკანდალური მიმართვა პუტინს, რომელსაც 23 მილიონზე მეტი ნახვა აქვს: მას კრემლში უპასუხეს

2026-04-18 12:30:05+04:00

ცნობილი რუსი ბლოგერის და ტელეწამყვანის, ვიქტორია ბონიასმიმართვამ ვლადიმერ პუტინისადმი ინტერნეტსივრცე დაიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ბონია წლებია მონაკოში ცხოვრობს, მისმა ემოციურმა სიტყვებმა მილიონობით ადამიანის გულამდე მიაღწია.

  • კონკრეტულად რა თქვა ბონიამ?

ვიქტორია ბონია თავის მიმართვაში რამდენიმე მწვავე და სენსიტიურ თემას შეეხო, რამაც საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენებში პოვა გამოძახილი:

ბონიამ პირდაპირ უთხრა რუსეთის პრეზიდენტს: "ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ხალხს თქვენი ეშინია“

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ადამიანები ვერ ბედავენ პრობლემებზე საუბარს, რადგან დასჯის ეშინიათ. ბლოგერმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტამდე რეალური ინფორმაცია არ მიდის. მისი თქმით, ჩინოვნიკები მას მხოლოდ "ლამაზ სურათს“ უჩვენებენ, სინამდვილეში კი ქვეყანაში ბევრი რამ ინგრევა.

  • ასევე ისაუბრა პენსიონერებზე, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და დედებზე, რომლებსაც შვილების გამოსაკვებად ელემენტარული სახსრები არ გააჩნიათ. "ჩვენ გვაქვს უმდიდრესი ქვეყანა, მაგრამ ხალხი მათხოვრულად ცხოვრობს“, - განაცხადა ბონიამ.

ბონიამ გამოიყენა კლასიკური რიტორიკა - მან პუტინს უწოდა ძლიერი ლიდერი, რომელსაც გარემოცვა ღალატობს. მოუწოდა პრეზიდენტს, "გაახილოს თვალები“ იმ უწესრიგობაზე, რაც რეგიონებში ხდება. განაგრძეთ კითხვა

პუტინისგან ჯილდოს მიღების შემდეგ თინა კანდელაკი ქართველებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს - ჩემო ქართველებო...
მიბაძეთ კავკასიელებს, ისინი ადრე ათხოვებენ შვილებს... ადრე შექმენით ოჯახები და გააჩინეთ ბევრი შვილი... დიახ, მე შეყვარებული ვარ... - 73 წლის პუტინის მოულოდნელი განცხადებები
რუსეთის არაოფიციალური პირველი ლედი და პუტინის ვაჟების დედა ალინა კაბაევა - მის საარაკო სიმდიდრეზე უკვე რუსეთშიც გაბედეს საუბარი
როგორ ცხოვრობს პუტინის ყოფილი ცოლი, ვინ არის მისი მეორე ქმარი და რამდენს უხდიან დუმილში - მას არ სურდა, რომ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გამხდარიყო და როცა ისმა ქმარმა გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, მთელი დღე ტიროდა...