გახმაურებულ მკვლელობებზე გასამართლებული კაცი, რომელმაც და, დისშვილები და მშობლები დახოცა, გათავისუფლებას ითხოვს - შემთხვევა, რომელზეც დღესაც კამათობენ - მშობლები

გახმაურებულ მკვლელობებზე გასამართლებული კაცი, რომელმაც და, დისშვილები და მშობლები დახოცა, გათავისუფლებას ითხოვს - შემთხვევა, რომელზეც დღესაც კამათობენ

2026-04-22 10:19:06+04:00

„თეთრი სახლის ფერმის მკვლელები“ გახმაურებული სერიალია, რომელიც ნამდვილ ამბავს ეფუძნება. ამ ადაპტაციის უკან ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სასამართლო საქმე იმალება.

  • ერთი ოჯახის ხუთი წევრი საკუთარ სახლში დახვრეტილი იპოვეს - და ათწლეულების შემდეგაც კი, საზოგადოება კვლავ კამათობს იმაზე, თუ ვინ იყო სინამდვილეში დამნაშავე.

სერიალი 1985 წლის აგვისტოში მომხდარ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ის ტრაგედიიდან ოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდეგ გავიდა ეთერში - მაგრამ დღესაც კი, საქმე კითხვების, სასამართლო პროცესების და როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხრიდან ხმამაღალი მხარდამჭერების საგნად რჩება.

464880421131-1776855499.jpg
კადრი ფილმიდან

რა მოხდა თეთრი სახლის ფერმაში?

1985 წლის 7 აგვისტოს, დილით ადრე, ინგლისის ჩელმსფორდის პოლიციამ საგანგაშო ზარი მიიღო. კაცმა, რომელიც ჯერემი ბამბერად წარდგა, თქვა, რომ მამამისმა დაურეკა და უთხრა:

„შენი და გაგიჟდა. მას იარაღი აქვს“.

შემდეგ, მისი თქმით, გასროლა გაისმა და ხაზი გაწყდა.

white-house-farm-tolleshunt-darcy-essex-2007-1776857459.jpg

როდესაც პოლიცია მივიდა და სახლში შევიდა, მასობრივი მკვლელობის ადგილი დახვდა. ხუთივე ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული. ესექსში, აგარაკზე დახვრიტეს:

61 წლის ნევილ ბამბერი და მისი მეუღლე ჯუნი;

neville-and-june-bamber-1776855499.jpeg

მათი ნაშვილები ქალიშვილი - მოდელი შეილა კაფელი (ქმრის გვარი) და მისი ექვსი წლის ტყუპი ვაჟი ნიკოლასი და დენიელი.

telemmglpict000387235116-17221795566830-trans-nvbqzqnjv4bqfvuxrwmzy3xxe4ww-asq2kzqabf51u22vttw3qbttn0-1776855500.webp

ვინ არის ჯერემი ბამბერი?

ჯერემი დაიბადა 1961 წლის იანვარში, ჯერემი პოლ მარშემის სახელით, ლონდონში. მისი ბიოლოგიური დედა იყო ჯულიეტ დოროთი უილერი, მღვდლის ქალიშვილი. მას რომანი ჰქონდა ბრიტანეთის არმიის სერჟანტ-მაიორ ლესლი ბრაიან მარშემთან, რომელიც ბუკინგემის სასახლის კონტროლიორი იყო. უილერმა, რომელიც იმ დროს არ იყო კანონიერ ქორწინებაში, უკანონოდ დაბადებული ბავშვი ინგლისის ეკლესიის ბავშვთა საზოგადოების მეშვეობით გააშვილა. ნევილმა და ჯუნ ბამბერებმა ჯერემი ექვსი თვის ასაკში იშვილეს. მხოლოდ მისი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ შეიტყვეს მისმა ბიოლოგიურმა მშობლებმა რეპორტიორების მიერ, რომ ბამბერი მათი შვილი იყო. ისინი იმ დროისთვის უკვე დაქორწინებულები იყვნენ და ბუკინგემის სასახლეში მუშაობდნენ...

მკვლელობის დროს ჯერემი 24 წლის იყო. ის ოჯახის ფერმაში მუშაობდა და დამოუკიდებლად ცხოვრობდა მამობილის მიერ ნაჩუქარ სახლში, ახლომდებარე სოფელ გოლდჰენგერში.

skynews-jeremy-bamber-bamber-murders-5511267-1776855500.jpg

ტრაგედიის შემდეგ ბამბერმა განაცხადა, რომ მკვლელობები მისმა დამ ჩაიდინა, შეილამ, რომელიც შიზოფრენიით იტანჯებოდა. დანაშაულის ადგილი მართლაც ჰგავდა მასობრივ მკვლელობას, რასაც მოჰყვა თვითმკვლელობა: შეილა თოფი ხელში იპოვეს.

3339-1776855499.webp

66717d9c7dd8fe5a6dc072e3de0c0b8c-1776855499.jpg
შეილას ქორწილი

თავიდან მართლაც დაიჯერა საზოგადოებამ, რომ მკვლელობები ფსიქიკური დაავადების მქონე შეილამ ჩაიდინა. პოლიციაც არ აპირებდა დამატებითი კვლევების ჩატარებას. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, მათ შორის შეილას ყოფილ ქმარს უჭირდა დაჯერება, რომ შეილა, რომელიც გიჟდებოდა შვილებზე და სრულიად არ იყო აგრესიული, მათ მოკლავდა...

რატომ იყო ბამბერი ეჭვმიტანილი?

პოლიციაში მხოლოდ ერთი გამომძიებელი იყო, რომელიც ჯიუტად ითხოვდა, საქმე არ დაეხურათ და ჯერემი ეღიარებინათ ეჭვმიტანილად. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ კადრებზე ის გულმოკლულ ჭირისუფლად ჩანდა...

236-1776855499.jpgfuneral-sheila-caffell-st-nicholas-church-tolleshunt-440nw-1373571a-1776855499.jpg

ბევრი რამ მიუთითებდა მის მოტივებზე - ოჯახის წევრების გარდაცვალების შემდეგ, ჯერემი ერთადერთ მემკვიდრედ იქცა ფერმის, მიწების, სახლების და არც ისე მცირე ქონების. აღმოჩნდა, რომ მას გარკვეული კავშირები ჰქონდა ნარკოტიკების საქმეებთან და ვალებიც.

მკვლელობების შემდეგ, მან მოითხოვა, გვამების კრემაცია მოეხდინათ და ამით ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა, ხელახალი გამოძიების შემთხვევაში გვამების კვლავ დათვალიერება.

თითქმის ერთი თვის შემდეგ კი საქმემ სულ სხვა მიმართულება მიიღო - მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა შეყვარებულმა, ჯული მაგფორდმა. მან თქვა, რომ ჯერემის მემკვიდრეობა სურდა და მშობლების მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

„ის ნარკოტიკებით მათ გაბრუებასა და ცეცხლის წაკიდებაზე საუბრობდა. შემდეგ გეგმა შეცვალა: ის მკვლელის დაქირავებას აპირებდა... მოგვიანებით კი ამჯობინა, ფსიქიკური დიაგნოზის მქონე დისთვის დაებრალებინა ყველაფერი“, - განაცხადა მან სასამართლოში 1986 წელს.

გარდა ამისა, მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ, სახლში იპოვეს შაშხანის მაყუჩი, რომელიც, სავარაუდოდ, შეილას სისხლით იყო დასვრილი. გამომძიებლები თვლიდნენ, რომ ჭრილობების ხასიათის გამო, მას ფიზიკურად არ შეეძლო სროლის შემდეგ კარადაში მისი შენახვა. მის ღამის პერანგზე იარაღის ზეთის კვალი არ აღმოჩნდა...

სასამართლომ ბამბერი მთელი ოჯახის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

r44627-1776857537.webp

რატომ სჯერა ბევრს, რომ ის უდანაშაულოა?

ბამბერი წლების განმავლობაში უარყოფდა თავის დანაშაულს და დღემდე არ აღიარებს. მან მრავალი სააპელაციო საჩივარი შეიტანა, მაგრამ ყველა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, მის გარშემო შეიქმნა მხარდამჭერთა ჯგუფი, რომლებიც თვლიან, რომ სასამართლო პროცესი უსამართლო იყო.

ბამბერის ყოფილმა სიძემ, კოლინ კაფელმა (გარდაცვლილი ტყუპების მამამ), ინტერვიუში განაცხადა:

„ის წარმოუდგენლად ქარიზმატული იყო. დარწმუნებული ვარ, ისეთივე მომხიბვლელი რჩება და გავლენას ახდენს ადამიანებზე. ფსიქოპათები - მე ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის არის - ბუნებით მომხიბვლელები არიან“.

ცნობილმა ბრიტანელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა პიტერ ტატჩელმა კი გააკრიტიკა განაჩენი:

„მას აშკარად არ მიუღია სამართლიანი სასამართლო. ჩვენ მხოლოდ ელექტრონული ფოსტით ვურთიერთობდით, მაგრამ ის დაბალანსებული, ინტელექტუალური და კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვერ ვიტყვი, დამნაშავეა თუ არა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მას პირადად იცნობენ, ამბობენ, რომ ის მასობრივ მკვლელს არ ჰგავს“.

31-bamber-k-1776855499.jpg

ბამბერს კვლავ იმედი აქვს, რომ გაათავისუფლებენ.

ნაშვილებმა გოგონამ და-ძმა დახოცა, რომ ოჯახში ერთადერთი შვილი გამხდარიყო: ეს შურის და სიბრაზის გამო გააკეთა