ტელეწამყვანი და სამი შვილის დედა ნანუკა გულუა ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ სახლს ყიდის, სადაც ამჟამად ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად. სახლი 195 კვ.მეტრია.
ბინა არის საუკეთესო მდგომარეობაში.სრულად მოწყობილი მაღალი ხარისხის ავეჯითა და ტექნიკით.დეტალები იხილეთ ვიდეოში..."
ნანუკას ფეისბუქგვერდზე კიდევ ერთი განცხადებაა. ტელეწამყვანი ახალ ძიძას ეძებს:
"ვეძებ ჩვენი ოჯახის წევრს — ძიძას მაისიდან!!!
მეგობრებო, ვეძებ არა უბრალოდ ძიძას, არამედ ადამიანს, რომელიც ჩემს პატარებთან იქნება სიყვარულით, სითბოთი და პასუხისმგებლობით!!!
მყავს სამი პატარა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთან იყოს
მზრუნველი,პატიოსანი,ენერგიული და პოზიტიური,
გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც ბავშვებს მიუდგება გულით, ითამაშებს, მოუვლის და მშვიდად ვიქნები, როცა მათთან დავტოვებ!
აუცილებელია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
დიდი პლუსია რეკომენდაცია წინა ოჯახიდან
სისუფთავე და მოწესრიგებულობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
პირობები და ანაზღაურება შეთანხმებით — მთავარია ვიპოვო სანდო ადამიანი, ვისაც ნამდვილად უყვარს ბავშვები !!!
თუ თქვენ შეგიძლიათ რეკომენდაცია, გთხოვთ მომწერეთ პირადში ან დამირეკეთ".