41 წლის მომღერლის გამოსვლამ ფრანგულ "ვოისზე" დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სცენაზევე ვლადიმერ კორნეევის ნამღერმა აღაფრთოვანა მაყურებელიც და ჟიურიც ყველა წევრიც. მან საკულტო ფრანგული სიმღერა Je suis malade შეასრულა "ბრმა მოსმენაზე", ჟიურის ყველა წევრი შემოატრიალა, მერე კი ცნობილმა ფრანგმა მომღერალმა ლარა ფაბიანმა, რომელსაც რეპერტუარში აქვს ეს სიმღერა, ამჯერად ვლადიმერთან ერთად იმღერა და ცრემლები ვერ დამალა.
რა თქმა უნდა, იქვე დაინტერესდა ყველა ნიჭიერი მომღერლით. ვლადიმერმა თქვა, რომ საქართველოში დაიბადა. და ის ყოველთვის ხაზს უსვამს ამ ფაქტს, მღერის ქართულ სიმღერებს და არ კარგავს კონტაქტებს საქართველოსთან.
"6 წლის ვიყავი, როცა იმ დროისთვის საქართველოში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, ოჯახი გერმანიაში წავიდა ემიგრაციაში. დევნილებად ვიქეცით. ზურგზე მოკიდებული ტანსაცმლით, რამდენიმე ოჯახური ფოტოთ და გამოუთქმელი იმედებით. დედაჩემმა, რუსული ლიტერატურის მასწავლებელმა, ყველა გაჭირვება ძალად აქცია..." - ამბობს ვლადიმერი.


ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, ვლადიმირ კორნეევი სოფელ მანგლისში, მუსიკალურ რუსულ-ქართულ ოჯახში, 1987 წელს დაიბადა. 90-იან წლებში მისი ოჯახი თავშესაფრის საძიებლად გერმანიაში გადაიხვეწა. გერმანიამ ქალაქ აუგსბურგში პოლიტიკური თავშესაფარი მისცა კორნეევების ოჯახს, სადაც ვლადიმირმა ბავშობა გაატარა. მისი თეატრალური და მუსიკალური ნიჭი მალევე გამოვლინდა და მან ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. სკოლის დამთავრების შემდეგ მიუნხენის თეატრის აკადემიაში ჩაირიცხა, რომელიც საბოლოოდ დაამთავრა, როგორც კლასიკურმა ბარიტონმა.

ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდიდან და შემდეგაც, არაერთ მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა. თამაშობს ასევე კინოსა და თეატრში. გერმანიაში მას "თაობის ხმას" უწოდებენ. მღერის ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე.
დაქორწინებულია 2019 წლიდან.


