ანუკი არეშიძე და კახა კალაძე პარიზში ისვენებენ. წყვილი პარიზული არდადეგების ფოტოებს სოციალურ ქსელში აზიარებს.










როგორც ცნობილია, ქალაქის მერი და დიზაინერი 18 წელია ერთად არიან. მათ ერთმანეთი მილანში გაიცნეს, სადაც კახა კალაძე, იმ დროისთვის აქტიური ფეხბურთელი, ადგილობრივ გუნდში თამაშობდა, ხოლო ანუკი სამოდელო სფეროში ცდიდა ძალებს. მას მერე წყვილი ერთადაა და 4 შვილს ზრდის.
ცოტა ხნის წინ კახა კალაძემ, გადაცემაში "ღამის კურიერი" საკუთარი ოჯახის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მეუღლესა და შვილებს ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ:
- თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა, ადამიანს ეკადრა ჩემ მიმართ, ყველაფერი იკადრეს. ოჯახის მიმართ იმდენ სიბინძურეზე საუბრობდნენ... ჩემი მეუღლის, შვილების მიმართ. ადამიანმა რომ ნახოს, რა მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, რაღაც კუბოები, სისულელეები, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ბოროტებაა... ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს, შანტაჟის ქვეშ ამყოფოს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი. ჩემს ყველა ქმედებაზე, სიტყვასა და გადადგმულ ნაბიჯზე ვარ პასუხისმგებელი, წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც. ვარ უბედნიერესი ადამიანი. მყავს ძალიან კარგი ოჯახი, ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია, ქართველი ხალხის სიყვარული და დამოკიდებულებაა. ეს შემთხვევით არ მოსულა. ამას წლები ვაშენებდი. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ყველაფერი დაანგრიოს და შელახოს. ჩემს ყველა სიტყვასა და გადადგმულ ნაბიჯზე, რაც წარსულში გამიკეთებია, რასაც დღეს ვაკეთებ და რასაც მომავალში გავაკეთებ, პასუხისმგებელი ვარ.