ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსიკალური ფესტივალი coachella 2026-ის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მოვლენა მადონას გამოჩენა იყო - მომღერალი, რომელიც ბოლოს ფესტივალზე 20 წლის წინ გამოვიდა, საბრინა კარპენტერის სეტში გამოჩნდა.
დაბრუნებისთვის 67 წლის არტისტმა პროვოკაციული ლუქი აირჩია. ეცვა იასამნისფერი საცვლების სტილის ზედა, კორსეტი, გრძელი ატლასის ხელთათმანები, იასამნისფერი მაქმანებიანი წინდები, მაღალი ჩექმები და ფერადი სათვალე. აღსანიშნავია, რომ მომღერალს იდენტური სამოსი ეცვა 2006 წელს ფესტივალზე დებიუტის დროს.




ერთობლივი გამოსვლის დროს არტისტებმა შეასრულეს მადონას ორი ლეგენდარული ჰიტი, „Vogue“ და „Like a Prayer“. მომღერალმა ასევე წარმოადგინა ახალი ტრეკი თავისი მომავალი ალბომიდან, Confessions II. ალბომი იქნება მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რელიზის, Confessions on a Dance Floor-ის პირდაპირი გაგრძელება, რომელიც 2005 წელს გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საზოგადოების ყურადღება ხშირად არის მიმართული მის გარეგნობაზე. მადონას რეგულარულად აკრიტიკებენ ფილტრების გამოყენებისა და გამომწვევი ფოტოების გამო. რამდენიმე წლის წინ რეპერმა 50 Cent-მა დასცინა მომღერალს და თქვა, რომ მის ასაკში „დამშვიდების დროა“. თუმცა, თავად მადონა ასეთ კომენტარებზე არ რეაგირებს და ამტკიცებს, რომ შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს.
მადონა ყოველთვის ცნობილი იყო ექსტრავაგანტურობით. ამჟამად ის თავის ახალგაზრდა შეყვარებულზე, აკიმ მორისზეა დანიშნული. ექვსი თვის წინ, 67 წლის მომღერლისა და 29 წლის ფეხბურთელის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა. წყვილი ფარულად დაინიშნა და ახლა დაქორწინებისთვის ემზადებიან. ნიშნობის ზუსტი თარიღი არ არის მითითებული, მაგრამ ამბობენ, რომ მადონა წარმოუდგენლად ბედნიერია.
