"თეთრი ფერი, ჩემთვის ასოცირდება სულთან. ეს ფერი, სიწმინდის განცდას წარმოშობს, უკვდავ სულთან, შინაგან ბუნებასთან. ნამდვილად ღრმა და მშვენიერ ასოცირებას ქმნის. ეს ფერი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ეს სიტყვები ეკუთვნის 17 წლის ანი წიქარიშვილს, ნორჩ ჩოხოსანს, რომელიც მოულოდნელად ტრაგიკულად დაიღუპა... ტრაგედია 2024 წელს მოხდა - ბაღდათში, ბავშვთა ცეკვების ფესტივალზე, ქუთაისელი გოგონა ანი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მიზეზი გულის გაჩერება გახდა...
"ბაღდადში მომხდარმა ტრაგედიამ, მთელი საქართველო შეძრა. ძალიან რთულია, მასზე დღესაც, წარსულში საუბარი... უფალს შევთხოვ, ყველა მშობელი დაიფაროს მსგავსი ტრაგედიისგან. ძალიან რთულია ჩემთვის მასზე საუბარი. სულ თვალწინ მიდგას, ანგელოზივით ლამაზი, მოღიმარი გოგოს სახე, რომელიც ყველას სულ უცინოდა და თავის წილ სიყვარულს უნაწილებდა", - გვეუბნებაკახა მარკოიშვილი- საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე.
ახალგაზრდა მოცეკვავე განსაკუთრებული ნიჭიერებით იყო აღბეჭდილი. ქორეოგრაფი, ანსამბლ "ცეკურის“ ხელმძღვანელიკობა ლიპარტელიანი კი იხსენებს, რომ სიცოცხლით სავსე, შრომისმოყვარე გოგონას ყველაზე რთული ილეთებიც კი მარტივად გამოსდიოდა: "ჩვენ მას ცეკურის "რაკეტა“ შევარქვით, რადგან გიჟი იყო ცეკვის. 19-ში ოქროს დაბადების დღეს, ჩვენ მას დიდ კონცერტს მიუძღვნით და ასე მოვეფერებით".