“უჭირდა გადაადგილება... 9 აპრილის შემდეგ მამაოს ბინაში ჩამი-ჩუმი არ ისმის...“ - რას წერდა მრევლი ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებამდე: ისინი დახმარებას ჯერ კიდევ წინა კვირაში ითხოვდნენ - მშობლები

“უჭირდა გადაადგილება... 9 აპრილის შემდეგ მამაოს ბინაში ჩამი-ჩუმი არ ისმის...“ - რას წერდა მრევლი ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებამდე: ისინი დახმარებას ჯერ კიდევ წინა კვირაში ითხოვდნენ

2026-04-19 20:04:15+04:00

ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ის ბოლო რამდენიმე წელია, ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. ბერი ნიკოლოზის ბინის კართან მუდამ იმყოფებოდნენ მისი მიმდევრები და მდუმარე ბერისგან დალოცვას 24 საათის განმავლობაში ელოდა სადარბაზოში შეკრებილი ჯგუფი.

  • რა დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი?

როგორც გვერდი “ქრისტე მეფე ნარიმანი“ წერს, 9 აპრილის შემდეგ, ბერი ნიკოლოზი ბინიდან არ გასულა. ბოლოს მას გადაადგილება უჭირდა და დაუძლურებელი იყო.

“მამა ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინის წინა ბინაში, შევიდა ორი პოლიციელი და ბინის მეპატრონე. გამოსვლის მერე კარებზე დატოვეს განცხადება: "ბინაში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა." მრევლის ორი წევრი იქ იმყოფებოდა... თვითმხილველები. 17.04.2026.

შეგახსენებთ, რომ 9.04.2026. მამა ნიკოლოზი თავისი საცხოვრებელი ბინიდან გამოვიდა და მრევლის დახმარებით წინა მეზობლის კარებთან მივიდა, უჭირდა გადაადგილება, კარის სახელური ორჯერ ჩამოწია და გასაღების ადგილზე მიანიშნა. მას შემდეგ მამაოს ბინაში ჩამი-ჩუმი არ ისმის, ის არ გადაადგილდება და არც ხმას იღებს,“ - წერდა ორი დღის წინ გვერდი. განაგრძეთ კითხვა