მსახიობი, ორი შვილის მამა გიორგი მახარაძე სოციალურ ქსელში წერს: "ბავშვი არ ნიშნავს, უტვინოს, უემოციოს, უსულოს, სათამაშოს და ა.შ…. ბავშვის შემთხვევაში 1000-ჯერ უფრო გასათვალისწინებელია ასეთ დეტალებზე ყურადღების მიქცევა!!!! ნეტა მარტო ეს პრობლემა იყოს. სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ვიდეოს დავდებ მსგავს საკითხებზე..." და ვიდეომიმართვას აქვეყნებს:
- როცა ხედავთ ქუჩაში ბავშვს, უცხოა თუ ნაცნობი, არ აქვს მნიშვნელობა, სანამ გადაწყვეტთ, რომ ეცეთ, კოცნოთ, ეფეროთ, სახეზე უსვათ ხელები... თავი რომ დავანებოთ ჰიგიენას, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ის შეგრძნება გქონდეს, რომ სათამაშო არ არის და რასაც უნდათ, იმას ვერ გაუკეთებენ, და თვითონ რაღაც ემოციები აქვს, თავისი შეგრძნებები აქვს, იმ მომენტში ამ ხასიათზეა... ადამიანია, პიროვნებაა, სათამაშო არ არის... აი ამ ყველაფერს ხომ ვერ ვფიქრობთ, ზეპირად ვიქცევით, მაგრამ ვთქვათ მაგეებს ვერ ფიქრობთ, მარტივად დაუფიქრდით, რომელი უფრო სწორია: რომ მოდიან შენთან, არ გეკითხებიან, გკოცნიან, ხელებს გისვამენ სახეზე, თავზე, ლოყებს გჩქმეტენ, თუ, როცა გეკითხებიან, შეიძლება? იქნებ არ გინდა, იქნებ არ გსიამოვნებს, იქნებ არ ხარ მაგ ხასიათზე... თუ ხუთი წლის ბავშვს ან ხასიათი არ აქვს, ან ემოცია, ან უფლება არ აქვს იმის, რომ არ უნდოდეს, რომ კოცნო და ხელები უსვა სახეზე? ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სანამ გადაწყვეტთ, რომ ასე მოიქცეთ, ბავშვს ჰკითხეთ, შეიძლება, გაკოცო? შეიძლება, მოგეფერო? ბავშვის პოზიცია, მდგომარეობა გაითვალისწინეთ, სურვილები გაითვალისწინეთ და მერე იმოქმედეთ. ორჯერ ორი არის ოთხი...