შევარდნაძეები ოჯახის წევრის ქორწილში შეიკრიბნენ - გია ჯოხთაბერიძის ვაჟი დაქორწინდა (ვიდეო) - მშობლები

შევარდნაძეები ოჯახის წევრის ქორწილში შეიკრიბნენ - გია ჯოხთაბერიძის ვაჟი დაქორწინდა (ვიდეო)

2026-04-20 15:45:43+04:00

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, ტელეწამყვანი სოფო შევარდნაძე, რომელიც ძირითადად რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს, საქართველოშია და ქორწილიდან აქვეყნებს ფოტოებს, ოჯახის წევრებთან ერთად. ის და მისი ძმა - ლაშა შევარდნაძე, ასევე მშობლები - პაატა შევარდნაძე და ნინო ახვლედიანი, მამიდაშვილი - თამუნა მოსაშვილი, მათი ვაჟები, ასევე ოჯახის ახლობლები ჩანან ფოტოებზე, რომლებიც ქორწილშია გადაღებული.

როგორც ცნობილია, ლაშა შევარდნაძეს ორი ვაჟი ჰყავს თათია შარანგიასთან ქორწინებიდან. ასევე ვაჟი ჰყავს თამუნა მოსაშვილს, ედუარდ შევარდნაძის უფროს შვილიშვილს და მანანა შევარდნაძის ერთადერთ შვილს, მისი პირველი ქორწინებიდან.

თავად თამუნას ერთადერთი შვილი თეოდორე-ანდრია ხარპოპულის-შევარდნაძე ჰყავს.

ასევე ერთი ვაჟი ჰყავს სოფოს, რომელიც ფოტოებზე არ ჩანს.

673128609-18584803093006440-3686409432188402348-n-1776686010. (1).jpg671301653-18584940058006440-957661084548314700-n-1776686010..jpg

670797951-18584809414006440-446756365611445867-n-1776686010..jpg

შევარდნაძეები მილიარდერ გია ჯოხთაბერიძის ვაჟის - ირაკლის ქორწილში შეიკრიბნენ. ირაკლი ჯოხთაბერიძე ნაკლებად საჯარო პიროვნებაა. მისი სახელი და გვარი წლების წინ მაკა ასათიანის დისშვილ მარიანა აჩბასთან მიმართებაში გაჟღერდა - ისინი შეყვარებულები იყვნენ მცირე ხანს. თუმცა შემდეგ დაშორდნენ.

achba7-1776686640.jpg
მარიანა აჩბასთან ერთად
13712545-1742433349362687-319040195-n-1776686639.jpg
შევარდნაძეების ოჯახური შეკრება (მარჯვნიდან პირველი - ირაკლი ჯოხთაბერიძე)

13731336-1596413890658645-950266497-n-1776686640.jpg

shevardnadzemosahvilitamuna-2019-10-17-8qp5lyhf9a-1776686411.jpg
მანანა შევარდნაძე ქალიშვილთან ერთად

სოფო შევარდნაძემ 4 წლის შვილის ფოტოები პირველად გაასაჯაროა - ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა