ცნო­ბი­ლი გახ­და, სად და რო­დის დაკ­რძა­ლა­ვენ მდუ­მა­რე ბერ ნი­კო­ლოზს - მშობლები

ცნო­ბი­ლი გახ­და, სად და რო­დის დაკ­რძა­ლა­ვენ მდუ­მა­რე ბერ ნი­კო­ლოზს: "მრევ­ლი მის დაბ­რძა­ნე­ბას და დაკ­რძალ­ვას მცხე­თა­ში ითხოვ­და"

2026-04-20 22:10:58+04:00

ცნობილი გახდა, სად და როდის დაკრძალავენ მდუმარე ბერ ნიკოლოზს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის სულიერი შვილი, მალხაზ ჯინორია ავრცელებს.

მისი თქმით, ბერ ნიკოლოზს მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ.

“ბერი ნიკოლოზის გასვენება იქნება ხუთშაბათს ორ საათზე უნივერსიტეტის 6ა, ჰერმესი, რიტუალების სასახლიდან.

პანაშვიდები 20, 21, 22 აპრილი. დაკრძალვა ჯიქიას სასაფლაოზე,“ - წერს ჯინორია.

მანამდე მრევლი მის დაბრძანებას და დაკრძალვას მცხეთაში ითხოვდა. თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა სასტიკი უარი განაცხადეს. განაგრძეთ კითხვა

ასეთ ახლობელ ადამიანს რომ არ შეუშვებ და ექიმს არ შეაყვანინებ... - რას წერს დათო არჩვაძე მამაკაცზე, რომელიც ბერი ნიკოლოზის გადარჩენას ცდილობდა?