სოციალურ ქსელში ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი - ირაკლი სტურუასა და ნათია წიქარიძის წყვილი, რომლებიც იკა-ნათიას სახელით გაიცნეს, ცოტა ხნის წინ დაიშალა. ნათიამ თავად დაადასტურა, რომ დაშორდა მეუღლეს.
„ბევრი სიხარული და ბევრი მწუხარებაც გვქონდა ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად და ამიტომ მგონია სწორი, რომ სიმართლე თავად ჩემგან გაიგოთ... ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ სიტყვის დაწერა, მაგრამ დროა. მე და ირაკლი საერთო გადაწყვეტილებით ერთმანეთს დავშორდით. ეს არ არის ერთ დღეში გადადგმული ნაბიჯი ან იმპუსლური გადაწყვეტილება.ეს არის დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი განცდების, სიჩუმის და გააზრების შედეგი. რთული, მაგრამ ორივეს მხრიდან გააზრებული გადაწყვეტილებაა. არ ვაპირებ დეტალებზე საჯაროდ საუბარს. არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ განსაკუთრებით მაშინ, როცა სამი შვილი გვყავს. ჩვენ ვრჩებით ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მშობლად და მეგობრებად“ - წერდა ნათია წიქარიძე.
განქორწინების მიუხედავად, წყვილი ინარჩუნებს ცივილურ ურთიერთობას.
ამ თემაზე ნათიამ სულ ახლახანაც უპასუხა გამომწერების შეკითხვას, ირაკლი ნახულობს თუ არა ბავშვებს და ელაპარაკებიან თუ არა ერთმანეთს ირაკლი და ნათია.
"ყველა მეორე კითხვა ამ თემაზეა უკვე... რა თქმა უნდა, ბავშვებს ნახულობს. მართლა ვერ ვხვდები, როგორ უნდა წარმოიდგინოთ, რომ არ ნახულობდეს... დიახ, ველაპარაკებით კიდეც ერთმანეთს, პატარა ბავშვები ხომ არ ვართ? ან საერთოდ რატომ არ უნდა ველაპარაკებოდეთ? უბრალოდ ყველაფერი ნორმალურად და ცივილურად ხდება, ზედმეტი დრამის გარეშე", - წერს ნათია.
წყვილს შარშან შეეძინა მესამე შვილი, რომელიც შუათანა ვაჟთან ერთად მონათლეს.


