რას შეიძენთ 100 ლარად წიგნების ბაზრობაზე "პალიტრა L-ის" სტენდთან - მშობლები

რას შეიძენთ 100 ლარად წიგნების ბაზრობაზე "პალიტრა L-ის" სტენდთან

2026-04-21 13:42:06+04:00

23-26 აპრილს ლიტერატურის მოყვარულებს თბილისის წიგნის ბაზრობაზე განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სტენდთან დაგხვდებათ ფასდაკლებები, აქტივობები, შესაძლებლობა მოგეცემათ, შეხვდეთ თანამედროვე ავტორებს და დაესწროთ წიგნების პრეზენტაციებს.

ფესტივალი არის საუკეთესო შესაძლებლობა, ღირებული საკითხავით გაამდიდროთ თქვენი ბიბლიოთეკა, გააკეთოთ აღმოჩენები ან კიდევ ერთხელ გაეცნოთ კლასიკას. რაც მთავარია, ფასდაკლებები საშუალებას მოგცემთ, თქვენი საკითხავი სიიდან კიდევ უფრო მეტი წიგნი შეიძინოთ. ხოლო თუ აღნიშნული სია ჯერ არ შეგიდგენიათ, „პალიტრა L-თან“ ერთად დაგეხმარებით, 100-ლარიანი ბიუჯეტით შეარჩიოთ წიგნები როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე და შემეცნებითი ლიტერატურიდან:

  1. ვეფხისტყაოსანი- შაირობა თამაში - 60 ლარის ნაცვლად, 50 ლარი

663784357-992219626606259-5865133008734396163-n-1776764724.png

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშია. პოემის უმთავრესი მნიშვნელობა მის ჰუმანისტურ ფილოსოფიაშია, რომელიც თავისი დროისთვის რევოლუციური იყო: აქ ქალი და მამაკაცი თანასწორია, მეგობრობა უზენაეს მსხვერპლშეწირვას მოითხოვს, ხოლო „ბოროტსა სძლია კეთილმან“ არ არის მხოლოდ ფრაზა, ეს სამყაროს წესრიგის რწმენაა. პოემა იქცა ქართველი ერის მორალურ კოდექსად, რომელშიც მიწიერი სიყვარული ღვთაებრივ ჰარმონიასთან არის გაიგივებული და ადამიანის თავისუფალი ნება ბედისწერაზე მაღლა დგას. ყუთში გელოდებათ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი უნიკალური, საინტერესო თამაში ბარათებით, „შაირობა“. მიხაი ზიჩის ილუსტრაციებითა და ბარათების დახმარებით, კიდევ უფრო ღრმად გაეცნობით შოთა რუსთაველის მიერ შექმნილ საოცარ სამყაროს და შეისწავლით მას. თამაშის ავტორია გიორგი გვიშიანი. ყუთში დაგხვდებათ: შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით.

თამაში განკუთვნილია 13-16 წლამდე მოზარდებისთვის, თუმცა ის ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის საინტერესო და სახალისო იქნება.

  1. კრისტინ ჰანა - ქალები(სერია - ომებსა და ადამიანებზე“) - 18 ლარის ნაცვლად, 10 ლარი

654025635-1521319426024405-447174762858779083-n-1776764722.png

„პალიტრა L-ის“ ამ მნიშვნელოვან სერიაში გაერთიანებულია ომის თემატიკაზე შექმნილი მხატვრული და დოკუმენტური ლიტერატურა, როგორც თანამედროვე, ასევე - კლასიკური. თითოეული წიგნი რედაქციამ შეარჩია, ლიტერატურულ კრიტიკოსებზე დაყრდნობით და აღიარებული კლასიკური ლიტერატურიდან, ამიტომ მთლიანად სერია თქვენი ბიბლიოთეკისთვის მართლაც ღირებული შენაძენი იქნება.

კრისტინ ჰანა აღიარებული თანამედროვე ავტორია, რომლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევარს წარმოადგენს „ბულბული“. მისი კიდევ ერთი თვალსაჩინო რომანია „ქალები“, რომლებიც ვიეტნამის ომის პერიოდში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება. ის გვიამბობ ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი გოგონას შესახებ, რომლის სამყარო 1965 წელს, ვიეტნამის ომის დაწყების შემდეგ შეიცვალა, როცა მისი საყვარელი ძმა ბრძოლის ველზე დაეცა. მან ომში მედდად წასვლა გადაწყვიტა. ეს არის ამბავი ქალისა, რომელმაც ომის საშინელებანი ნახა, გამოცადა საყვარელი ადამიანის ღალატი, ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული აბების დამანგრეველი ზემოქმედება და სამშობლოსთვის გაღებული მისი მსხვერპლის უარყოფა, მაგრამ ყველაფერი გადალახა.

  1. მადელინ მილერი - კირკე- (წლის ბესტელერი)95 ლარის ნაცვლად, 12 ლარი

672665089-1483946293425052-1172296710700209060-n-1776764726.png

ამერიკელი მწერალი მადელინ მილერი ანტიკური ლიტერატურისა და შექსპირის შემოქმედების მკვლევარია. როგორც მწერალმა, სახელი გაითქვა რომანებით „აქილევსის სიმღერა“ და „კირკე“, რომლებშიც ანტიკური მითები საინტერესოდ, თანამედროვე მწერლის თვალით არის დანახული.

კირკე, მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილი, მარტოსული და ახლობლებისგან ათვალწუნებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მათსავით ლამაზი არ არის, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მამაზე ნაკლები ღვთაებრივი ძალა არც მას აქვს, რომ ჰელიოსის დიდებული და კაშკაშა დარბაზების მიღმა მოკვდავთა საინტერესო სამყაროა, სავსე სულ სხვაგვარი, ადამიანური სიყვარულით თუ სიძულვილით, სევდით თუ სიხარულით. კირკეს ჯადოსნობის ძალამ თვით ოლიმპოელი ზევსიც დააფრთხო. სასჯელი კი სასტიკია - გადასახლება უკაცრიელ კუნძულზე, სამუდამო მარტოობა. გრძნეულმა ქალღმერთმა კირკემ კუნძულზე ღმერთების რისხვაც იწვნია, მოკვდავთა სისასტიკეც და გამოცადა მოკვდავის სიყვარულიც, რომლის გამოჩენამ განმარტოებულ ცხოვრებაში სიტკბოებაზე მეტად სიმწარე არგუნა.

  1. ელიფ შაფაქი - სიყვარულის 40 წესი- (წლის ბესტსელერი) -95 ლარის ნაცვლად, 10 ლარი

672819245-1879177139448141-5107351227089210471-n-1776764726.png

თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის შემოქმედება ყოველწლიურად ხვდება ბესტსელერთა სიაში. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თანამედროვე მწერალია. ის დაიბადა 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. რომანი ,,სიყვარულის ორმოცი წესი” ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. წიგნი გვიამბობს თანამედროვე ამერიკელი ქალის შესახებ, რომლის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და აღმოსავლეთი.

  1. ნათია ჟვანია - თანამედროვე გოგონები წარსულიდან- 24.95 ლარის ნაცვლად, 15 ლარი

668972076-1563919178488770-3289875692883788164-n-1776764725.png

თუ დოკუმენტური ლიტერატურის კითხვა გიტაცებთ, „თანამედროვე გოგონები წარსულიდან“ მოგცემთ ღირებულ ცოდნას, სხვადასხვა ეპოქის ქალთა მიღწევების შესახებ. წიგნში მოთხრობილია იმ ქალების შესახებ, რომელთაც მეცნიერებას, ლიტერატურას, პოლიტიკასა თუ სპორტს, წარუშლელი კვალი დაამჩნიეს. იპოვით ქართველ ქალებს, რომელთა ღვაწლითაც აუცილებლად იამაყებთ.

23-26 აპრილს ესტუმრეთ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონს და აღმოაჩინეთ საინტერესო საკითხავი, „პალიტრაL-ის“ სტენდთან.

R