"მამულიჩა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედია... არ მაქვს ცუდად ყოფნის უფლება... მე რომ ცუდად გავხდე, ბევრი ადამიანი იქნება ცუდად... დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული..." - ლელა წურწუმია (ვიდეო) - მშობლები

"მამულიჩა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედია... არ მაქვს ცუდად ყოფნის უფლება... მე რომ ცუდად გავხდე, ბევრი ადამიანი იქნება ცუდად... დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული..." - ლელა წურწუმია (ვიდეო)

2026-04-22 11:54:05+04:00

ცნობილი მომღერალი, 57 წლის ლელა წურწუმია გადაცემაში "შეხვედრები ეკა ხოფერიასთან" საუბრობს საკუთარ ძლიერ მხარეებზე, იღბალზე, რომელსაც დიდი შრომა უნდა ახლდეს აუცილებლად, მაყურებლების სიყვარულზე, ბენდზე, საყვარელ ადამიანებზე და ფორმის შენარჩუნების საშუალებებზე. ასევე იმაზე, თუ რა აძლევს ყველაზე დიდ ძალას სირთულეების დროს.

- მიუხედავად ძალიან ბევრი ნეგატივისა, რაც არსებობს და, რა თქმა უნდა, ვერ იქნები ამ შემთხვევაში სრულყოფილად ბედნიერი, მაგრამ რაღაცა პროცენტულად ჩვენს ცხოვრებას ხომ ჩვენ ვმართავთ? მე არ მიყვარს ნიჰილიზმი, ყოველთვის იმედის თვალით ვუყურებ მომავალს. აუცილებლად რაღაცა კარგი იქნება იმიტომ, რომ ყოველთვის დაღმართს აღმართი მოჰყვება, როგორც ყველა აღმართს აქვს დაღმართი. ეს პოზიტიური დამოკიდებულება მშველის, პირველ რიგში ჩემი თავის მიმართ და მიყვარს გამხნევება ჩემი თავის და იმ ადამიანების, ვისთან ერთადაც მოვდივარ. არ ვეძებ პრობლემას. არიან ადამიანები, რომლებიც არარსებულ პრობლემაში კიდევ პრობლემებს ეძებენ. მე პირიქით ვცდილობ ხოლმე, რომ აი, ის თუ არის ჩემი მოსაგვარებელი, მე მოვაგვარო, მე გავაკეთო... რაღაცა მომენტებში პირდაპირ ვასკდები ხოლმე, რომ რაც შეიძლება გავაუფერულო ის პრობლემა... იმიტომ, რომ ჯერ საშინელი დარდი ვიცი, საშინლად ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე, რომ არ მმართოს ჩემმა ემოციამ. მე თუ ამან მაჯობა, დაღუპული ვარ...

ერთხელ მოვდივარ ამ ქვეყანაზე, ერთხელ ვცხოვრობ და მინდა, რომ მეტი პოზიტივი შევიტანო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვნერვიულობ ბევრ რამეზე. ძალიან ბევრ რამეზე ვდარობ, მაგრამ ამ მართვით, რომ ამ დარდმა, ამ პრობლემამ არ მმართოს.
დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ბევრი ადამიანის იმედი ვარ, ვერ გავუცრუებ ამ იმედებს იმიტომ, რომ ძალიან დიდი მისია მაკისრია მათთან...
რაღაცა მომენტი არის, როდესაც იღლები და როცა არაფერი არ გინდა, როცა გინდა, რომ მარტო იყო და იღრიალო... მქონია ეგეთი მომენტებიც, მაგრამ იშვიათად... მე არ მიყვარს, როდესაც ვინმეს ვებრალები...
lela-da-mamulicha-w-h-1776846298.jpeglela-1767010327.png
მე მამულიჩა მიდგას გვერდში, ის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედია. ამაზე დიდი იმედი ჩემთვის არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრები... მაგრამ ზოგადად ჩემი დამოკიდებულება არის, პირველ რიგში ჩემს თავთან არ მაქვს ცუდად ყოფნის უფლება იმიტომ, რომ მე რომ ცუდად გავხდე, ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ცუდად...

როგორ ინარჩუნებს ფორმას?

სულ ვარჯიშობდი სრული დატვირთვით. სხვათა შორის, ამ ვარჯიშმა ძალიან დიდი პატივი მცა, რომ დღემდე ვინარჩუნებ ამ ფორმას, მაგრამ დღეს უკვე ამას ვერ ვაკეთებ. თუმცა აუცილებელი არის ჩემთვის ცურვა და სიარული. რასაც მე სცენაზე დავდივარ, რამდენ კილომეტრს გავდივარ სცენაზე, ვერ გეტყვი. მე ხომ არ ვჩერდები, ერთ ადგილზე არ მღერი, სულ დავრბივარ და იქ მავიწყდება ჩემი ასაკი, იქ ისევ პატარა გოგო ვარ და ამიტომ ასე აქტიურად ვეღარ ვვარჯიშობ.
ლელა წურწუმია საახალწლო ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს - გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ 2026 წელს
ლელა წურწუმიას ქალიშვილი დედასთან ერთად ამღერდა (ვიდეო)
მამა, დღეს შენი დაბადების დღეა... - ლელა წურწუმია მამის ფოტოებს აქვეყნებს. ცნობილი მომღერლის საოჯახო ალბომი