დებმა კენდ­­ალ და კაილი ჯენერებმა მსოფლიოს ყველაზე სასურველი მამაკაცები "გაინაწილეს" - მას მერე, რაც დებმა საკუთარი გარეგნობა სრულყვეს, მსოფლიოს ცნობილ მამაკაცებს უმიჯნურდებიან - მშობლები

დებმა კენდ­­ალ და კაილი ჯენერებმა მსოფლიოს ყველაზე სასურველი მამაკაცები "გაინაწილეს" - გარეგნობაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მილიონერი დები ცნობილ მამაკაცებს უმიჯნურდებიან

2026-04-22 16:31:25+04:00

ჰოლივუდის სცენაზე ახალი ვარსკვლავური წყვილი გამოჩნდა! კიმ კარდაშიანის უმცროსი და, ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი კენდალ ჯენერი თებერვლიდან მსახიობ ჯეიკობ ელორდის ხვდება. წყაროების ცნობით, კენდალის დამ, ცნობილმა ბიზნესვუმენმა კაილი ჯენერმა ითამაშა როლი მათ მოულოდნელ დაახლოებაში.

წყვილი პირველად ლოს-ანჯელესში, კერძო წვეულებაზე შეხვდა ერთმანეთს, სადაც ორივე საერთო მეგობრების მოწვევით მოხვდა. კაილიმ, რომელიც დიდი ხანია ამ წრეში ტრიალებს და როგორც ცნობილია, მსოფლიო კინოს კიდევ ერთ ვარსკვლავს - ტიმოთი შალამეს ხვდება, კენდალი ჯეიკობს გააცნო. მას შემდეგ, ინსაიდერების ცნობით, მოდელი და მსახიობი აქტიურად ურთიერთობენ და დროს ერთად ატარებენ - თუმცა ისინი ფრთხილობენ, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიიპყრონ.

f731d9ff82d7-untitled-design-2-1776864038.png

„კაილი ბევრ დროს ატარებდა ჯეიკობთან დაჯილდოების მარათონის დროს, რომელსაც მისი შეყვარებული ტიმოთი შალამე მასპინძლობდა, რადგან ჯეიკობი ნომინირებული იყო ფრანკენშტეინისთვის, ხოლო ტიმოთი - მარტისთვის“, - განმარტა წყარომ.

jacob-elordi-timothee-chalamet-chase-126134420-1776864039.webp

„კაილის მოეწონა ჯეიკობი და იფიქრა, რომ ის კენისთვის შესაფერისი იქნება, ამიტომ წაახალისა და ამ ურთიერთობისკენ“.

ეჭვი წყვილის შეხვედრეზე რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა. კენდალი და ჯეიკობი სოციალურ ქსელში ერთი და იგივე ადგილებიდან აქვეყნებდნენ ფოტოებს, თუმცა ერთობლივ ფოტოებს ჯერაც არ დებენ.

jacob-elordi-kendall-jenner-1776864039.webp

არც მაცდურმა ლამაზმანმა და არც „ეიფორიის“ ვარსკვლავმა კომენტარი არ გააკეთეს ჭორებზე. წყვილის წარმომადგენლებიც დუმან. თუმცა, წყვილთან დაახლოებული პირები ირწმუნებიან, რომ მათ შორის ნამდვილი ქიმიაა და მათი რომანი ნელ-ნელა, ზედმეტი დრამების გარეშე ვითარდება.

კენდალ ჯენერმა ადრე რამდენჯერმე თქვა, რომ ოჯახის პოპულარობის მიუხედავად, პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობას ამჯობინებს. თუმცა ცნობილია მისი რამდენიმე რომანის შესახებ ცნობილ მამაკაცებთან.

120924-kendall-jenner-dating-history-lead-822660809fbe45f4b666e7c129dad9be-1776864037.jpg

თავის მხრივ, ჯეიკობ ელორდის უკვე ჰქონდა გახმაურებული რომანები ინდუსტრიის კოლეგებთან - ის დაკავშირებული იყო ჯოი კინგთან, ზენდაიასთან, კაია გერბერთან და ოლივია ჯეიდთან.

წარმატებული დები

კენდალ და კაილი ჯენერები კარდაშიანების ცნობილი ოჯახიდან არიან.

60a24c65da2d6542425c4fc2cd9d2329-1776864037.webp

ბავშვობიდან ისინი განსაკუთრებულად მეგობრობენ და როგორც ოჯახის წევრების უმრავლესობამ, მათაც გაიკეთეს არაერთი ოპერაცია გარეგნობის სრულყოფისთვის.

mshoblebi-1776864039.png495477149-1776864038.jpg

kylie-jenner-2012-2025-060325-65deb1c2c5504c2bb8b501f30fc57e4d-1776864039.jpg
კაილი ჯენერი
kendall-jenner-plastic-surgery-the-truth-behind-her-natural-yet-refined-look-03-1776864039.jpg
კენდალ ჯენერი

rate-kendall-jenner-before-and-after-plastic-surgery-v0-af5e8va0d7ta1-1776864039.png

kendall-jenner-kylie-jenner-collection-shop-1650645227251-1776864039.webpchannels4-profile-1776864038.jpg

gettyimages-1147428638-1776864039.webp

კაილი,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი და ბიზნესვუმენია და რამდენიმე წლის წინ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერადაც დაასახელეს, კარდაშიანების დიდ ოჯახში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საქმიან ადამიანად მიიჩნევა. ასევე გოგონად, რომელმაც საკუთარი თავი პრაქტიკულად თავად შექმნა. კაილი ორი შვილის დედაა.

ის წელიწადზე მეტია, ოსკაროსან ტიმოთი შალამეს ხვდება. წყვილი ერთად არის ყველა ღონისძიებაზე, თუმცა ჯერჯერობით დაქორწინებას არ ჩქარობენ.

gettyimages-2250913326-1776864039.webp728x486-1-f7802e3d3d277997a9404afcc4ed9b935000x3335-0x77yn2xab-5943510443677318851-1776864037.jpg.webp

წლის წვეულება, რომელსაც პრინცი ჰარი, ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი და სხვები ესწრებოდნენ - კრის ჯენერის 70 წლის იუბილე
პლასტიკური ოპერაციები, ახალგაზრდა ასაკში ნაშოვნი მილიონები, პოსტსამშობიარო დეპრესიები და ცნობილი მეგობარი მამაკაცები - რას ნანობს ორი შვილის დედა, მილიარდერი კაილი ჯენერი?
რატომ იმალება კარდაშიანების ერთადერთი ძმა და რატომ არ დაუშვეს დის პომპეზურ ქორწილში? - რობ კარდაშიანის რთული ცხოვრება