თუ ტრანსპორტში ბარათი დააფიქსირეთ, მაგრამ მაინც დაჯარიმდით - როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს და რა შემთხვევაში დაგებლოკებათ საბანკო ანგარიშები - მშობლები

თუ ტრანსპორტში ბარათი დააფიქსირეთ, მაგრამ მაინც დაჯარიმდით - როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს და რა შემთხვევაში დაგებლოკებათ საბანკო ანგარიშები

2026-04-23 10:57:11+04:00

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ბარათს აფიქსირებენ, მგზავრობის თანხას იხდიან, თუმცა გადახდა მოგვიანებით აისახება. იქამდე კი კონტროლიორები უბილეთოდ მგზავრობის გამო აჯარიმებენ.

ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიმართონ და საქმის შესწავლა მოითხოვონ. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განგვიცხადეს, იქამდე, ვიდრე საქმის წარმოება არ დასრულდება, მოქალაქეს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს. თუ დადგინდა, რომ მას მგზავრობის თანხა გადახდილი აქვს, რაც საბანკო ანგარიშზე მოგვიანებით აისახა, ჯარიმა გაუქმდება. თუ ჯარიმა გადახდილი აქვს, თანხა უკან დაუბრუნდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მისამართია: თბილისი, სადგურის მოედანი N2.

უბილეთო მგზავრობა 20 ლარით დაჯარიმებას იწვევს. მოქალაქეს ჯარიმის გადახდა 30 კალენდარულ დღეში მოუწევს. თუ ის აღნიშნულ ვადაში თანხას არ გადაიხდის, ჯარიმას 40 ლარი დაემატება. შემდეგ კი მონაცემები აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნება და საბანკო ბარათები დაგებლოკებათ. თქვენი ანგარიშებით სარგებლობას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებთ, რაც 80 ლარს გადაიხდით.

თუ მგზავრს ანგარიშები არ აქვს, აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მოვალეთა რეესტრში ჩაირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მის სახელზე რაიმე ქონებაა, გასხვისება აეკრძალება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ნომერზე: 2 35-77-77

როდიდან და სად შეეძლებათ პირველკურსელებს სტუდენტური ბარათის აღება და ტრანსპორტით შეღავათიან ფასად მგზავრობა
არასრულწლოვანის დათრობა ან მისი დათრობისთვის ხელის არშეშლა დასჯადია - რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება მშობელს ან სხვა ზრდასრულს, რომელსაც ბავშვის მეთვალყურეობა ევალებოდა
თუ ქვეითად მოსიარულე უადგილო ადგილას გადაჭრის გზას და არღვევს წესებს, 100 ლარით დაჯარიმდებით, დრიფტაობა კი 300 ლარით ჯარიმდება - მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება