ქეთა თოფურია მეუღლით, ბედნიერი პატარძალი, გართობა, ქართული და რუსული სიმღერები - მილიონერ მიხეილ ხუბუტიას ქორწილის კადრები (ვიდეო) - მშობლები

ქეთა თოფურია მეუღლით, ბედნიერი პატარძალი, გართობა, ქართული და რუსული სიმღერები - მილიონერ მიხეილ ხუბუტიას ქორწილის კადრები (ვიდეო)

2026-04-23 13:50:13+04:00

როგორც ცნობილია, საყვარელზე სკანდალური თავდასხმის და ერთწლიანი შინაპატიმრობის შემდეგ, მილიონერმა მიხეილ ხუბუტიამ ხელახლა სთხოვა ხელი მეუღლეს - ეკა ჯანაშიას. მანაც მიიღო მეუღლის ბოდიში, დათანხმდა, ხელიც მოაწერეს აღდგომის მერე და დიდი წვეულებაც გამართეს.

xubutia3-1776270329.png

xubutia290-1776366533.pngxubutia28-1776366532.pngxubutia2-1776366531.png

კადრებს წვეულებიდან, რომელსაც ქეთა თოფურიაც ესწრებოდა მეუღლესთან ერთად, ეკა ჯანაშია სოციალურ ქსელში ავრცელებს ტექსტით: "ერთადერთი და მარადიული სიყვარული".

xubut-1776938661.png

  • ხუბუტიამ ცოტა ხნის წინ ვრცელი ინტერვიუ მისცაჟურნალისტ ანდრეი მალახოვს და ყოფილი საყვარლის მხრიდან მანიპულაციებზე, ფულის გამოძალვასა და სხვა დეტალებზე ისაუბრა. იმავე ვიდეოინტერვიუში საჯაროდ მოუხადა ბოდიში ცოლს და უფროსი შვილების დედასეკატერინე ჯანაშიასდა ხელახლა სთხოვა ხელი.

როგორც ცნობილია, წყვილი ბოლო წლებში ერთად არ ცხოვრობდა, შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ურთიერთობა გაურთულდათ. თუმცა მოგვიანებით კვლავ განაახლეს კავშირი და მათი უმცროსი ვაჟიც გაჩნდა.

ამავე პერიოდში გამოჩნდა ბიზნესმენის ცხოვრებაში იულია ვანი და მასთანაც ეყოლა ქალიშვილი. მერე კი, ცნობილი სკანდალიც ატყდა - 2025 წლის გაზაფხულზე, ხუბუტიასა და 29 წლის მოდელის, იულია ვანის ისტორიამ მთელი რუსული მედია მოიცვა. ვანმა გაამხილა, რომ მას ყოფილი შეყვარებული თავს დაესხა. მან სოციალურ ქსელში გაავრცელა თავდასხმის შემდგომი კადრები: მისი თქმით, ხუბუტია სახლში შეიჭრა, სადაც ის შვილთან ერთად ცხოვრობდა და ნაჯახით დაჭრა. ქალი ხელებსა და ფეხებზე ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს... ამას მოჰყვა ხმაურიანი გარჩევები, თავის მართლებები და სასამართლოს განაჩენი.

xubutir3441-1768561556.jpg

ხუბუტია დააკავეს და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. თუმცა, თავად ყოფილმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა ვანთან წმინდა „ფინანსური“ იყო: მისი თქმით, იულია ერთი პაემნისთვის 10 000 რუბლს ითხოვდა, მოგვიანებით კი თვეში 1 მილიონი რუბლის ღირებულების „პაკეტურ მომსახურებას“ სთავაზობდა.თუმცა, სასამართლოში ხუბუტიამ სრულად აღიარა დანაშაული და ნაწილობრივ აანაზღაურა ვანის სამედიცინო ხარჯები. საბოლოოდ, მას ერთწლიანი პირობითი მსჯავრი მიესაჯა. მან და ვანმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ვანს ყოველთვიურად 150 000 რუბლს გადაურიცხავდა ალიმენტისთვის (თუმცა საჯაროდ ეჭვქვეშ აყენებს მამობას).

ცნობილვიდეოინტერვიუშიეკა ჯანაშიამაც გააკეთა კომენტარი.

რა ვიდეო გაასაჯაროა მიხეილ ხუბუტიამ, რაში ითხოვდა მისი საყვარელი მილიონს და რატომ აპატია კანონიერმა ცოლმა - მუხლებზე დაეცა და ატირდა... შემეცოდა... ჩემ გარდა არავინ ჰყავს...
მთელი ნახევარი წელი ვდუმდი... ჯადოებს მიკეთებდა, ჩემი მოკვლა უნდოდა, რომ ქონება დარჩენოდა... ბოლოს 100 მილიონს ითხოვდა... - ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას მიმართვა განაჩენის შემდეგ
ქეთა თოფურია ანასტასია სისაურს რუსული შოუბიზნესის წრეებში უკვალავს გზას - მომღერლები მუსიკალურ დაჯილდოებაზე ერთად მივიდნენ

„ეს საშინელება იყო. ღალატად მივიჩნევ“, თქვა ეკამ. „მოსკოვში არ ვიყავი. ჩავფრინდი და ვესაუბრე. ძალიან შემეცოდა... ჯერ კიდევ ძალიან მტკივა და ვფიქრობ, რომ დიდხანს ასე იქნება. მაგრამ ასეთია ბედისწერა... ჩვენ იმ ასაკში აღარ ვართ, რომ საჩუქრებით პატიება ვითხოვოთ. მან ჩემს წინ დაიჩოქა, მევედრებოდა და ტიროდა. ძალიან შერცხვა, სახე დაიფარა და იყვირა: „მრცხვენია“. ძალიან შემეცოდა“, - თქვა ხუბუტიას მეუღლემ. ის აღიარებს, რომ მთელმა ინციდენტმა კვალი დატოვა მის სულში და რომ ქმრის პატიება ადვილი არ იყო. ის მოსკოვში არ იმყოფებოდა, როდესაც მისი ქმრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

„რა თქმა უნდა, ეს საშინელებაა. საშინელი ისტორიაა. მე ამას ღალატად მივიჩნევ. მაგრამ, როგორც ხედავთ, გადავიტანე. ჩამოვფრინდი, ვესაუბრე და ძალიან შემეცოდა. რა თქმა უნდა, ეს ისევ მტკივნეულია. და ვფიქრობ, ეს დიდხანს გაგრძელდება“, - გაამხილა ეკამ.

მისი თქმით, ხუბუტიამ მოინანია და ბევრი რამ გააცნობიერა, რამაც მის საქციელზე იმოქმედა. „ის შეიცვალა. მეშინოდა კიდეც. მეგონა, მოკვდებოდა. ამიტომაც შეუძლებელი იყო მისი მიტოვება. მას ჩემ გარდა არავინ ჰყავს. დიახ, უფროსი ვაჟი გვყავს, მაგრამ მას უკვე ჰყავს საკუთარი ოჯახი...“ - ამბობს მილიონერის კანონიერი ცოლი, რომელიც მიიჩნევს, რომ მართალია, ეს ღალატია, თუმცა არასაკმარისი მიზეზია ოჯახის დასანგრევად, - "ასეთი უბედურება მჭირს... ასეთი ბედი მაქვს. ალბათ სიყვარულიცაა... ჩვენ უკვე ერთი მთლიანი ვართ, ასე მგონია. იმდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს - 6 წლიდან. ის უკვე შენი ადამიანია, შენი ხორცი".