რა უნდა გაითვალისწინოთ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარებამდე - მშობლები

რა უნდა გაითვალისწინოთ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარებამდე

2026-04-23 14:21:42+04:00

ფსიქოლოგია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო მიმართულებაა, თუმცა თანამედროვე ციფრულმა ეპოქამ პროფესიას სრულიად ახალი სტანდარტები და მოთხოვნები წაუყენა. დღეს მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარაა საკმარისი. სამყაროში, სადაც ჩვენი ყოველდღიურობა ალგორითმებსა და ციფრულ ინტერაქციებზეა დაფუძნებული, ფსიქოლოგს ტექნოლოგიური ხედვაც სჭირდება. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შეიმუშავა ინოვაციური საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“. ის განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ ადამიანის ფსიქიკის ამოცნობა, არამედ იმის გაგება, თუ როგორ ტრანსფორმირდება ჩვენი ქცევა, ემოციები და აზროვნება ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის ეპოქაში.

გიზიარებთ 5 საკითხს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ვიდრე ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას აირჩევთ.

გაიაზრეთ, რომ ფსიქოლოგია და ტექნოლოგია განუყოფელია

თანამედროვე სამყაროში ადამიანის ქცევა დიდწილად ციფრულ სივრცეში ვლინდება. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ფსიქოლოგია მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით აღარ შეისწავლება. აუცილებელია იმის გაგება, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგიები ჩვენს ფსიქიკას და, პირიქით, როგორ ეხმარება ფსიქოლოგიური ცოდნა ახალი ტექნოლოგიების შექმნას.

დაუმეგობრდით ხელოვნურ ინტელექტს

ნუ შეხედავთ ხელოვნურ ინტელექტს, როგორც მხოლოდ პროგრამულ კოდს. შეარჩიეთ სასწავლო პროგრამა, სადაც AI-ს არა მხოლოდ მომხმარებლის დონეზე, არამედ ნეირომეცნიერებისა და გადაწყვეტილების მიღების ჭრილში შეგასწავლიან. BTU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტები სიღრმისეულად გაეცნობიან ადამიანის აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ არსებულ სხვადასხვა, მათ შორის, ეკონომიკისა და ნეირომეცნიერების სფეროში არსებულ პერსპექტივებს. ეს კი, თავის მხრივ, კავშირშია ხელოვნურ ინტელექტთან, მის განვითარებასა და იმ როლთან, რასაც ფსიქოლოგები ამ მიმართულებით ასრულებენ და შეასრულებენ. სტუდენტები არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, არამედ მის განვითარებაზეც იმუშავებენ.

აირჩიეთ პრაქტიკული სწავლება და ინოვაციური ხელსაწყოები

მხოლოდ სახელმძღვანელოებით ფსიქოლოგიის სწავლა წარსულს ჩაბარდა. გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე თერაპიაში უკვე აქტიურად გამოიყენება VR სათვალეები. ჩაბარებამდე დაინტერესდით, გაძლევთ თუ არა უნივერსიტეტი წვდომას ამ ტექნოლოგიებთან, რათა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოცადოთ.

მონაცემთა ანალიზი თქვენი ძლიერი მხარე უნდა იყოს

ფსიქოლოგია დღეს მონაცემებს ეყრდნობა. არ შეგაშინოთ პროგრამირების ელემენტებმა. მაგალითად, R პროგრამირების ენის ცოდნა, რომელსაც BTU-ში ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე შეისწავლით, თქვენს კვლევებსა და ანალიზს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისს გახდის. გახსოვდეთ, ფსიქოლოგი, რომელიც ფლობს მონაცემთა დამუშავებას, ბევრად მოთხოვნადია ნებისმიერ ბაზარზე.

იფიქრეთ სწავლის პარალელურად სტაჟირებასა და დასაქმების შესაძლებლობებზე

ზოგადად, რაც უფრო მეტი პარტნიორი ჰყავს სასწავლებელს, მით უფრო მარტივია თქვენი გზა სტაჟირებიდან მაღალანაზღაურებად სამსახურამდე. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორია უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია. ისინი მუდმივად სთავაზობენ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს BTU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

პროგრამაზე ჩაბარებისას ქართულისა და ინგლისურის გამოცდის გარდა, აბიტურიენტებს მესამე საგნად შეუძლიათ აირჩიონ მათემატიკა, ბიოლოგია ან ისტორია. სტუდენტებს შეუძლიათ სწავლის დაფინანსება მოიპოვონBTU-ს სტუდენტური საგრანტო ფონდიდან. პროგრამის კოდია 195 01 06.

R