ნოე სულაბერიძე თავის ქალიშვილს, რომელიც უკვე სრულწლოვანი გახდა, დაბადების დღეს ულოცავს სოციალურ ქსელში:
"დღეს ლიზა 18 წლის გახდა! ვამაყობ შენით, მამა! ღმერთმა ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული გატაროს ცხოვრების გრძელ გზაზე!"

ასევე ულოცავს ლიზას დაბადების დღეს დედა - ჟურნალისტი ეკა სამხარაძე:
"ლიზა 18. ყველა სურვილი აგსრულებოდეს! მიყვარხარ..."



ნოე სულაბერიძე და ეკა სამხარაძე 2014 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ. მაშინ მედიაში წერდნენ, რომ ნოეს და ეკას ოჯახი მესამე ადამიანის გამო დაინგრა. დაშორების შემდეგ, ნოეს რამდენიმე ცნობილ ადამიანთან რომანს მიაწერდნენ.




ნოეს ასევე ჰყავს უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან - საშკა, რომელიც 22 წლისაა.

ბოლო წლებია, ნოე სამაგალითო მეუღლეა ყოფილი მის საქართველო ჯანეტ ქერდიყოშვილისთვის, რომელთანაც უკვე მესამე საერთო შვილს ელოდება. მომავალი პატარა ნოეს მეხუთე შვილი იქნება.

ნოეს უფროს შვილებთან კარგი ურთიერთობა აქვს ჯანეტსაც და დღესასწაულებზე ისინი ხშირად იკრიბებიან ერთად.


თავად ჯანეტი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ასეთ ოჯახზე ოცნებობდა და ბედნიერია ნოესთან ერთად:
- ახლა რომ ვაანალიზებ ჩემს ცხოვრებას, ვხვდები, რომ აი, რამდენი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მქონდა, კარგი თუ ცუდი, მაგრამ ფასი არაფერს აქვს მას მერე, რაც შევუღლდი და მეყოლა ბავშვები. მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს და მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ჩემთვის ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. დღეს მე ვარ სავსე და ბედნიერი, რომ მყავს ასეთი მეუღლე და ორი პატარა.