თანამედროვე „შავი ქვრივი“ - ქალი, რომელმაც გარდაცვლილ ქმარს წიგნი მიუძღვნა, მისი მკვლელი აღმოჩნდა: "სასამართლოზე - მშობლები

თანამედროვე „შავი ქვრივი“ - ქალი, რომელმაც გარდაცვლილ ქმარს წიგნი მიუძღვნა, მისი მკვლელი აღმოჩნდა: "სასამართლოზე ქანდაკებასავით მშვიდად იჯდა"

2026-04-23 17:48:17+04:00

35 წლის ამერიკელი ქალი, კორი რიჩინსი, 4 წლის წინ მოულოდნელად დაქვრივდა — მისი ქმარი, ერიკი, უცნაურ გარემოებებში 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავიდან ეს სამედიცინო შემთხვევად მიიჩნიეს. ერთი წლის შემდეგ კი რიჩინსმა საბავშვო წიგნი „შენ ჩემთან ხარ?“ გამოსცა, რომელიც შვილებს მამის დაკარგვასთან გამკლავებაში უნდა დახმარებოდა. მისი თქმით, ეს წიგნი პირველ რიგში, მეუღლეს ეძღვნებოდა, ადევე მათ არასრულწლოვან შვილებს, რომლებსაც მამის სიკვდილის შემდეგ გამხნევება სჭირდებოდათ.

წიგნის გამოსვლიდან მალევე სამართალდამცველებს ეჭვი გაუჩნდათ და 2026 წლის მარტში სასამართლომ კორი რიჩინსი ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

რა მოხდა იმ ღამით

2022 წლის 4 მარტს, ღამის სამ საათზე, კორი რიჩინსმა 911-ში დარეკა და განაცხადა, რომ ქმარი უგონოდ იპოვა. მისი თქმით, წინა საღამოს ერიკს კოქტეილი გაუკეთა, შემდეგ კი ბავშვის გამო სხვა ოთახში გადავიდა დასაძინებლად. დაბრუნებისას ქმარი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

თავდაპირველად სიკვდილი გულის შეტევას ან ზედოზირებას დაუკავშირეს.

გარდატეხა გამოძიებაში

რამდენიმე კვირაში ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ერიკის სისხლში ფენტანილის, ძლიერი ოპიოიდის, სასიკვდილო დოზაზე ბევრად მეტი რაოდენობა აღმოაჩინეს.

ამასთან, ახლობლებმა გაიხსენეს, რომ ერიკს ადრე ეჭვი ჰქონდა, რომ ცოლი მის მოწამვლას ცდილობდა. მსგავსი შემთხვევები წარსულშიც დაფიქსირდა, როცა კორის მიერ მომზადებული საკვების შემდეგ ცუდად ხდებოდა.

owl-wide-1200-22b4b2fe1eda6abcb2aa434db8a35618-1776953894.jpg
ერიკ რიჩინსი

ფინანსური მოტივი და პირადი ცხოვრება

კორი და ერიკ რიჩინსები შორიდან საკმაოდ წარმატებულ და შეძლებულ ოჯახად აღიქმებოდნენ.ერიკი საკუთარ ბიზნესს (მშენებლობასთან/უძრავ ქონებასთან დაკავშირებულს) ფლობდა და ოჯახში მთავარი, სტაბილური შემოსავლის შემომტანი იყო.

კორი რიჩინსი ასევე უძრავი ქონების სფეროში მუშაობდა, მაგრამ ცალკე პროექტებით — ყიდულობდა სახლებს, არემონტებდა და შემდეგ ყიდდა

ერიკის ბიზნესი წარმატებული იყოს და ოჯახს კარგი შემოსავალი ჰქონდა, ასევე რამდენიმე უძრავი ქონება.

კორიც ცდილობდა საკუთარი ბიზნესის განვითარებას. ის აქტიურად ყიდულობდა სახლებს, არემონტებდა და შემდეგ უფრო ძვირად ყიდდა. თუმცა ეს საქმიანობა ყოველთვის დიდ ფინანსურ რისკებთან არის დაკავშირებული — საჭიროა დიდი ინვესტიციები, სესხები და მუდმივი ფულადი ნაკადი.

გამოძიების დროს გაირკვა, რომ კორის ბიზნესს სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მისი პროექტები ხშირად არ ამართლებდა მოლოდინებს, გაყიდვები ჭიანურდებოდა, ხოლო სესხები გროვდებოდა. საბოლოოდ, მისი ვალი დაახლოებით 4.5 მილიონ დოლარამდე ავიდა და მას 20-ზე მეტი კრედიტორი ჰყავდა.

owl-wide-1200-7bff4821b995c6b6443318b51b5d5931-1776953963.jpg
კორი სასამართლო პროცესზე

რატომ არ შეეძლო მარტივად განქორწინება

მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მათი საქორწიო ხელშეკრულება. დოკუმენტის მიხედვით, განქორწინების შემთხვევაში კორი ვერ მიიღებდა ერიკის ბიზნესიდან ან ქონებიდან მნიშვნელოვან წილს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ქორწინების დასრულებისას ფინანსურად ბევრად სუსტ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

ამავე დროს, ერიკმა სიკვდილის წინ შეცვალა ანდერძი და დაზღვევის ბენეფიციარიც — ცოლი იქიდან ამოიღო. ეს კიდევ უფრო ართულებდა კორის ფინანსურ პერსპექტივას.ქმრის სიკვდილის შემთხვევაში კი ის იღებდა კონტროლს მის ქონებაზე.

ამავე დროს გაირკვა, რომ მას საიდუმლო რომანი ჰქონდა სხვა მამაკაცთან, რომელთანაც მომავალს გეგმავდა.

გამომძიებლებმა ტელეფონში საეჭვო ძიებები, წაშლილი მონაცემები და პირადი მიმოწერა აღმოაჩინეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა ასევე ყოფილი დამლაგებლის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ კორისთვის ფენტანილი მოიპოვა.

owl-wide-1200-3d28c1e34f490a82467d52e18ffd02a9-1776953370.jpg
დამლაგებელი

„მწერალი ქვრივი“ და დაკავება

2023 წელს კორიმ შვილებისთვის წიგნი გამოსცა მამის დაკარგვაზე და ინტერვიუებშიც საუბრობდა მწუხარებაზე.

თუმცა მალევე დააკავეს და მკვლელობისა და თაღლითობისთვის ბრალდებები წაუყენეს.

2026 წლის მარტში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ცნეს კორი რიჩინსი დამნაშავედ.

სასამართლო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი დეტალი სწორედ კორი რიჩინსის ქცევა იყო — ბევრი აღნიშნა, რომ "ქანდაკებასავით იჯდა".

მთელი პროცესის განმავლობაში კორი ძალიან მშვიდი და თავშეკავებული იყო. ის იშვიათად გამოხატავდა ემოციებს — არ ტიროდა, არ რეაგირებდა თითქმის არაფერზე და ხშირად უბრალოდ მშვიდად, თითქმის უძრავად იჯდა.

owl-wide-1200-60611206998b248aef22358faefcb25e-1776953928.jpg
კორი სასამართლო პროცესზე

ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა აღნიშნა, რომ ვერდიქტის გამოცხადების დროსაც კი მას არ ეტყობოდა არც შოკი, არც შვება, არც ტკივილი

როდესაც სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო, ბევრი ძლიერ რეაქციას — ტირილს, ნერვიულობას ან პროტესტს ელოდა. თუმცა კორის კონტროლი არ დაუკარგია და გამომეტყველებაც არ შეცვლია.

სასჯელი ჯერ გამოცხადებული არ არის, თუმცა ფიქრობენ, რომ მინიმუმ, 25 წლით ან მეტი ვადით ჩასვამენ.

იმის გამო, რომ დანაშაული იუტას შტატში მოხდა, სადაც სასიკვდილო განაჩენი არ არსებობს, კორის მხოლოდ ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.