პროფესიონალი მოკრივე, ელენა სიყმაშვილი, გადაცემაში "დღის პოსტი" ემიგრაციის პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ ქალების ქვეყნიდან წასვლას, რომლებსაც ჯანმრთელი მეუღლეები ჰყავთ, არ ეთანხმება:
- მე ძალიან არ მესმის იმ კაცების კატეგორიის, 50-60 წლის ხალხს რომ ევროპაში სამუშაოდ უშვებენ. ან თუნდაც ახალგაზრდას... ჩემთვის სირცხვილია. ეს ქალბატონები იქ მუშაობენ, შრომობენ. მამაკაცები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აქ "ყრიან". სადღეგრძელოებში ვაჟკაცობაზე, ქალებზე, ქვეყანაზე საუბრობენ. რომელ ვაჟკაცობასა და ქალის სადღეგრძელოზეა საუბარი?! ოჯახიდან ქალს რომ გაუშვებ ქვეყნის გარეთ, ის შენი აღარ არის. მაგაზე პრეტენზია საერთოდ აღარ უნდა გქონდეს. მე იმ შემთხვევაში გავამართლებ წასულ ქალბატონს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქმარი, შვილი ჰყავს და იძულებულია, რომ წავიდეს. არ მგონია, რომელიმე ქალბატონს მოსწონდეს, ოჯახი, შვილები დატოვოს. აქ ქმარზე აღარაა საუბარი. შვილებზეა ორიენტირებული და იძულებულია, ქმარს რომ ხედავს, უქნარააა, დგება და მიდის. მე როდესაც ევროპაში ვმოგზაურობ, ვხედავ იქ მოხუცი ხალხი როგორ ვარჯიშობს, ველოსიპედით დარბიან... ჩვენთან ქალბატონებს ეს ყველაფერი არ აქვთ. ვხედავ, როგორ შრომობს მიწაზე მოხრილი, პროდუქტს ჰყიდის. რატომ უნდა იყოს ასე? რატომ უნდა მიდიოდნენ ჩვენი ქვეყნიდან ქალბატონები და კაცი რატომ უნდა იჯდეს აქ?! მერე ლანძღავენ ამ ქალბატონებს, წავიდა და იქ ვიღაც ნახაო. არ იცი, რომ ვიღაცას ნახავს? არც უნდა გაამტყუნო? ყურადღება, სითბო და მზრუნველობა აკლია... შენ იმ სიტუაციას ქმნი, რომ ავდგე და ქვეყნიდან წავიდე, შენ ჩემთვის აღარაფერი ხარ. პრეტენზიაც არ უნდა გქონდეს. ქალი რომ ოჯახიდან გავა და ქვეყნის გარეთ წავა, შენ ჩუმად უნდა იყო. უბრალოდ, არაფერი აღარ ხარ მისთვის.
შეიძლება, ჩემი საუბარი არავის მოეწონოს. იმ ქალების კატეგორიასაც, რომლებიც წასულები არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში მიხვდებიან, რომ მართალს ვლაპარაკობ. კაცი თუ იმ სიტუაციას შემიქმნის, რომ ავდგე და წავიდე, ის აღარ არის ჩემთვის არაფერი. ადექი და თავად წადი... მე რატომ უნდა შემიქმნა ის სიტუაცია, რომ ოჯახი, შვილები დავტოვო.