10-დან 10 შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემა მხოლოდ კარგი ზოგადი განათლების მქონე ადამიანებს შეუძლიათ - ტესტი - მშობლები

10-დან 10 შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემა მხოლოდ კარგი ზოგადი განათლების მქონე ადამიანებს შეუძლიათ - ტესტი

2026-04-24 12:26:33+04:00

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყოველ ნაბიჯზე წარმოუდგენელი საოცრებები გველოდება. ხანდახან, ერთი შეხედვით, ჩვეული ფაქტებიც კი შეიძლება, იმდენად უცნაური და დაუჯერებელი აღმოჩნდეს, რომ ყველაზე გონიერ ადამიანებშიც გულწრფელი აღფრთოვანება და გაოცება გამოიწვიოს. კარგი ზოგადი განათლება კი გვეხმარება, მოვლენებს უფრო სიღრმისეულად შევხედოთ და დავინახოთ ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ.

დღეს სხვადასხვა სფეროდან 10 შეკითხვას გაგიზიარებთ, რომლებიც თქვენს ზოგად განათლებას, მეხსიერებასა და ინტელექტის დონეს შეამოწმებს:

1. რომელი კანონის თანახმად მიიზიდება ერთი დამუხტული სხეული მეორისკენ?

  • აინშტაინის კანონით
  • კულონის კანონით
  • ნიუტონის კანონით
  • არქიმედეს კანონით

2. ამ ნივთიერებებიდან რომელია საკვებად ვარგისი?

  • H2SO4
  • HCl
  • NaHCO3
  • H2O2

3. რომელი ოკეანეები აკრავს აფრიკის კონტინენტს?

  • წყნარი და ატლანტის
  • ჩრდილოეთის ყინულოვანი და სამხრეთის
  • წყნარი და ინდოეთის
  • ატლანტის და ინდოეთის

4. პირველი ცხოველები, რომლებიც კოსმოსში გაუშვეს და იქიდან უვნებლად დაბრუნდნენ დედამიწაზე, იყვნენ:

  • ძაღლები
  • ცხვარი და მამალი
  • ვირთხები
  • ზებრა

5. რომელი ცხოველი ცოცხლობს 100 წელზე მეტს?

  • თეთრი დათვი
  • ვირთხა
  • თუთიყუში
  • გიგანტური კუ

6. რას ნიშნავს გამოთქმა "ავგიას თვალები"?

  • ხმაურიან ნადიმს
  • უწესრიგობას
  • კამათს

7. ამ ნაწარმოებებიდან რომელი ეკუთვნის ვირჯინია ვულფს?

  • "მისის დოლოვეი"
  • "გონიერების არგუმენტები"
  • "ქარწაღებულნი"

8. ვინ არის ნახატის "ყვითელი სახლი" ავტორი?

qviteli-saxli-1777023051.jpg

  • კლოდ მონე
  • პოლ გოგენი
  • ედუარ მანე
  • ვინსენტ ვან გოგი

9. როგორ უწოდებენ ხოლმე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობას, ერთობლივ მუშაობას?

  • აბსტინენციას
  • დეპრივაციას
  • კოლაბორაციას

10. რომელ პლანეტას უწოდებენ "ცისკრის ვარსკვლავს"?

  • იუპიტერს
  • ნეპტუნს
  • ვენერას

testi-2-1777019487.jpg

სწორი პასუხები:

  1. კულონის კანონით
  2. NaHCO3 - ეს ყველასთვის ნაცნობი საკვები სოდაა, რომელიც ცომის გაფხვიერებაში გვეხმარება და ხილს პესტიციდებისგან ასუფთავებს.
  3. აფრიკას დასავლეთიდან ატლანტის ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან ინდოეთის ოკეანე აკრავს
  4. ადამიანის კოსმოსურ ფრენამდე, ცხოველებს კოსმოსში უშვებდნენ ორბიტალური და სუბორბიტალური ფრენების ბიოლოგიური ზემოქმედების შესასწავლად ცოცხალ ორგანიზმებზე, მათ შორის მაიმუნებს, ძაღლებს, კატებს. პირველი ძაღლი, რომელიც გაუშვეს, ლაიკა, 1957 წელს, მალევე დაიღუპა. ხოლო პირველი ცხოველები, რომლებმაც დაასრულეს ორბიტალური კოსმოსური ფრენა და უვნებლად დაბრუნდნენ დედამიწაზე, იყვნენ ძაღლები - ბელკა და სტრელკა. ისინი 1960 წლის 19 აგვისტოს გაუშვეს სსრკ-დან კოსმოსში. სწორედ ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ცოცხალი ორგანიზმი კოსმოსს გადაურჩა.

  5. გიგანტური კუ - ისინი ხერხემლიან ცხოველებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დღეგრძელ არსებებად ითვლებიან. ერთ-ერთი მათგანის სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდი მთელ 177 წელს შეადგენს!
  6. ავგია - ძველბერძნულ მითოლოგიაში ეპეოსთა ტომის მეფე იყო. მას უზარმაზარი თავლები ჰქონდა, საიდანაც ნაკელი წლების განმავლობაში არ გაჰქონდათ. ჰერკულესმა კი მათი დასუფთავება სულ რაღაც ერთ დღეში შეძლო. ამგვარად, ფრაზეოლოგიზმი "ავგიას თვალები" უკიდურეს უწესრიგობას ან მიშვებულობას ნიშნავს.
  7. "მისის დოლოვეი" ინგლისელი მწერლის, ვირჯინია ვულფის რომანია, რომელიც 1925 წელს გამოიცა. ნაწარმოები მოგვითხრობს მაღალი საზოგადოების ქალბატონის, კლარისა დოლოვეის ცხოვრების ერთ დღეზე და იმ იარებზე, რომლებიც პირველმა მსოფლიო ომმა ბრიტანეთის საშუალო ფენას მიაყენა.
  8. "ყვითელი სახლი" ნიდერლანდელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნამუშევარია. იგი მხატვარმა 1888 წლის სექტემბერში შექმნა. ეს იყო პირველი ნახატი, რომელიც ვან გოგმა არლში, საკუთარ გალერეაში შექმნა. ამჟამად ტილო ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში ინახება.
  9. კოლაბორაციას.
  10. ვენერა - მზიდან მეორე პლანეტაა. საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ, ან დილით მზის ამოსვლამდე, მისი დანახვა დედამიწის ზედაპირიდან შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას "ცისკრის ვარსკვლავს".