ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ შექმნილმა სტარტაპმა Bio Shieldსაერთაშორისო სტარტაპ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტმა George Washington University-ის ყოველწლიურ სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა, ასევე გახდა Global Impact Prize-ის გამარჯვებული და ჯამში მიიღო 15,000 აშშ დოლარის პრიზი.კონკურსი ყოველწლიურად ორგანიზებულია George Washington University-ის მიერ და მოიცავს 6 კატეგორიას: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები, ბიზნეს პროდუქტები და სერვისები, სოციალური ინოვაცია, ჯანდაცვა, კვების ინოვაცია და კვლევითი მიმართულება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ კატეგორიაში, რომელიც შემუშავებულია GW ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისისა და GW Global Food Institute-ის პარტნიორობით და მიზნად ისახავს იმ სტარტაპების მხარდაჭერას, რომლებიც ინოვაციური გადაწყვეტებით სურსათის უვნებლობას, კვებით ღირებულებასა და მდგრადობას აუმჯობესებენ. კონკურსი ფოკუსირებულია საკვებისა და სასმლის წარმოების, შენახვის, დისტრიბუციისა და უტილიზაციის პროცესების სრულ ტრანსფორმაციაზე.წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებით დიდი მასშტაბით გამოირჩეოდა - პირველ ეტაპზე წარდგენილი იყო 215 სტარტაპის განაცხადი, მონაწილეობდა 26 უნივერსიტეტი 11 ქვეყნიდან, ხოლო ფინალურ ეტაპზე თით მიმართულებით მხოლოდ 5 საუკეთესო გუნდი გადავიდა.
გამარჯვებული სტარტაპი Bio Shield წარმოადგენს ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელიც მეღვინეობის აგრო-ნარჩენებს გარდაქმნის ხილისა და ბოსტნეულისთვის განკუთვნილ ბუნებრივ ბიო-დამცავ გარსად. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ნივთიერება პროდუქტის შენახვის ვადას 300%-მდე ზრდის და წარმოადგენს ერთჯერადი პლასტმასისა და ქიმიური კონსერვანტების ეკოლოგიურ ალტერნატივას. პროექტის ავტორია BTU-ს სტუდენტი შალვა იაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ნახევარფინალში და ფინალში BTU-ს კიდევ ორი სტარტაპი მონაწილეობდა:
AgroBridge — ციფრული პლატფორმა, რომელიც ფერმერებს აკავშირებს ბიზნესებთან და ამარტივებს ლოგისტიკასა და ფასების მართვას;
ResQfood — პლატფორმა, რომელიც საკვების დანაკარგის შემცირებას ისახავს მიზნად და ჭარბ პროდუქციას მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფორმატში სთავაზობს.
R