ცნობილმა მოცეკვავემ სალომე ჭაჭუამ, რომელიც პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო ფართო საზოგადოებამ, ბოლო წლებში კი სხვა ქვეყნებში მონაწილეობდა წარმატებით ამავე პროექტში, მოულოდნელად ამცნო გამომწერებს, რომ დედა გახდა.
"ჩემი სანდრო... მადლობა, უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის..." - წერს სალომე და ფოტოებს აქვეყნებს.





ბავშვის მამის ვინაობას არ აკონკრეტებს და ბოლო დროს არც ყოფილა რაიმე ინფორმაცია გავრცელებული მის შესაძლო შეყვარებულზე.
საზოგადოება გაცილებით ინფორმირებულია მის წინა ურთიერთობებზე.

შემდეგ, პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიცნეს ერთმანეთი სალომემ და მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ. მათი რომანი ქორწინებითაც დაგვირგვინდა, თუმცა ცოლ-ქმარი მალე დაშორდა ერთმანეთს.

განქორწინების შემდეგ გიორგი ვარდოსანიძემ ინტერვიუში აღიარა, რომ დეპრესია ჰქონდა:
"ამ სიტყვის არასოდეს მჯეროდა. მეგონა, თითიდან გამოწოვილი ამბავი იყო და ასეთ დროს საკუთარ თავს ძალით უქმნიდნენ სადარდებელს, მაგრამ ასე არ ყოფილა. მე მართლაც გამოვიარე მძიმე მომენტები, რამაც გამზარდა და რაღაცეები გადამაფასებინა. ამ ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება - მინდა, ეს სიტყვები ამოვისვირინგო. ეს რომ, გავიაზრე, დავლაგდი და ყოველი დღის გათენება მიხარია.
...ის პერიოდი ძალიან ცუდად, მძიმედ, რთულად გადავიტანე. ვისაც თავში ჭკუა აქვს, ოჯახის დანგრევას კარგად ვინ გადაიტანს? დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ ვიყავი ცუდად და სალომეც ასე იყო. მიხარია, რომ ახლა ყველაფერი ლაგდება. დ
სალომეს ძალიან ვაფასებ, ვთვლი, რომ ბევრს მიაღწევს. როგორც ვიცი, თავისი გეგმების განხორციელებაშია. ჩვენ მტრები არ ვართ და ვერც ვერასოდეს ვიქნებით. ყოველდღე - არა, მაგრამ ათასში ერთხელ ვკითხულობთ ერთმანეთს, ხომ ვართ კარგად და რამე ხომ არ გვჭირდება. სალომე ამ ცხოვრებაში, ყველაზე მეტად ცეკვაზე გიჟდება და ვიცი, რომ რაღაც წარმატებებს აღწევს. ერთი არ მიაღწიოს და შუაზე გადავწიწკნი! ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. სულ ამბობდა, მინდა მსოფლიოს 50 საუკეთესო წყვილს შორის შევიდეო და, სალომე, თუ ახლა ამ ინტერვიუს კითხულობ, გეუბნები, 50 წყვილს შორის კი არა, პირველი უნდა იყო, ამის პოტენციალი გაქვს".
...ახლა კი სალომე ჭაჭუამ ეს დიდი ბედნიერება ამცნო საზოგადოებას და პატარა სანდროც წარადგინა. სავარაუდოდ, ბავშვის მამასაც მალე წარადგენს.