"იშვიათი შარდვა... სიცივეში მოშიშვლებული წელისა და მუცლის არე... სხეულის ამ ნაწილების მუდმივი გადაციება თიკრმელებთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს..." - ცისტიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზები - მშობლები

"იშვიათი შარდვა... სიცივეში მოშიშვლებული წელისა და მუცლის არე... სხეულის ამ ნაწილების მუდმივი გადაციება თიკრმელებთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს..." - ცისტიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზები

2026-04-24 23:44:07+04:00

თუ სიცივე ცისტიტის უშუალოდ გამომწვევ მიზეზს არ მიეკუთვნება, მაშინ რომელი ფაქტორებია მისი გამწვავების მაპროვოცირებელი? - გვესაუბრება ექიმი მაია ღონღაძე:

- ამგვარ ფაქტორებს მიეკუთვნება ზოგიერთი ახალგაზრდა ქალის ჩაცმის სტილი, სიცივეში მოშიშვლებული წელისა და მუცლის არე. სხეულის ამ ნაწილების მუდმივი გადაციება კი თიკრმელებთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს, რომლის ნეგატიურ შედეგებსაც საკმაოდ დიდი ხნის, ზოგჯერ კი მთელი ცხოვრების მანძილზეც იმკიან.

აღსანიშნავია მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა სისხლძარღვებში სისხლის ქრონიკული შეგუბება. შვებულებების, პიკნიკებისა და ექსკურსიების დრო ჩავლილია, შემოდგომით წვიმიან და ქარიან ამინდში სეირნობაც დიდად აღარ გვხიბლავს, დაგროვილი უამრავი საქმის კეთებისას მთელი დღე თითქმის გაუნძრევლად გვიწევს სამსახურებში ყოფნა, რაც ნეგატიურ კვალს ტოვებს როგორც საზოგადოდ ჯანმრთელობაზე, ისე შარდ-სასქესო სისტემის მდგომარეობზე, რაც ქრონიკული დაავადებების გამწვავებით იჩენს თავს.

ცისტიტის გამწვავების არსებითი მიზეზი არის იშვიათი შარდვაც, სიცივეში რატომღაც ადამიანები თავს არიდებენ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დროულ დაკმაყოფილებას. განაგრძეთ კითხვა

რა არის ცისტიტის მიზეზი ყველაზე ხშირად, როგორ ვრცელდება სოკო და როგორ უნდა დაიცვას ქალმა ზღვაზე თავი ინფექციებისგან - მადონა ჯუღელის რეკომენდაციები
რატომ არის ცისტიტი ყველაზე ხშირი ქალებში, რა იწვევს ამ პრობლემას და რა სიმპტომებით ვლინდება საშარდე გზების ინფექციები - სპეციალისტი განმარტავს
ცისტიტი – სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და პრევენცია