ბოლო პერიოდია, ცნობილი მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი, რომელიც ბევრს სერიალ "ჩცდ"-დან ახსოვს, და ცნობილი მოცეკვავე, ლევან წულაძისა და მანანა კაზაკოვას ქალიშვილი თინა წულაძე ერთად ჩნდებიან საზოგადოებაში. ახალი წყვილი ერთობლივ ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებს და ძალიან ბედნიერები და შეყვარებულები ჩანან.




ბევრისთვის მათი რომანი მოულოდნელი იყო. ორივე მათგანის წინა ურთიერთობები საზოგადოებისთვის ცნობილია.
ბუბა რამდენიმე წელი ასევე ცნობილ მსახიობთან, ნანკა გვარიშვილთან ერთად ცხოვრობდა. წყვილი ქალაქგარეთ, ბევრ ცხოველთან ერთად ცხოვრებაზე ვრცელ ვიდეოინტერვიუშიც საუბრობდა.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს წყვილი, რომელსაც ბევრი გულშემატკივრობდა, მაინც დაიშალა.
თინათინი კი 2021 წელს დაქორწინდა გიორგი კოტეტიშვილზე. წყვილს შვილიც შეეძინა და თინა ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა, როგორ ეხმარებოდა მეუღლე ყველაფერში და მადლიერებას გამოხატავდა მის მიმართ.

თუმცა საბოლოოდ მათი გზებიც გაიყარა.
ბოლო პერიოდში თინა ახალ საქმეში სცადა ძალები - თეატრ სახელოსნოში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ლევან წულაძეა, თინამ სპექტაკლი დადგა და საზოგადოებას რეჟისორისა და ქორეოგრაფის ამპლუაში წარუდგა.
ასევე ახალი საქმიანობა შეითავსა ბუბამ - ამავე თეატრის მსახიობობასთან ერთად, ის "ტელეიმედზე" ტელეწამყვანი გახდა.
ასე რომ, წყვილს როგორც შემოქმედებითი კუთხით, ისე პირად ცხოვრებაშიც რადიკალური სიახლეები აქვს და ცხოვრებაში ახალ დიდ ნაბიჯებს დგამენ.