"ჩემთვის რეზიკო არის ყოვლისშემძლე... რეზიკოზე დგას ყველაფერი... ორივე გაგიჟებული ვართ შვილიშვილებზე... მე ვგრძნობ, რომ რაც თვითონ გაუჩნდათ შვილები, ჩვენს შვილებს უფრო შევუყვარდით..." - თეონა თავართქილაძის გულახდილი ინტერვიუ - მშობლები

"ჩემთვის რეზიკო არის ყოვლისშემძლე... რეზიკოზე დგას ყველაფერი... ორივე გაგიჟებული ვართ შვილიშვილებზე... მე ვგრძნობ, რომ რაც თვითონ გაუჩნდათ შვილები, ჩვენს შვილებს უფრო შევუყვარდით..." - თეონა თავართქილაძის გულახდილი ინტერვიუ

2026-04-26 00:37:41+04:00

ჩვენ - ქეთო ანთიძის პოდკასტის სტუმარი იყო დიზაინერი თეონა თავართქილაძე. ისაუბრა თავის დიდ გამოცდილებაზე, დიზაინერობაზე ბნელ 90-იანებში, სტილზე, თავის მოვლაზე, დედობაზე, ბებიობაზე და არველაძეების დიდ და მეგობრულ ოჯახზე:

პარიზში სასწავლებლად, მაკა ასათიანთან ერთად

- ეგ დრო რომ გავიხსენო, თან იყო ზღაპარი და თან ბევრ სირთულესთან დაკავშირებული. ზღაპარი რატომაც იყო, ალბათ ისედაც გასაგებია, 18 წლის ასაკში აღმოვჩნდით იმ სილამაზეში, რასაც ჰქვია პარიზი და თან იმ სფეროში, რაც იმ წუთას ძალიან გვაინტერესებდა. მაგრამ რთული იყო, იმიტომ რომ დავრჩით ცხოვრებასთან პირისპირ მარტოები. თან ბებიებში გავიზარდეთ ორივე და მარტო ცხოვრებისთვის სრულიად გამოუცდელები ვიყავით. შენ თვითონ რომ უნდა აკეთო ყველაფერი - საჭმელი მოიმზადო, გარეცხო, ძალიან გამოუცდელები ვიყავით. თან ახალ ქალაქში, ახალ ქვეყანაში, ახალ გარემოში, პატარები მაგისთვის... დღევანდელი 18 წლის გოგოები კიდევ უფრო სხვანაირად ფიქრობენ, აზროვნებენ და სხვანაირად დიდები არიან. მე მგონი, ჩვენ მაშინ ძაან პატარები ვიყავით...
თან 90-იანები... ეს იყო პერიოდი, როდესაც ორ დღეში ერთხელ ვიგებდით რომელიმე ჩვენი მეგობრის გარდაცვალებას და შორიდან ეს კიდევ უფრო რთული გადასატანი იყო. ჩვენ არ მოვწყვეტილვართ საქართველოს და თბილისს. საქართველოს ახასიათებს ეგ, რომ ვერ მოწყდები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბნელოდა და პარიზი ძაან განათებული იყო, მაინც ყველა არდადეგებზე თბილისში მოვდიოდით, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდათ ჩვენს მშობლებს, რომ ჩამოვსულიყავით... მაინც ბნელ თბილისში გვიხაროდა ყოფნა.
maka-1777194760.jpegteona4-1777194760.jpg

თავის მოვლა და ასაკი

თავის მოვლა, უკავშირდება უფრო ჰიგიენას, რომ კანი უნდა იყოს სუფთა, დაბანილი სპეციალური საშუალებით. მერე ph ბალანსი რომ აღდგეს და კანი არ გამოშრეს - დამატენიანებელი. და მზისგან დამცავი. ეს არის სამი პროდუქტი, რომელიც უნდა ჰქონდეს დაახლოებით 15 წლიდან მაინც ქალს და უკვე შემდეგი პროდუქტები რაც ემატება, უკვე ასაკთან ერთად.
ასაკის მატებას ვგრძნობ ბევრ რამეში, მაგრამ ამ ასაკის მატებას იმდენი რაღაც ახალი, თავისი გასაგიჟებელი რაღაცები აქვს. თუნდაც ბავშვები, პატარები, სეთი ახალი სიყვარულები ჩნდება, რომ ერთადერთი, რისიც გეშინია, ეს ყველაფერი მალე არ მორჩეს და როგორც ახლა ვარ ამ ბავშვებთან, თუნდაც ბებიის როლში, ამის ენერგია და თავი კიდევ დიდხანს მქონდეს.

ბებიობა

ეს არის რაღაც შიზოფრენიასთან მიახლოებული სიგიჟე. ეს შეგრძნება ყოვლად მოულოდნელია. ხომ გაგიგია, იცი რაღაც, სხვებს უყურებ, მაგრამ დაუჯერებელი გრძნობაა,ხვდები, რომ შენი შვილის შვილი რომაა, იმიტომ მარტო კი არ გიყვარს შვილიშვილიც, არავითარ შემთხვევაში, პერსონალურად ის გიყვარს რაღაც დაუჯერებელი სიყვარულით...
teon2-1777194759.jpg
რეზი ისეთი მამაა, ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ ასეთივე ბაბუაც იქნებოდა. პატარა რეზი ჯერ პატარაა, თვეების არის.
654415817-10240600351537079-35444575011493290-n-1773846772.jpg
და სოფია, რომელიც ორი წლის არის, თვითონ ისეთ სიყვარულს გაჩვენებს და აჩვენებს რეზიკოს, რომ ჭკუიდან ჰყავს გადაყვანილი. აბუს ეძახის, ბაბუს არა. აბუს და ხან - აბუკუნა და აბუსკინო და ნუ რაღაც ფორმებს უძებნის და ისე... რომ ურეკავს და ამას ეუბნება, რა უნდა ხდებოდეს...
teona72-1777194760.png
ეს ბავშვები რომ გაჩნდნენ, ორივე ძაან ჰგავს ჩემს შვილებს პატარობისას. ვეუბნებოდი იმ დღეს ვატოს, რომ ისე მენატრებიან, პატარები რომ იყვნენ, იმ დროში...
teona-1777194760.png
ვფიქრობ, მეგობრული დედა ვიყავი, თუმცა თვითონ მახსენებენ, შენ რასაც ჩვენ სწავლაზე გვიშვებოდიო. მე ასე მძაფრად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ სხვა გზა არ მქონდა, რომ მაგ კუთხით მკაცრი ვყოფილიყავი... მე მგონი ამეტებენ. დღეს ძალიან ვმეგობრობთ და ეს მეგობრობა ყველანაირად სასარგებლოა ჩემი აზრით, იმიტომ, რომ როცა შვილს აქვს იმის საშუალება, რომ გაგიზიაროს თავისუფლად ყველაფერი, მისი ცხოვრების წესი, შენც გაქვს საშუალება, რომ დაიცვა თუნდაც რაღაცებისგან და სწორი რჩევები და მიმართულება მისცე... და ეს მათთვის არ მითქვამს, ახლა ალბათ აქედან გაიგებენ, რომ მე ასე ვგრძნობ, რაც თვითონ გაუჩნდათ შვილები, მგონია, რომ უფრო შევუყვარდით.
arveladze-1776666907-1777196420.jpg
შვილები და რძლები

რეზი

არ დაიჯერებთ ალბათ, მაგრამ არ მახსოვს, როგორ გადაიზარდა ჩვენი მეგობრობა სიყვარულში.
teona8-1777194760.jpg
ბავშვობაში რაღაც დიდი წრე გვქონდა და ყველა ვმეგობრობდით, ბიჭები, გოგოები და ამ მეგობრობას ამყარებდა ის, რომ ყველგან დავდიოდით დასასვენებლად ერთად. ეს ძირითადად იყო წყნეთი და ბაკურიანი. იქაც დავდიოდით ერთად და გამოდიოდა, რომ არდადეგებს სულ ერთად ვატარებდით და თბილისშიც ერთმანეთთან სახლებში დავდიოდით, მაშინ რა წასასვლელი იყო სხვა? ამიტომ მართლა არც ის მახსოვს, როგორ გავიცანი, სულ ვიცნობდი. ბავშვობაში რეზიკოს ჯერ ერთი ჩემი მეგობარი უყვარდა, მერე - მეორე, ამიტომ არასდროს არ ყოფილა მეგობრობის გარდა არაფერი ბევრი წელი და მერე რა მოხდა, არ ვიცი. რაღაცნაირად ასე მოხდა...
შოთი და აჩი არიან ჩემი ასაკის, რეზი ჩვენზე ოთხი წლით უფროსია. მაგრამ მაინც რატომღაც მაშინ გოგოებსცოტა უფრო დიდ ბიჭებთან მეგობრობა მოსწონდათ, ამიტომ ტყუპები ჩვენთვის პატარებად მიიჩნეოდნენ და უფრო რეზისთან და მის მეგობრებთან ვმეგობრობდით.
ერთხელ მახსოვს, ავად იყო და ბოტკინი დაემართა. რაღაცა ნაჩხუბრებივით ვიყავით და მითხრა, მოდიო სანახავად და თან შუქნიშანი უნდა განახოო. რეზიკოს რაღაცნაირ, მოზომილ და სხვანაირ იუმორს კიდევ რაღაცნაირად უჭირავს ყველანაირად ჩვენს ოჯახში ურთიერთობა... დამაინტერესა, რა არის შუქნიშანი, რომელიც სახლში უნდა მანახოს, ავად არის, წევს... მივედი და გამოდის - აცვია მწვანე შორტი, აქვს ძაან წითელი თმა და სახე და ტანი ყვითელი ბოტკინისგან. თურმე ეს იყო შუქნიშანი...
რაც არ უნდა, ჩხუბამდე, არ ვიცი, არ მივსულვართ იმიტომ, რომ ეს ძაან გვეხმარება, მისი ხასიათი...
32 წელია ერთად ვართ...თავიდან ადამიანი რომ გიყვარს, ყველაფერი მოგწონს, მერე უკვე თანაცხოვრებას რომ იწყებ, რაღაცების შემჩნევას იწყებ, რასაც მაშინ ვერ ამჩნევდი, მაგრამ მერე უკვე ეს ეტაპიც რომ გადაივლის, მერე უახლოვდება უპირობო სიყვარულს. ანუ თავიდან თუ არის პირობა, რომ ადამიანს ირჩევ რაღაცების გამო,რაღაც პირობებია იმისთვის, რომ აარჩიო, მერე უკვე ეგ პირობები აღარ არსებობს და აი უპირობოდ გიყვარს... ჩემთვის რეზიკო არის ყოვლისშემძლე და არის თუ არ არის, მე რომ ასე ვფიქრობ, რომ არის, ეს უკვე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შენ ეგ შეგრძნება გქონდეს, რომ ასეთი ადამიანი გყავს და მაინც რეზიკოზე დგას ყველაფერი. მერე ამ ყველაფერს ამაგრებენ და ამყარებენ ბავშვები, მათი ბავშვები, საერთო ოჯახები, მეგობრები და ყველაფერი, რისგანაც შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება.

არველაძეები

...ნამდვილები არიან, მე ასე მგონია. უტრირებულად ნათქვამი არ გამომივიდეს, მაგრამსულ დადებითია მათ ირგვლივ და მხოლოდ სიყვარულს ამჟღავნებენ თუნდაც უცნობი ადამიანებიც და მგონია, იმიტომ, რომ ნამდვილები არიან და ნამდვილი ყოველთვის ლამაზია, კარგია... და ამ ყველაფრის თავი და თავი არიან კიჭა და თამრიკო, რომლებიც არიან მართლა საოცარი ადამიანები. რა ვიცი, არ მეყოფა ალბათ სიტყვები, რომ დავახასიათო და თვითონ ეს ბიჭები მე ყველანაირები მინახავს. ისეთებიც მინახავს, რომლებიც წაგებული მატჩის მერე სამი დღე ხმას არ იღებენ, ოთახიდან არ გამოდიან, და - მხიარულებიც. რა თქმა უნდა...
arveladzeebi-58335-1777196421.webp
ჩვენი ყველაზე საყვარელი პერიოდი არის ზაფხულის სადღაც შუაში, როდესაც ყველა ვიკრიბებით ჩვენ სახლში ბუკნარში, ზღვაზე. იმდენი ვართ, რომ ყველას შეკრება რთულია ხოლმე და აი, ეს არის ის დრო და ის ადგილი, სადაც ვართ ყველა - კიჭა და თამრიკო, ჩვენ ყველა, ჩვენი ბავშვები და თან არის იმის საშუალება, რომ ყველას თავისი სტუმარი ჰყავდეს. 13 საძინებელია, რომელშიც, რა თქმა უნდა, ვერ ვეტევით ხოლმე და ვიღაცას აივანზე ძინავს, ყველა ოთახიდან დილას რომ ახალი ადამიანები გამოდიან, არ გვბეზრდება არასდროს ერთად ყოფნა და იქ არის ყველაზე ლაღი ეს ოჯახ. ეს არის რაღაცა აუცილებლობა, რომ რანაირი ზაფხულიც არ უნდა იყოს, უნდა შევიკრიბოთ. ერთი ზაფხული მახსოვს, როდესაც შოთი ვერ ჩამოვიდა და იმასაც ახსოვს ეს ზაფხული, რომ ვერ ჩამოვიდა იმიტომ, რომ ეს შეკრება აუცილებლად უნდა მოხდეს ზაფხულში და ყველაზე დიდი ბედნიერებაა ხოლმე.
ძმები არველაძეების ცეკვა დედასთან ერთად - კადრები თეონა თავართქილაძის მხიარული დაბადების დღიდან
პატრიარქის უკანასკნელი ნათლული რეზი არველაძე - ქეთი წიქვაძე მესამე შვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც პატრიარქმა მონათლა