რა ხდება, როცა ბავშვი არც ერთ მშობელს არ ჰგავს ან და-ძმანი არ ჰგვანან ერთმანეთს - რა უნდა იცოდეთ გენეტიკაზე, რომ ეჭვებმა არ დაგტანჯოთ - მშობლები

რა ხდება, როცა ბავშვი არც ერთ მშობელს არ ჰგავს ან და-ძმანი არ ჰგვანან ერთმანეთს - რა უნდა იცოდეთ გენეტიკაზე, რომ ეჭვებმა არ დაგტანჯოთ

2026-04-26 10:38:39+04:00

როდესაც ოჯახში ახალშობილი ჩნდება, ახლობლები პირველ რიგში ცდილობენ გაარკვიონ, ვის უფრო ჰგავს ბავშვი — ვისგან გამოჰყვა თვალის ფერი, ვისი ცხვირის ფორმა აქვს, იქნება თუ არა მამასავით მაღალი თუ დედას დაემსგავსება? ხშირად ხდება ისე, რომ ბავშვი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ბებია-ბაბუას, მშობლებთან მსგავსება კი თითქმის არ ჩანს. თუმცა გენეტიკის თვალსაზრისით ეს სრულიად ნორმალურია.

ადამიანის გარეგნობა დიდწილად გენებზეა დამოკიდებული — სწორედ მათშია „კოდირებული“ თვალის, თმისა და კანის ფერი, სახის ფორმა. სიმაღლე და სხეულის აგებულებაც ნაწილობრივ მემკვიდრეობითია. მაგრამ ბავშვები არ არიან მშობლების ზუსტი ასლები, რადგან ისინი უნიკალურ გენეტიკურ კომბინაციას იღებენ არა მხოლოდ დედისა და მამისგან, არამედ ბებია-ბაბუისა და უფრო შორეული წინაპრებისგანაც.

ფაქტი 1: გენები — შემთხვევითი „ინგრედიენტების“ კოქტეილია

ემბრიონის განვითარების პროცესში გენეტიკური რეკომბინაცია უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც გენების „არევა“ ეწოდება . განაყოფიერებისას კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის ქრომოსომები ერთმანეთში დნმ-ის მონაკვეთებს ცვლიან — გენეტიკური ინფორმაცია თითქოს კოქტეილივით ერევა. შედეგად ყალიბდება ახალი ორგანიზმი უნიკალური გენების კომბინაციით, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მშობლებისგან.

ეს ხსნის იმასაც, რატომ შეიძლება ძმები და დებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდნენ. არცთუ იშვიათად ბავშვი ძალიან ჰგავს ბაბუას ან კიდევ უფრო შორეულ წინაპარს, მაშინ როცა მშობლებთან მსგავსება თითქმის არ ჩანს.

ფაქტი 2: მუქთვალებიან მშობლებს შეიძლება ცისფერთვალება ბავშვი ჰყავდეთ

გარეგნული ნიშნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დომინანტური და რეცესიული ნიშნები. დომინანტური ნიშნები უფრო ხშირად და აშკარად ვლინდება — მაგალითად, მუქი თვალები, ღიმილისას ლოყაზე ჩაღრმავება, ჭორფლები ან ხვეული თმა. თუ ასეთი ნიშანი ერთ-ერთ მშობელს აქვს, დიდი შანსია, რომ ბავშვმაც მიიღოს.

რეცესიული ნიშნები კი შეიძლება თაობების განმავლობაში „დამალული“ იყოს და შემდეგ მოულოდნელად გამოვლინდეს. მაგალითად, თუ ბებიას ცისფერი თვალები ჰქონდა, ხოლო მშობლებს — მუქი, მაინც არსებობს ალბათობა, რომ ბავშვი ცისფერთვალება დაიბადოს, თუ ორივე მშობელი ამ გენს ატარებს.

გარდა ამისა, ბევრი თვისება — სიმაღლე, კანის ფერი, სახის ფორმა ერთ გენს კი არა, გენების მთელ კომპლექსს უკავშირდება. ამას პოლიგენური მემკვიდრეობა ეწოდება. შედეგად ბავშვმა შეიძლება ისეთი კომბინაცია მიიღოს, რომ ძალიან დაემსგავსოს ბებია-ბაბუას — თითქოს „გამოტოვებული თაობის“ ეფექტი შეიქმნას.

ფაქტი 3: იდენტური ტყუპებიც შეიძლება განსხვავდებოდნენ

გენების აქტივობის მექანიზმებს სწავლობს ეპიგენეტიკა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი და იგივე გენები სხვადასხვა პირობებში შეიძლება სხვადასხვაგვარად „ჩაირთოს“ ან „გამოირთოს“.

მაგალითად, ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები იდენტურ დნმ-ს ფლობენ. ბავშვობაში ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ასაკთან ერთად განსხვავებები იზრდება: ერთმა შეიძლება წონაში მოემატოს, მეორემ — არა; ერთს შეიძლება განუვითარდეს დიაბეტი ან დეპრესია, მეორეს — არა. ეს განსხვავებები მათი ცხოვრების სტილის, კვების, სტრესისა და სხვა ფაქტორების გავლენით ყალიბდება.

ფაქტი 4: დედისა და ბავშვის დნმ ყოველთვის არ ემთხვევა

ზოგჯერ გენეტიკური პროცესები იმდენად რთულია, რომ მოულოდნელ და რთულ სიტუაციებს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი იშვიათი მოვლენა არის ქიმერიზმი — მდგომარეობა, როდესაც ერთ ორგანიზმში ორი განსხვავებული დნმ-ის ნაკრები თანაარსებობს.

ცნობილია შემთხვევა ამერიკაში, როდესაც ქალს — ლიდია ფერჩაილდს — გენეტიკურმა ტესტმა „არ დაუდასტურა“ დედობა, რადგან მისი სისხლის დნმ არ ემთხვეოდა ბავშვებისას. მოგვიანებით დამატებითმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მას ქიმერიზმი ჰქონდა.

ფაქტი 5: თეთრკანიან მშობლებს შეიძლება მუქკანიანი შვილი ჰყავდეთ

მემკვიდრეობის სირთულის კიდევ ერთი მაგალითია სამხრეთ აფრიკაში მომხდარი შემთხვევა: 1955 წელს თეთრკანიან მშობლებს — სიუზანასა და აბრაამ ლეინგებს — შეეძინათ მუქკანიანი გოგონა, სანდრა. მიუხედავად იმისა, რომ ახლო წინაპრებში მსგავსი ნიშნები არ ფიქსირდებოდა, სისხლის ანალიზმა მამობა დაადასტურა.

ვარაუდობდნენ, რომ შორეულ წინაპრებში არსებული გენები რამდენიმე თაობის შემდეგ გამოვლინდა. თუმცა, რადგან იმ პერიოდში სრულყოფილი გენეტიკური კვლევები არ ჩატარებულა, ეს შემთხვევა დღემდე კამათის საგანია.

ბავშვის მსგავსება ბებია-ბაბუასთან ან სხვა წინაპრებთან არის მრავალი ფაქტორის შედეგია:

  • გენების შემთხვევითი კომბინაცია
  • დომინანტური და რეცესიული ნიშნები
  • პოლიგენური მემკვიდრეობა
  • ეპიგენეტიკური პროცესები

ამიტომ ყოველი ბავშვი უნიკალურია — ის ატარებს ოჯახის მრავალთაობიან გენეტიკურ „ისტორიას“, რომელშიც ხშირად წარსულის მოულოდნელი ნიშნები იმალება.

რა გადაეცემა ბავშვს გენეტიკურად ბებიისგან - გოგონების და ბიჭების შემთხვევაში განსხვავებული ვითარებაა
გენეტიკის ძალა: ეს 5 თვისება ბავშვებს მემკვიდრეობით ბებია-ბაბუებისაგან გადაეცემათ
რა დაავადებები გადაეცემა ბავშვს გენეტიკურად მამისგან და რა - დედისგან, რაზეა დამოკიდებული ხასიათისა და ინტელექტის ფორმირება და შეიძლება თუ არა სქესის წინასწარ დაგეგმვა - გენეტიკოსი განმარტავს