მიმდინარე კვირაში საქართველოში კვლავ არამდგრადია ამინდია მოსალოდნელი - ამის შესახებ სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი გადაცემაში "იმედის დილა" საუბრობს:
- გაზაფხული ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ძალაში ვერ შევიდა, თუმცა ნელ-ნელა მაინც დათბება. წინა კვირებთან შედარებით, ეს კვირა შედარებით უკეთესია. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც, ძლიერ ქარს ველოდებით. ქარის სიჩქარე წამში 20-25 მ/წმ იქნება, ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლოა 28 მ/წამსაც მიაღწიოს. დასავლეთ საქართველოში ნალექიან ამინდს ველოდებით, მოსალოდნელია მცირე, ხანმოკლე წვიმა. ხვალიდან დასავლეთში ნალექის მხრივ მდგომარეობა გამოსწორდება და შედარებით გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურის მატებას არ ველოდებით. მომდევნო დღეებში იქ ისევ ნისლიანი და ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, ტემპერატურა კი +15 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურული ფონი შედარებით უკეთესია.
აღმოსავლეთ საქართველოში ქარი მოსალოდნელია შიდა ქართლის ტერიტორიაზე. შედარებით სუსტი, თუმცა მაინც საგრძნობი ქარი იქნება კახეთსა და ქვემო ქართლშიც.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა, ძირითადად, +15, +20 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს. თუმცა, ზოგან განსხვავებული მდგომარეობაა: მომდევნო დღეებში სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო მთიან და მაღალმთიან ზონებში ტემპერატურა ცოტა უფრო მაღალი იქნება.
თბილისში კვირის განმავლობაში ტემპერატურა თანდათან მოიმატებს და კვირის ბოლოს +23 გრადუსს მიაღწევს, თუმცა ეს მატება წვიმის ფონზე მოხდება.
ნალექი ამ კვირაშიც მოსალოდნელია. დღეს აღმოსავლეთ საქართველოში მეტწილად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ძლიერი ქარი იქროლებს. ხვალ დღისით წვიმას ველოდებით კახეთში, ასევე დღის ბოლოს - თბილისსა და თითქმის მთელ ქვემო ქართლში. 29 აპრილს მცირე წვიმს შენარჩუნდება კახეთში. აპრილის ბოლომდე (30 რიცხვის ჩათვლით) ზოგან კვლავ მოსალოდნელია მცირე ნალექი, თუმცა სერიოზულ და ძალიან ძლიერ წვიმებს არ ველით. პირველი მაისიდან კი დასავლეთ საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება. ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოჭრა გამოიწვევს ნალექსა და ტემპერატურის დაცემას.
- არა, ამ კვირაში თოვლი მოსალოდნელი არ არის. გამონაკლისია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონები, სადაც ღამისა და დილის საათებში შესაძლოა, მცირე თოვლჭყაპი დაფიქსირდეს. მომდევნო დღეებში თოვლს აღარ ველით.
მზიანი ამინდები უფრო მეტად შიდა და ქვემო ქართლში იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ ნალექი არ იქნება, თუმცა ტემპერატურა მაინც დაბალი დარჩება. კახეთში ხვალ და ზეგ (28-29 აპრილს) წვიმიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი, შემდგომ დღეებში კი იქაც გამოიდარებს, ტემპერატურა +20, +21 გრადუსამდე მოიმატებს და მზიანი დღეები დადგება.
კვირის ბოლოდან და მომდევნო კვირის დასაწყისში ისევ არამდგრადი ამინდებია. პირველი მაისიდან დასავლეთ საქართველოში, ასევე 2, 3 და 4 რიცხვებში ნალექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო პირველ მაისსა წვიმის ალბათობა. თუმცა, შემდეგი კვირა მეტად ნალექიანია.