კომედიური ჟანრის პიესა „არ დამიძახოთ ბებია“ სხვადასხვა თაობის ადამიანებს შორის ურთიერთობაზე და იმ წინააღმდეგობებზე მოგვითხრობს, რომლებიც განსხვავებული ცხოვრების წესის, ღირებულებებისა და კომუნიკაციის ფორმების გამო ჩნდება.
კომიკური სიტუაციების მეშვეობით, პიესა ხაზს უსვამს ოჯახის მნიშვნელობას, თაობათა შორის დიალოგის აუცილებლობას და იმ იდეას, რომ ურთიერთპატივისცემა ნებისმიერი ასაკის ადამიანების გამაერთიანებელია.
მაკა ხარშილაძის პიესა „არ დამიძახოთ ბებია“ , მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის, 2024 წლის ქართული პიესების კონკურსის გამარჯვებულია.
რეჟისორები: კახა გაბელაია და ქეთევან ხარშილაძე
მხატვარი - მაია სხირტლაძე
კომპოზიტორი - თავით თავაძე
ქორეოგრაფი - დავით მეტრეველი
ვიდეო ინსტალაცია ირაკლის ხვთისიაშვილის
მონაწილეობენ: ქეთევან ქიტიაშვილი, ნია ტოგონიძე, ტასო როსტომაშვილი, დამიანე ნავაძე.
R