მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მასშტაბები სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. როგორც ცნობილია, „ვეიპები“ და გასახურებელი თამბაქო ხშირად რეგულაციების მიღმა რჩება. თამბაქოს კონტროლის ალიანსი ამჯერად კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას - ეს ელექტრონული სიგარეტის პოპულარიზაციაა, რომელსაც სოციალურ ქსელში არავინ აკონტროლებს. როგორიც ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინდუსტრია ფულს უხდის ცნობილ ექიმებსაც, რათა პაციენტები დაარწმუნონ, თითქოს ელექტრონული სიგარეტი „ნაკლები ზიანის მომტანია“.
"თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსების მიუხედავად, ეფექტურად ახერხებს ფიზიკურ სივრცეში კანონის აღსრულების კონტროლს. თუმცა მდგომარეობა კრიტიკულია „ციფრულ ჯუნგლებში“, სადაც თამბაქოს ინდუსტრიამ ბრძოლის ველი გადაიტანა. სოციალურ ქსელებში, სამწუხაროდ, ფულს დახარბებული ინფლუენსერები „ვეიპებისა“ და გასახურებელი თამბაქოს პოპულარიზაციას ეწევიან, რითაც ფაქტობრივად პირდაპირი იერიში მიაქვთ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.
ამ ომში საქართველო მარტო არ არის, თუმცა სხვები მოქმედებენ. თამბაქოს ინდუსტრიის სტრატეგია - გამოიყენოს სოციალური მედია რეგულაციების გვერდის ასავლელად, ახალი არ არის, თუმცა ცივილიზებული სამყარო მას მკაცრად პასუხობს:
საქართველოში განსაკუთრებით საგანგაშოა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული „სამედიცინო ტრენინგები“. ინდუსტრია ფულს უხდის ცნობილ ექიმებს, რათა პაციენტები დაარწმუნონ, თითქოს ელექტრონული სიგარეტი „ნაკლები ზიანის მომტანია“. ეს არის ჯანმოს “თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა” (FCTC) და “თამბაქოს კონტროლისა” და “რეკლამის შესახებ” კანონების პირდაპირი დარღვევა, რომელიც კრძალავს თამბაქოსა ან ნიკოტინის ნაწარმის ნებისმიერი სახის რეკლამა, პოპულარიზაციასა და სპონსორობას.
მიუხედავად მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი უამრავი დარღვევისა, სამწუხაროდ, სახელმწიფო ეფექტურად ვერ რეაგირებს თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და კონკრეტული პირების უკანონო ქმედებებზე.
ფაქტია, თამბაქოს ინდუსტრია არის რეალური მტერი, რომელიც:
თუ სახელმწიფო არ გაამკაცრებს კონტროლს ციფრულ სივრცეში და არ აღკვეთს ინფლუენსერების მიერ ნიკოტინის პროპაგანდას, მივიღებთ:
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოვითხოვთ:
ჯანმრთელობა არ იყიდება! სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, ვის ინტერესებს იცავს - საკუთარი მოქალაქეების თუ მულტინაციონალური თამბაქოს გიგანტების." - ნათქვამიათამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.