პირველ დღეს - რვაფეხა და არტიშოკი, მეორე დღეს - ხინკალი და ბორში, უკრაინული და ქართული ცეკვები... - 5-მილიონევროიანი ქორწილის ახალი დეტალები და "მის უკრაინას" ფინალისტი პატარძალი - მშობლები

პირველ დღეს - რვაფეხა და არტიშოკი, მეორე დღეს - ხინკალი და ბორში, უკრაინული და ქართული ცეკვები... - 5-მილიონევროიანი ქორწილის ახალი დეტალები და "მის უკრაინას" ფინალისტი პატარძალი

2026-04-27 19:38:47+04:00

ამ გრანდიოზული ქორწილის კადრებმა უკვე მეორე დღეა, მოიცვა ინტერნეტი და სულ უფრო და უფრო მეტი სიახლეც ჩნდება. ქართველი ბიზნესმენის ნიკა ლომიას და უკრაინელი მოდელის ნიკა კუზნეცოვას ორდღიანი ცერემონია მოეწყო კანში, 1919 წლის უძველეს მამულში, ხმელთაშუა ზღვის ხედით. ეს კანის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული ვილა, Château de la Croix des Gardes. ამ ადგილის პრესტიჟულობის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისია იმის გაგება, რომ Versace-მ და Apple-მა იქ თავიანთი ღონისძიებები გამართეს. კანის კინოფესტივალის ექსკლუზიური დახურვის წვეულებაც აქ გაიმართა. მთელი ვილის ორი დღით დაქირავება 500 000 ევრომდე შეიძლება დაჯდეს. ორდღიანი გახმაურებული ზეიმი, თავისი წამყვანებით (მაქსიმ გალკინი), მუსიკალური გაფორმებით (ვალერი მელაძე, რიკი მარტინი...) და სუფრით, საშუალოდ 5 მილიონ ევროდ შეფასდა.

681185518-18468631972097489-7575834908937434357-n-1777209496..jpg683515538-18468780091097489-2602775247940736762-n-1777209497..jpg684144826-18468776929097489-733707490160824652-n-1777209497..jpg658926857-18468631891097489-2152634222426459300-n-1777209496..jpguntitled-5551-1777279583.jpguntitled-16665-1777279583.jpguntitled-41-1777279583.jpg

პირველ დღეს ტუმრებმა რვაფეხას კარპაჩო, სტეიკი სატაცურითა და არტიშოკით, ჟოლოს ტარტი და სხვა კერძები დააგემოვნეს. სასმელებს შორის იყო არყისა და ჯინის კოქტეილები, ასევე ძვირად ღირებული შამპანური, ღვინო და სპირტიანი სასმელები.

ქორწილის მეორე დღე ნეფე-პატარძლის მშობლიურ, ქართულ და უკრაინულ სამზარეულოს დაეთმო. სტუმრებს ხახვიანი სალათი (ღორის ქონით), ბორშჩით და ხინკლით გაუმასპინძლდნენ.ასევე შესრულდა ტრადიციული ქართული და უკრაინული ცეკვები. მღეროდა ქართველი მომღერალი ბექა ბროლაძე.

nik5-1777306337.png

სიძე-პატარძალი

ნეფე ქართველი ბიზნესმენი ნიკა ლომიაა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს და საქმიანობს. iGaming პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი, Spribe-ის თანადამფუძნებელი და საბჭოს წევრია. კომპანია 2018 წელს დაარსდა და ოფისები კიევსა და ვარშავაში აქვს.

უკრაინიდანაა მისი მეუღლე - „მის უკრაინის“ ყოფილი ფინალისტი, მოდელი ნიკა კუზნეცოვა, რომელმაც ქმრის გვარი აიღო და უკვე ისიც ნიკა ლომიაა.

nik3-1777306337.png

ნიკა 25 წლის ხარკოველი მოდელია. ხარკოვის ეროვნულ ეკონომიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ის რამდენიმე უცხო ენას ფლობს. აქვს სამეჯლისო ცეკვის, ჩოგბურთის და ფიტნეს კრივის გამოცდილება. 2021 წელს ის „მის უკრაინას“ სილამაზის კონკურსის ფინალისტი გახდა, მაგრამ ტიტული ვერ მოიპოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ მონაკოში გადავიდა.

forever-in-my-heart-1777210013.jpgforever-in-my-heart-1-1777210012.jpg652803630-17999562152865143-7350707005554572832-n-1777210012.jpg

ნიკამ თავის ინსტაგრამის ბლოგში თქვა, რომ მომავალი ქმარი სოციალურ ქსელში გაიცნო. მათი პირველი პაემანი მაკდონალდსში შედგა.

წყვილმა 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ოფიციალურად მოაწერა ხელი. ქორწილი კი აპრილისთვის დაგეგმეს.

a-5-1777306338.jpg

იხილეთ კიდევ მეტი ვიდეო და ფოტო ქორწილიდან

ქართველი ბიზნესმენის მდიდრული ქორწილი კანში, რომელსაც კახა კალაძე სტუმრობდა, რიკი მარტინი და ვალერი მელაძე მღეროდნენ, მაქსიმ გალკინი კი წამყვანი იყო (ვიდეო)