11 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა: "სახლთან ახლოს გზაზე გადადიოდა" - მშობლები

11 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა: "სახლთან ახლოს გზაზე გადადიოდა"

2026-04-28 22:12:30+04:00

ტრაგედია დატრიალდა დღეს საღამოს ბოლნისის სოფელ ცურტავში.

11 წლის ბავშვი, ელდერ გუსეინოვი სახლთან ახლოს გზაზე გადადიოდა, როცა მას სიჩქარით მომავალი ავტომობილი დაეჯახა. ბავშვი სასწრაფოდ მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს.

უმძიმესი ვითარებაა ახლა მარნეულში, კლინიკასთან, სადაც შეკრებილები არიან გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები და თანასოფლელები, ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

“11 წლის ბავშვია გარდაცვლილი. გზაზე გადადიოდა და ამ დროს მანქანა დაეჯახა.
განაგრძეთ კითხვა