"გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ორსულობის პირველი თვიდან მეცხრე თვემდე... მთლიანობაში მოვიმატე 10 კგ, მშობიარობიდან პირველ თვეში დავიკელი 7 კგ." - სალომე ჭაჭუა ვიდეოს აქვეყნებს - მშობლები

სალომე ჭაჭუა ვიდეოს აქვეყნებს - "გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას... მთლიანობაში მოვიმატე 10 კგ, მშობიარობიდან პირველ თვეში დავიკელი 7 კგ."

2026-04-29 00:28:17+04:00

ცნობილმა მოცეკვავემ, 36 წლის სალომე ჭაჭუამ, რომელიც პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო ფართო საზოგადოებამ, ბოლო წლებში კი სხვა ქვეყნებში მონაწილეობდა წარმატებით ამავე პროექტში, მოულოდნელად ამცნო გამომწერებს, რომ დედა გახდა.

"ჩემი სანდრო... მადლობა, უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის..." - დაწერა სალომემ და ფოტოები გამოაქვეყნა.

chemi-sandro-4-1777051797.jpgchemi-sandro-1777051797.jpgchemi-sandro-3-1777051797.jpgchemi-sandro-2-1777051797.jpgchemi-sandro-44-1777051798.jpg

დღეს კი სალომემ ორსულობის პერიოდი გაუზიარა გამომწერებს და თუ როგორ შეინარჩუნა ფორმა და როგორ გამოიყურება მშობიარობიდან ერთ თვეში:

"გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ორსულობის პირველი თვიდან მეცხრე თვემდე. და - 1 თვე პოსტპარტუმი.

მთლიანობაში მოვიმატე 10 კგ, მშობიარობიდან პირველ თვეში დავიკელი 7 კგ. ბალანსისა და თანმიმდევრულობის გზით.

რა დამეხმარა:

  • სწორი კვება
  • მსუბუქი ვარჯიში
  • მოთმინება
  • საკუთარი თავის სიყვარული

მიუხედავად გენეტიკისა, სტრიების გარეშე გავიარე ეს გზა.

ქალის სიძლიერე უსაზღვროა — ქმნის სიცოცხლეს, აღდგება და კიდევ უფრო ძლიერად აგრძელებს გზას.ყველა დედას ვუსურვებ ჯანმრთელ და ლამაზ გზას".

ბავშვის მამის ვინაობა არ დაუკონკრეტებია და ბოლო დროს არც ყოფილა რაიმე ინფორმაცია გავრცელებული მის შესაძლო შეყვარებულზე.

საზოგადოება გაცილებით ინფორმირებულია მის წინა ურთიერთობებზე.

  • თინეიჯერობიდან იყვნენ შეყვარებულები ის და კიდევ ერთი ცნობილი მოცეკვავე, გაჩეჩილაძეების ცნობილი ოჯახის წევრი გიგი გაჩეჩილაძე. მოცეკვავე წყვილის დაქორწინებას ბევრი ელოდა, თუმცა წლების შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ae82acc22605a14e6986f2a11579b4c5-1777052019.jpg

შემდეგ, პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაიცნეს ერთმანეთი სალომემ და მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ. მათი რომანი ქორწინებითაც დაგვირგვინდა, თუმცა ცოლ-ქმარი მალე დაშორდა ერთმანეთს.

96c6ec14526987121e80d4bd58284f67-1777052019.jpg