ერუდიციას ხშირად ინტელექტში ურევენ და მათ სინონიმებად მიიჩნევენ, თუმცა ამ ცნებებს შორის განსხვავება მაინც არსებობს. ინტელექტი - ეს არის აზროვნების თანდაყოლილი უნარი. ერუდიცია - ათვისებული ცოდნის მოცულობაა.
დღეს გაგიზიარებთ საინტერესო ტესტს, რომელიც თქვენს ერუდიციას, ზოგად განათლებას შეამოწმებს. თქვენი ამოცანაა, 10 შეკითხვიდან რაც შეიძლება, მეტს გასცეთ სწორი პასუხი:
1. რომელი პოეტის შემოქმედებიდანაა შემდეგი სტროფი:
"ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,
ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!"
2. რომელმა ცნობილმა მხატვარმა დახატა "გოგონა მარგალიტის საყურით"?

3. მსოფლიოს რომელ ნაწილშია ყველაზე მეტი ქვეყანა?
4. რომელია ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე?
5. ვინ არის ფილმის "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" რეჟისორი?

6. რომელი ნაწარმოებიდანაა ფრაზა: „ყოფნა, არყოფნა? საკითხავი, აი, ეს არის"?
7. რა ეწოდება მოლეკულას, რომელიც ატარებს გენეტიკურ ინფორმაციას და განსაზღვრავს ორგანიზმის განვითარებასა და ფუნქციონირებას?
8. რა ერქვა აღმოსავლეთ რომის იმპერიას, რომლის დედაქალაქიც კონსტანტინოპოლი იყო?
9. XX საუკუნის უდიდესი მეცნიერი, რომელმაც წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში, 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში . ვინ არის?
10. რას იყენებენ მეცნიერები ხსნარის მჟავიანობის ან ტუტიანობის გასაზომად?