ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ-სა და "ბაიერნის" მატჩის (5:4) მთავარ გმირად სავსებით დამსახურებულად იქცა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც რა ხანია, კვარადონა შეარქვეს. ხვიჩამ 2 გოლი გაიტანა და თამაშის შემდეგ სტადიონზევეც მიიღო უამრავი აპლოდისმენტი და ქება და მატჩის შემდეგი შეფასებებიც, ცნობილი ფეხბურთელების, კომენტატორების და სხვათა მხრიდან, საუკეთესო იყო.
ყველაზე მთავარი გულშემატკივრებიც, ტრადიციულად, სტადიონზე იყვნენ - ნიცა და დამიანე. პატარა დამიანე მამას თამაშს ემოციურად ადევნებდა თვალს.
პატარა დამიანე აგვისტოში გახდა 1 წლის. საკმაოდ აქტიური და გონიერი ბავშვია. უკვე ძალიან უყვარს ფეხბურთი, არ ტოვებს მამას მატჩებს - სტადიონზე თუ ტელევიზიით, თავადაც აგორებს ბურთს ისე, როგორც შეუძლია და უშეცდომოდ ცნობს ფეხბურთელებს.

