თუ გინდათ, რომ კარტოფილმა ყველა სასარგებლო თვისება არ დაკარგოს, ასე არ მოამზადოთ! - როგორ მოვამზადოთ კარტოფილი, რომ შევინარჩუნოთ ვიტამინები? - მშობლები

თუ გინდათ, რომ კარტოფილმა ყველა სასარგებლო თვისება არ დაკარგოს, ასე არ მოამზადოთ! - როგორ მოვამზადოთ კარტოფილი, რომ შევინარჩუნოთ ვიტამინები?

2026-05-03 10:45:35+04:00

100 გრამი კარტოფილის საკვები ღირებულება – 77 კკალ კარტოფილის გლიკემიური ინდექსი: შემწვარი – 80; მოხარშული – 70; მუნდირში მოხარშული – 65...

სასარგებლო თვისებები

კარტოფილის ცილები შეიცავენ პრაქტიკულად ყველა ამინომჟავას, რომელიც მცენარეებში გვხვდება, მათ შორის შეუცვლელებს. დღე-ღამის ნორმა – 300 გრამი კარტოფილი, ორგანიზმს უზრუნველყოფს ნახშირწყლებით, კალიუმით და ფოსფორით. 100 გრამი კარტოფილი 20 მგ ჩ ვიტამინს შეიცავს. კარტოფილის შენახვის პერიოდში მასში ჩ ვიტამინის რაოდენობა მცირდება. კარტოფილის უჯრედისი არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს, მოხარშული კარტოფილის ჭამა შეიძლება გასტრიტის და წყლულის გამწვავების პერიოდშიც კი.

კარტოფილი ძირითადად წყაროა ისეთი მარილებისა, როგორებიცაა კალიუმი და ფოსფორი, ასევე ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, გოგირდი და ქლორი. კარტოფილი შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორებიცაა თუთია, ბრომი, სილიციუმი, ბორი, მარგანეცი, იოდი, კობალტი და ა.შ. მინერალური ნივთიერებები კარტოფილში არათანაბრადაა განაწილებული: მისი უმეტესობა ქერქშია, უფრო ნაკლები – შუაგულში, გარე ნაწილში უფრო მეტი, ვიდრე ცენტრში.

კარტოფილის სახამებელი ამცირებს ქოლესტერინის დონეს ღვიძლსა და სისხლის შრატში, ანუ აქვს ანტიათეროსკლეროზული მოქმედება. კარტოფილი შეიცავს ბევრ კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ორგანზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნას (რაც მნიშვნელოვანია თირკმელების დაავადების დროს და სმის მოყვარულთათვის).

კარტოფილის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ის იყოს მაგარი, ერთგვაროვანი, ერთფრად შეფერილი. მწვანე ნაწილი ნიშნავს, რომ პროდუქტი ინახებოდა შუქზე. მწვანე ნაწილი შეიცავს შხამიან ნივთიერებას – სოლანინს, ამიტომ ის აუცილებლად უნდა მოიჭრას. იგივე მიზეზით უნდა მოცილდეს ყველა დაჭიანებული ხვრელი. კარტოფილი სასარგებლო ნივთიერებებს კანთან ახლოს შეიცავს, ამიტომ საჭიროა ის ან ძალიან თხლად გაიფცქვნას, ან გაფცქვნის ნაცვლად გაიხეხოს უხეში ჯაგრისით.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ისე, რომ შევინარჩუნოთ ვიტამინები?

კარტოფილის მომზადების ყველაზე მავნე ხერხად მისი შეწვა ითვლება. ამ დროს ნადგურდება ყველა სასარგებლო ნივთიერება, რაც მასშია. თუმცა აღმოჩნდა, რომ არანაკლებად ცუდი შედეგი აქვს კარტოფილის პატარა ნაჭრებად დაჭრას.

ამერიკელმა გენეტიკოსებმა გამოიკვლიეს კარტოფილის თვისებები და რა გავლენას ახდენდა მასზე მომზადების სხვადასხვა ხერხი. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე ცუდ შედეგს ვიტამინების დაკარგვის მხრივ – მისი დაჭრა იწვევდა. აღმოჩნდა, რომ დაჭრილი კარტოფილის მოხარშვისას ან შეწვისას კარტოფილის პატარა ნაჭრები მთელ თავის სასარგებლო თვისებებს უფრო მეტად კარგავდნენ, ვიდრე მთლიანი კარტოფილი, რადგან პატარა ნაჭრებზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება ათჯერ იზრდებოდა.

როგორც Science Daily წერს, ასეთი მომზადების ხერხის გამო ყველაზე მეტად კალციუმის მარაგი ზარალდება. კალციუმის რაოდენობა ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილის თერმული დამუშავების შემდეგ თითქმის ნულამდე დადის.

დიეტოლოგების აზრით, ყველაზე სასარგებლოა კარტოფილის „მუნდირში“ (ანუ კანით) მოხარშვა. ამისათვის კარტოფილი კარგად უნდა გაირეცხოს და შემდეგ მოთავსდეს ტაფაში (ყოველგვარი ცხიმის ან სხვა რამის დამატების გარეშე). ტაფაში მოთავსებული კარტოფილი დაბალ ცეცხლზე უნდა იხარშოს თავისივე ორთქლში. ასეთი სახით კარტოფილი ყველაზე მეტად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. იხილეთ ვრცლად

ახალი კარტოფილი უფრო სასარგებლოა თუ ძველი?- რეალურად რა განსხვავებაა და რომელი როდის მივიღოთ
რას ურჩევენ გასტროენტეროლოგები იმ მშობლებს, ვისი შვილებიც ძირითადად პურით, კარტოფილითა და მაკარონით იკვებებიან
გამწვანებული კარტოფილის მავნებლობა ცნობილია, თუმცა გაღივებული და დარბილებულიც რომ ასე სახიფათოა, ბევრმა არ იცის - გიორგი ღოღობერიძე სახიფათო კარტოფილზე