ხატია ბუნიათიშვილის მორიგი შთამბეჭდავი ტურნე და პატარა შარლოტა, რომელიც მუდამ ცნობილი დედიკოს გვერდით არის (ვიდეო) - მშობლები

ხატია ბუნიათიშვილის მორიგი შთამბეჭდავი ტურნე და პატარა შარლოტა, რომელიც მუდამ ცნობილი დედიკოს გვერდით არის (ვიდეო)

2026-04-30 10:57:45+04:00

ნიჭიერი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის წარმატებული საკონცერტო სვლა გრძელდება. ევროპული ტურის ყოველ მორიგ კონცერტს უზარმაზარი წარმატება და ზღვა აპლოდისმენტები მოჰყვება. მორიგი კონცერტი შვეიცარიაშია დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ ხატია კარნეგი ჰოლში გამოვიდა ასევე დიდი წარმატებით.

khatiabuniatishvili-returned-1777536697.jpg

khatiabuniatishvili-1777536696.jpg

here-are-my-us-dates-new-york-city-1777536697.jpgthank-you-infinitely-new-york-7-1777536698.jpgthank-you-infinitely-new-york-2-1777536699.jpgthank-you-infinitely-new-york-j-1777536699.jpg

და ყველგან, სადაც ხატია არის, მის გვერდით პატარა შარლოტაა. როცა დედა სცენაზეა, შარლოტა კულისებში ელოდება, სხვა დროს კი, ხატია სულ ქალიშვილის გვერდით არის. ასე გადაწყვიტა მან, რომ მისი საქმე დედობას ხელს არ შეუშლის.

მას მერე, რაც მან შვეიცარიაში გააჩინა შვილი, გარკვეული პერიოდი შინ იყო პატარასთან და არ ჩქარობდა სცენაზე დაბრუნებას. მისი თქმით, რეპეტიციები და კონცერტები ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, "ეს კი მეტისმეტად ბევრია და მეტისმეტად ადრეა, რომ ჩემს პატარა გოგონას მოვთხოვო, როგორც მეძუძურმა დედამ", - ამბობდა ხატია.

შემდეგ კი, როგორც კი სცენას დაუბრუნდა, შარლოტა კვლავ მის გვერდით იყო ყველგან. პატარა ბუნებრივ კვებაზე იყო და პიანისტი ყველანაირად ცდილობდა, სამსახური და დედობა მაქსიმალურად შეეთავსებინა. ახლაც ასე აგრძელებს და შარლოტა, რომელსაც დედა ქართულად ესაუბრება და დაბადებიდან ქართულად უმღერის, ამით ძალიან ბედნიერია.

357388521-813238906824902-6634992793426489873-n-1693506880-1777536697.jpgi-wish-you-a-h-1777536698.jpgi-wish-you-a-1777536698.jpg

პატარა გოგონას სახე ჯერჯერობით დაფარულია.აქამდე არაფერი იყო ცნობილი ხატიას მეორე ნახევრის შესახებ. ცოტა ხნის წინ მან მეგობარ მამაკაცთან ერთად ბრიუსელში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „მადლობა. მიყვარხარ“.

385501416-3222975364662320-6695527999832381816-n-1697454370-1777536697.jpg
თუმცამამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

  • ხატია ბუნიათიშვილი (დ. 21 ივნისი, 1987)6 წლის ასაკიდან მართავს კონცერტებს. ის არაერთი პრიზისა და ჯილდოს მფლობელია. მათ შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს Echo Klassik-ის.

999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა (ფრანგ. École normale de musique de Paris, გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი „Musikverein“, მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა.

11-15 წლის ასაკში შეწყვიტა სწავლა თბილისის მუსიკალურ ათწლედში და ინტენსიური მასტერკლასები გაიარა უნგრული წარმოშობის ფრანგ პედაგოგთან და პიანისტთან, მაესტრო მიშელ სონისთან ავსტრიაში, „ვილა შინდლერში“, სადაც ეუფლებოდა სონის საფორტეპიანო ინოვაციურ მეთოდოლოგიას.

მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორიცაა: „Verbier Festival“, „Progetto Martha Argerich“, „Menuhin Festival Gstaad“, „Sommets Musicaux de Gstaad“, „Musicales de Compesières“ (შვეიცარია), გიდონ კრემერის „Internationales Kammermusikfest Lockenhaus“ (ავსტრია), საერთაშორისო მუსიკალური „Elba isola musicale d’Europa“ — იტალია (თავმჯდომარე იური ბაშმეტი), „Les nouveaux Solistes aux Serres d’Auteuil“ (პარიზი), „Chamber Music Connect the World 2008“ — კრონბერგ აკადემია (გერმანია), „შემოდგომის თბილისი“, „Musical Olympus International Festival“. რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.

2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფ. თენგიზ ამირეჯიბი). შემდეგ - ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.

წლებია, ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პიანისტების სიაშია. 38 წლის ხატია ბუნიათიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პიანისტიც არის. Forbes & Business Insider-ის 2024 წლის 3 თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 3.5 მილიონი დოლარია.

ერთ-ერთ გერმანულ ჟურნალში ხატიას ინტერვიუგამოქვეყნდა, რომელშიც პიანისტი, დედობაზე, პოლიტიკასა და კარიერაზე საუბრობდა.

"დიახ, მე ახლა დედა ვარ. ბავშვთან ერთად ყველაფერი განსხვავებულია, დღეს ყველაფერი შარლოტას საჭიროებებზეა მორგებული. მე ფემინისტი ვარ, რაღაცის გაკეთება რომ მინდა, ვაკეთებ, მაგრამ არა ჩემი ქალიშვილის ყურადღების ფასად. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მშობიარობის შემდეგ, მე ისევ ვმართავ კონცერტებს.

ეს კონცერტები წლების განმავლობაში იგეგმებოდა. ზოგიერთის გაუქმება მომიწია, არ მინდა, ბევრი იმოგზაუროს. შარლოტას ბუნებრივად ვკვებავ, ყველაფერს ვაკეთებ მისთვის. მე ისევ თავისუფალ ქალად ვრჩები, ვინც წყვეტს, რა და როგორ სურს.

დამოუკიდებელი სხვა ადამიანებისგან, ასევე, მამაკაცის აზრისგან. პრიორიტეტი მხოლოდ შარლოტაა.

...საქართველოში 1990-იან წლებში ვიზრდებოდი. მძიმე დრო - ოკუპაცია და ომი. დედაჩემი არის მაგალითი ბევრი ადამიანისთვის საქართველოში. ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზეა. მან მაჩვენა, როგორ წარმოუდგენლად ძლიერი შეიძლება იყოს ქალი...“

ნიჭიერი პიანისტი და უმცროსი დის პროდიუსერი... - ხატია ბუნიათიშვილის მშვენიერი და, რომელიც მისი ყველაზე ერთგული მეგობარია
ხატია ბუნიათიშვილი cartier-ს რეკლამაში ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად გამოჩნდა - როგორ გვეამაყები... (ვიდეო)
ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ფული, ზოგჯერ შინ ძალიან ცოტა საჭმელი იყო... - რას ჰყვება და რა ქონებას ფლობს ხატია ბუნიათიშვილი?