რომელ კლინიკებში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი და რომელი კვლევით შეაფასებენ თქვენს ფილტვების - მშობლები

რომელ კლინიკებში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი და რომელი კვლევით შეაფასებენ თქვენს ფილტვების

2026-04-30 16:14:27+04:00

დედაქალაქის მერის,კახა კალაძისინფორმაციით, თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს.პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.

„თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება. მას დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, - აღნიშნა კალაძემ.

ამ ეტაპზე სკრინინგის ჩასატარებლად არა ეროვნულ სკრინიგ-ცენტრს, არამედ კონკრეტულ კლინიკებს უნდა მიმართოთ, რომელთა ჩამონათვალიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

როგორ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ფილტვის კიბოს სკრინინგი მოიცავს დაბალდოზირებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიულ გამოკვლევას (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წაკითხვით, ხოლო რადიოლოგთა მიერ განსხვავებული შეფასებებისა და/ან სკრინინგული დიაგნოსტიკის საჭიროების შემთხვევაში, კონსესუს კონფერენციას, რომელსაც უძღვება შემთხვევის ლიდერი მე-3 რადიოლოგი).