მენეჯერმა დედამ შვილები ვუნდერკინდებად აქცია: "როცა მანქანაში ვცხოვრობით და სპორტდარბაზებში ვბანაობდით, შვილებს ვეუბნებოდი, თქვენი სახლი კედლები კი არა, თქვენი გონებაა. თუ სწავლას აგრძელებთ, დაკარგულები არ ხართ" - მშობლები

მენეჯერმა დედამ შვილები ვუნდერკინდებად აქცია: "როცა მანქანაში ვცხოვრობით და სპორტდარბაზებში ვბანაობდით, შვილებს ვეუბნებოდი, თქვენი სახლი კედლები კი არა, თქვენი გონებაა. თუ სწავლას აგრძელებთ, დაკარგულები არ ხართ"

2026-05-01 11:51:58+04:00

ფამების ოჯახის ისტორია ნამდვილ სათავგადასავლო რომანს ჰგავს. ვიკი და ალისა ფამები ერთმანეთის ბიოლოგიური დები არ არიან — ვიკი ფამის ოჯახმა 8 წლის ასაკში იშვილა. ორივე გოგონა დაწყებით კლასებში ვუნდერკინდად იქცა. ერთხელ ვიკის პინგვინების ნახვა მოუნდა და ამის გამო მთელი ოჯახი ახალ ზელანდიაში გაემგზავრა, სადაც საბოლოოდ დარჩენაც გადაწყვიტეს, მიუხედავად სერიოზული ფინანსური და იურიდიული სირთულეებისა. უფროსი და 18 წლის ასაკში უკვე სადოქტორო დისერტაციას წერს, ხოლო უმცროსი 15 წლის ასაკში ჰარვარდში დისტანციურად სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ დეპორტაცია ემუქრებოდათ, ისინი არ დანებდნენ.

დები-ვუნდერკინდები

როდესაც მი ფამს ეკითხებიან, რა პროფესიისაა, ის პასუხობს, რომ მისი ცხოვრების საქმე შვილების განათლებაა. არც ერთ ინტერვიუში არ საუბრობს იმაზე, რა განათლება ან სამუშაო გამოცდილება ჰქონდა ოჯახის შექმნამდე — მხოლოდ აღნიშნავს, რომ ადრე მენეჯერ-კოორდინატორად მუშაობდა და ახლა იმავე საქმიანობას საკუთარ შვილებთან მიმართებით ახორციელებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ვიეტნამში კვალიფიციურ ადამიანებსაც კი ხშირად უჭირთ ლეგალურად დასაქმება, შესაძლებელია, მი არაოფიციალურად მუშაობდა. სწორედ ამიტომაც ვერ საუბრობს საკუთარ კარიერაზე, რათა სამართლებრივი პრობლემები არ შეექმნას.

მისი ბიოლოგიური შვილი, ვი ან ფამი, 2011 წელს დაიბადა. მოგვიანებით, ახალ ზელანდიაში, ის ელისის სახელით გახდა ცნობილი და სწორედ ამ სახელით მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში.

როდესაც ელისი 5 წლის იყო, დედამ კიდევ ერთი გოგონა — 8 წლის ნგოკ ჩაუ ნგო — იშვილა ჰანოიდან. გოგონას მძიმე ოჯახური პირობების გამო სკოლის მიტოვება ემუქრებოდა. მი ფამმა მისი შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაციიდან გაიგო, რომელიც ნიჭიერ ბავშვებს ეხმარებოდა. ნათესავებთან შეხვედრის შემდეგ მიხვდა, რომ ბავშვი მათთან არ უნდა დარჩენილიყო. გარდა ამისა, მიუხედავად მძიმე ბავშვობისა, გოგონა ძალიან გონიერი და მოხერხებული აღმოჩნდა. ასე შეიძინა ელისმა და, ვიკი.

fbvn-ljlqayckbqebcgha-kdmiajjvmplz9jy2-ru5bewctrfehiyqml88y-s3qkd-sfuwn-zsuq-r-2nsv3iormnq-9lte8etjwtkhd9b3xdeiw3plggumgkw13do-y5gu0b3206pjn9vexsufek3zvaaflek76kugo36vtftpsqzdnmhyk1yje6erabn-1777623055.jpg

მი ფამი მთელი ცხოვრება მარტო ზრდიდა შვილს და გადაწყვიტა, თუ ერთ ბავშვს ბედნიერება მოუტანა, მეორესთვისაც იგივეს შეძლებდა. ელისი დას სწრაფად შეეგუა და მათ შორის ახლო კავშირი ჩამოყალიბდა. ვიკის განსაკუთრებულად უყვარდა ლოგიკური ამოცანების ამოხსნა და შედგენა, სკოლამდე ბევრად ადრე ისწავლა კითხვა და ელისში თანამოაზრე იპოვა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვობიდანვე ვუვითარებდი ჩემს შვილებს, არის კონცენტრაცია. თუ შეგიძლია სამი საათის განმავლობაში ერთ ამოცანაზე კონცენტრირება, შეგიძლია ყველაფერი ისწავლო," - ამბობს მი ფამი.

დედა ცდილობდა, შვილები ჰარმონიულად განვითარებულიყვნენ — თანაბრად ეთმობოდა დრო საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ და ზუსტ მეცნიერებებს. ის არასდროს ადგენდა მკაცრ განრიგს და გოგონებს საშუალებას აძლევდა, საათობით დაკავებულიყვნენ იმ საქმით, რომელიც აინტერესებდათ. ეს მათ საშუალებას აძლევდა, ღრმად ჩასწვდომოდნენ საკითხებს და მიეღწიათ მაღალი შედეგებისთვის.

ფამის ოჯახში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა „სასარგებლო თამაშებს“. სწავლა თამაშის ფორმით მიმდინარეობდა — როგორც „მიღწევების შეგროვება“. ეს აერთიანებდა კონკურენციას და გუნდურ მუშაობას, თითქოს ბავშვები „დიდ სამყაროს“ ებრძოდნენ, რომლის შეცნობაც უნდა შეძლებოდათ. ელისი ხშირად ამბობდა, რომ ვიკის ენთუზიაზმი მასზე გადამდებად მოქმედებდა და მაშინაც კი, როცა ძალა აღარ ჰქონდა, მოტივაციას პოულობდა.

tavnbpo27-akckgxjw-sjrmrzdk1q0kmshjv7ulrnyku3hralal8kid6aoofjohlikkp4pomimvut5tfdph6faprzcwvqkbdmqateo0xzqtgx44e3fsndiojvijdffz3c4zaohhjk27vp869-9ia6e0z5cqb-d5s7lhplrovx-lmk4-uu8shtuhysnnljv7-1777623077.jpg

„დედა, პინგვინების ნახვა მინდა“

ვიკის მე-11 დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე ჰკითხეს, რა უნდოდა ყველაზე მეტად. მან აღიარა, რომ ოცნებობდა პატარა ლურჯი პინგვინების ნახვაზე, რომლებიც კორორას სახელით არიან ცნობილი. მსოფლიოში მათი რაოდენობა მილიონ წყვილსაც არ აღემატება და ისინი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ბინადრობენ.

მი ფამმა გადაწყვიტა, რომ ოცნებები უნდა ასრულდეს. პინგვინების ახლოდან ნახვის ყველაზე მარტივი გზა ოკლენდში მდებარე ზოოპარკი იყო. ასე გაემგზავრა ოჯახი 2017 წლის ზაფხულში ერთთვიან არდადეგებზე ახალ ზელანდიაში, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არც ერთ მათგანს ქვეყანა არ დაუტოვებია.

ახალი ზელანდია დედასაც და შვილებსაც ძალიან მოეწონათ. ცხოვრების დონე ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ვიეტნამში. დასვენების ბოლოს გოგონებმა თქვეს, რომ იქ დარჩენა სურდათ.

მი ფამმა დაიწყო სტატუსის შეცვლის პროცესი და გოგონები ადგილობრივ სკოლებში შეიყვანა სტუდენტური ვიზის მისაღებად. თავად სამუშაოს ძებნა დაიწყო, თუმცა სამუშაო ვიზის მიღება გაცილებით რთული აღმოჩნდა. ორივე გოგონა St Joseph’s School-ში ჩაირიცხა, ხოლო დედა, როგორც მათი მეურვე, მათთან დარჩა.

nr3drcu2gsxr6a0rjk2psdchvyuzgmmyrzh8c0-pi8wwptv3qg9yq136cibikdse2j2z19kn-gzcxmmhrtjfokm-qjbwqikhqzxm5vcio8fxo2a3n13yof9nnslgm8bv11inn0epcshi-6euqf5eup-zeaplxioprhygibahsqi4mmtwcidl0rw47vc0mjkx-1777623099.jpg

ცხოვრება მანქანაში

ახალ ზელანდიაში სწავლა უცხოელებისთვის ძალიან ძვირი იყო — დაახლოებით 16 000 ახალზელანდიური დოლარი წელიწადში. გარდა ამისა, გოგონებს ინგლისური კარგად არ ესმოდათ, ამიტომ რეპეტიტორები სჭირდებოდათ, რისთვისაც თანხა არ ჰქონდათ. ამიტომ ენას დამოუკიდებლად სწავლობდნენ და რამდენიმე წელში იმდენად წინ წავიდნენ, რომ გამოცდების ჩაბარებით კლასებსაც კი „ახტებოდნენ“.

მალევე ოჯახი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა — ყველა დანაზოგი სწავლაში დაიხარჯა და მათ საცხოვრებელიც დაკარგეს. 13 თვის განმავლობაში ვიკი, ალისა და მათი დედა მანქანაში ცხოვრობდნენ, სპორტდარბაზებში ბანაობდნენ, ხოლო ინტერნეტს საზოგადოებრივ ადგილებში ეძებდნენ.

"როცა მანქანაში ვცხოვრობდით, შვილებს ვეუბნებოდი: თქვენი სახლი კედლები კი არა, თქვენი გონებაა. თუ სწავლას აგრძელებთ, თქვენ დაკარგულები არ ხართ," იხსენებდა მი ფამი.

მიუხედავად რთული პირობებისა, გოგონები სწავლას არ წყვეტდნენ. ისინი აცნობიერებდნენ, რომ განათლება მათი ერთადერთი შანსი იყო.

მსოფლიო აღიარება

ვიკი 13 წლის ასაკში უკვე უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა - ოკლენდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (AUT) ერთდროულად ორ მიმართულებაზე — გამოყენებით მათემატიკასა და ფინანსებზე სწავლობდა. ერთ წელიწადში ბაკალავრიატი დაამთავრა, შემდეგ კი მაგისტრატურა და კიბერუსაფრთხოების სფეროში სადოქტორო კვლევა დაიწყო.

ელისმაც სწრაფად მიაღწია წარმატებას — ის ხელოვნურ ინტელექტსა და კომუნიკაციებს სწავლობს, პარალელურად კი ჰარვარდში ფსიქოლოგიას ეუფლება.

2021 წელს მათი ისტორია მთელმა მსოფლიომ გაიგო — მიზეზი მიგრაციის პრობლემები გახდა. მიუხედავად წარმატებისა, მათ სამუშაო ვიზის მიღებაზე უარი უთხრეს ასაკის გამო. თუმცა საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა მათი მხარდაჭერა გამოუცხადეს.

1o4ndegv-yejy1dinxbt2yc8eykljgh3lm5u9jk4tgr-0kbtjbukq5razvlm4vcictap14fnmgs-xo03-vqs2u4yoliokca0bnjdjqknogjip1ggicjtv5845qk0ooglsqb4jtbazoqntexoflvlcurfbffgzoaghjqzm4h5df5nwqu1xyqg4g-jvmwzkdv3-1777623123.jpg

გოგონები არ გაჩერდნენ — ისინი „მსოფლიოს 100 საუკეთესო ვუნდერკინდის“ სიაში მოხვდნენ საერთაშორისო ჯილდოები მიიღეს. დებმა შექმნეს ონლაინ პლატფორმა Wisdom House, სადაც ბავშვებს უფასო კურსებს სთავაზობენ სხვადასხვა მიმართულებით — ტექნოლოგიებიდან დაწყებული, კრიტიკული აზროვნებითა და კომუნიკაციით დამთავრებული.

2025 წელს ოჯახის მრავალწლიანი სირთულეები დასრულდა — ვიკიმ მუდმივი სამუშაო ვიზა მიიღო და შეძლო დედისა და დის ლეგალურად დარჩენა ახალ ზელანდიაში.