2026 წლის 1-ელ მაისს "ყვავილოვანი მთვარეა" - რა უნდა გავაკეთოთ დღეს წარმატებისთვის და როგორი იქნება ეს პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - მშობლები

2026 წლის 1-ელ მაისს მორიელის ნიშანში სავსემთვარეობაა - რა უნდა გავაკეთოთ დღეს წარმატებისთვის და როგორი იქნება ეს პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

2026-05-01 12:38:01+04:00

2026 წლის 1-ელ მაისს მორიელის ნიშანში სავსემთვარეობაა. მაისის სავსემთვარეობას ტრადიციულად "ყვავილოვან მთვარეს" უწოდებენ. ეს სახელწოდება ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხებისგან მომდინარეობს და ხალხურ კალენდარშიც მყარად დამკვიდრდა. მაისი ის პერიოდია, როდესაც მდელოები პირველი მინდვრის ყვავილებით იფარება. მთვარე ამ დროს აყვავების, ბუნების გამოღვიძებისა და გაზაფხულიდან ზაფხულზე გადასვლის სიმბოლოდ გადაიქცევა.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, "ყვავილოვანი მთვარე" ის ეტაპია, როდესაც ყველაფერი, რაც გაზაფხულზე დაითესა, გამომჟღავნებასა და შედეგის მოტანას იწყებს.

2026 წლის 1-ელი მაისის მორიელის სავსემთვარეობის თავისებურებები:

სავსემთვარეობა ყოველთვის ორი საპირისპირო ნიშნის ღერძზე ვითარდება. 1-ელ მაისს მთვარე მორიელში, ხოლო მზე კუროს ნიშანში იქნება. ეს სიღრმისა და სტაბილურობის კლასიკური ღერძია: ერთის მხრივ, უსაფრთხოების, მატერიალური სიმყარისა და ჩვეული კომფორტის სურვილი გაჩნდება, ხოლო მეორე მხრივ - ტრანსფორმაციის, ძველის გაშვებისა და რაიმე ნამდვილის განცდის მოთხოვნილება თავს შეგვახსენებს.

მორიელს პლუტონი მართავს - ტრანსფორმაციის, საიდუმლოებების პლანეტა. გასაკვირი არ არის, რომ ამ სავსემთვარეობისას ზედაპირზე სწორედ ის ამოტივტივდება, რაზეც აქამდე ვდუმდით. ძველ წყენებს, გამოუთქმელ გრძნობებსა და ფარულ შიშებს გამომჟღავნების შანსი საბოლოოდ მიეცემა.

გარდა ამისა, სავსემთვარეობა პლუტონთან კვადრატში იმყოფება, რაც ისეთ დაძაბულობას შექმნის, რომლის იგნორირებაც რთული იქნება. ერთდროულად გაჩნდება დამალვისა და გარკვევის სურვილიც. იმის განცდა, რომ სწორედ ახლა რაღაც მნიშვნელოვანი იცვლება, მკაფიო გახდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ 1 მაისის სავსემთვარეობა "მიკრომთვარეობა" იქნება. ამ დროს მთვარე აპოგეაში - დედამიწიდან ყველაზე დაშორებულ წერტილში იმყოფება და ვიზუალურად ჩვეულებრივზე ოდნავ მცირე და მკრთალი ჩანს.

რა უნდა გავაკეთოთ და რას ავარიდოთ თავი მორიელის სავსემთვარეობისას:

რეკომენდებულია:

  • გულწრფელი საუბარი საკუთარ თავთან ან ახლობლებთან დაგროვილ საკითხებზე.ხანდახან საკმარისია ხმამაღლა ვაღიაროთ ის, რასაც დიდხანს ვმალავდით - დაღლილობა, წყენა თუ ეჭვი. ასეთი საუბარი შეიძლება არაკომფორტული იყოს, თუმცა იგი შინაგან დაძაბულობას ხსნის და რეალობას ნათელს ჰფენს. საკუთარ თავთან დიალოგიც კი შვების პროცესს უკვე ააქტიურებს.
  • გაჭიანურებული ისტორიების - ურთიერთობების, პროექტების თუ ციკლების დასრულება.დაუსრულებელი საქმეები ენერგიას გვართმევს და ფონურ რეჟიმში თავს მუდმივად გვახსენებს. დასრულება ყოველთვის დრამატულ წერტილს არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს უბრალოდ მშვიდი გადაწყვეტილებაა, რომ კონკრეტულ საკითხში ენერგია აღარ ჩავდოთ. განთავისუფლებული ადგილი კი თითქმის მაშინვე ახლით ივსება.
  • სიჩუმის პრაქტიკა - მედიტაცია, დღიურის წარმოება ან მარტო სეირნობა. სიჩუმეში ისმის ის, რისი დაჭერაც საქმეებისა და შეტყობინებების ნაკადში შეუძლებელია. მსგავსი პაუზები საკუთარი ნამდვილი სურვილებისა და რეაქციების უკეთ გაგებაში გვეხმარება. მარტოობის 10–15 წუთიც კი შინაგანი საყრდენის განცდას ქმნის.
  • ფინანსებსა და ერთობლივ საქმეებში გარკვევა. ფული და საერთო ვალდებულებები ხშირად ფარული დაძაბულობის წყაროდ იქცევა. მკაფიო შეთანხმებები და გამჭვირვალობა კონტროლისა და უსაფრთხოების განცდას აბრუნებს. ეს ასევე ემოციური მომწიფებისა და რთული თემებისთვის თავის არიდების შეწყვეტის საშუალებაა.
  • იმის გაშვება, რისი დროც დიდი ხნის წინ დადგა.ზოგჯერ ჩვენ არა ადამიანებს ან სიტუაციებს, არამედ ჩვევას ან ცვლილებების შიშს ვეჭიდებით. გაშვება დამარცხება კი არა, იმის აღიარებაა, რომ ეტაპი დასრულდა. მას სიმსუბუქის განცდა მოაქვს და შინაგან სივრცეს ათავისუფლებს.
  • ფსიქოლოგთან მუშაობა ან ემოციურ სიმშვიდეზე ზრუნვა.სპეციალისტის მხარდაჭერა განმეორებადი სცენარების დანახვასა და საკუთარ თავში ღრმად გარკვევაში გვეხმარება. თუმცა მნიშვნელოვანია მცირე, რეგულარული ქმედებებიც. ძილი, მოძრაობა, გულწრფელი საუბრები და საკუთარ თავზე ზრუნვა. "ემოციური ჰიგიენა" ფუფუნება კი არა, საბაზისო საჭიროებაა.

რა არ უნდა გავაკეთოთ:

  • მინაწერებში "ქექვა" და პარტნიორის "შემოწმება".ყველაფრის გაკონტროლების სურვილი, როგორც წესი, შფოთვისგან იბადება. მსგავსი შემოწმებები შვებას იშვიათად გვგვრის და უფრო ხშირად ნდობას როგორც სხვის, ისე საკუთარი თავის მიმართ ანადგურებს. საკუთარ შიშებში გამოტყდომა ბევრად უკეთესია, ვიდრე უარესი სცენარების დადასტურების ძიება.
  • რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ეჭვიანობის ან შიშის პიკზე. ძლიერი ემოციები რეალობას ამახინჯებს და ისეთი საქციელისკენ გვიბიძგებს, რასაც მოგვიანებით ადვილად ვინანებთ. ის, რაც ახლა ერთადერთ სწორ გამოსავლად გვეჩვენება, ერთ დღე-ღამეში სრულიად სხვანაირად შეიძლება გამოიყურებოდეს. უმჯობესია პაუზა ავიღოთ და გადაწყვეტილებას უფრო სტაბილურ მდგომარეობაში დავუბრუნდეთ.
  • მნიშვნელოვანი საკითხების დამალვა- მორიელი მათ მაინც გამოამჟღავნებს. უთქმელობა გროვდება და დროთა განმავლობაში ყველაზე უხერხული ფორმით ვლინდება. რაიმეს დაფარვის მცდელობა მხოლოდ დაძაბულობასა და უნდობლობას აძლიერებს. გულწრფელობა აქ ემოციური აფეთქებების პრევენციად მუშაობს.
  • სხვებზე ზეწოლა და დაუყოვნებლივი აღიარებების მოთხოვნა.ყველა როდია მზად გრძნობების მყისიერად ჩამოსაყალიბებლად, ზეწოლა კი მხოლოდ წინააღმდეგობას აძლიერებს. მოთხოვნა - "ახლავე მითხარი" ხშირად ფორმალურ ან არაგულწრფელ პასუხებამდე მიგვიყვანს. სივრცე და დრო ზოგჯერ უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე ყველაზე ზუსტი დაკითხვა.
  • ხმამაღალი, იმპულსური ჟესტების გაკეთება ჯიბრზე ან ვინმეს "შესამოწმებლად". პროვოკაციები ეფექტურად ჩანს, თუმცა სასურველ შედეგს იშვიათად იძლევა. მათ იმაზე მეტად ტკენა შეუძლიათ, ვიდრე გვგონია, და შესაძლოა ნდობაც დაანგრიონ. ურთიერთობების ნამდვილი გამოცდა დიალოგია და არა ემოციური ექსპერიმენტი.
  • საკუთარი დაღლილობის იგნორირება- სხეული ახლა განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ფიზიკური და ემოციური გამოფიტვა შფოთვასა და რეაქციების სიმკვეთრეს აძლიერებს. სხეულის სიგნალების ჩახშობა კი არა, მათი მოსმენა და პატივისცემაა ახლა მნიშვნელოვანი. დასვენება და ძალების აღდგენა გონების სიცხადისა და მდგრადობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

როგორ იმოქმედებს 2026 წლის 1-ელი მაისის მორიელის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე: განაგრძეთ კითხვა