"600 ლარი თუ მეყო 4 ბავშვზე, კარგია...საერთოდ რა სავალდებულოა ეს ამდენი ხარჯი და ნერვიულობა. ბავშვების ნახევარი არ ინტერესდება იმ ადგილებით, სადაც მიჰყავთ" - რა ჯდება წელს სასკოლო ექსკურსიები - მშობლები

"600 ლარი თუ მეყო 4 ბავშვზე, კარგია...საერთოდ რა სავალდებულოა ეს ამდენი ხარჯი და ნერვიულობა. ბავშვების ნახევარი არ ინტერესდება იმ ადგილებით, სადაც მიჰყავთ" - რა ჯდება წელს სასკოლო ექსკურსიები

2026-05-01 13:15:25+04:00

მაისი და ივნისი ექსკურსიების სეზონია. კლასების უმრავლესობამ უკვე შეარჩია მარშრუტები, სატრანსპორტო საშუალებები და ხარჯებიც დათვალა. რა ჯდება წელს ექსკურსიები და როგორ ახერხებენ მშობლები გაძვირებულ ფასებთან გამკლავებას, როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია? ამის შესახებ მშობლები თავის მოსაზრებას და გამოცდილებას სოციალურ ქსელში გვიზიარებენ.

  • "600 ლარი თუ მეყო 4 ბავშვზე, კარგია"
  • "კვებას გააჩნია, სად შეჭამ. უმცროსთან მარანი გვაქვს დაჯავშნილი და საგარეჯოს მიმართულებით 200 ლარი გვიჯდება. როცა ზედმეტად შეწუხება არ გინდა, უნდა გადაიხადო. უფროსთან საველე პირობებში მივდივართ და სავარაუდოდ, მაგდენი არ დაგვიჯდება."
  • "150 ჯდება ერთი შვილის, 200 - მეორე. წელიწადში ერთხელაა ექსკურსია და რაღაც დანაზოგი უნდა გააკეთო. მაᲨინ დაიჯინეთ სახლᲨი Შვილები და Ჩაურთეთ ულიმიტო ინტერნეტი."
  • "310 ლარი ერთი ბავშვის, კვების გარეშე. 200 მეორის კვებით".
  • "ჩემთვისაც დიდი პრობლემაა ამხელა ხარჯი, მაგრამ რომ ვუფიქრდები, როდისღა ნახავს ამ ყველაფერს. მეც მასთან ერთად ვათვალიერებ იმ ადგილებს, რაც არ მინახავს და სხვა დროს ვერასდროს ვახერხებ ამის გაკეთებას. თითქოს ზედმეტი ხარჯია, მაგრამ დადებით ემოციებშიც ღირს ფულის გადახდა".
  • "ტრანსპორტმა 1400 ლ მოგვთხოვა სიღნაღი-კახეთი"
  • "ბავშვებს საერთოდ არ აინტერესებთ ღირსშესანიშნაობები, არც აკვირდებიან და ვერც ვერაფერს იმახსოვრებენ. ერთად მგზავრობა მოსწონთ, პიკნიკი და ბუნებაში ნავარდი. ამის მოხერხება ცხრა მთის გადალახვის გარეშეც შეიძლება ახლო-მახლო შემოგარენში."
  • "გავყევი ჩემს შვილს და მუზეუმიდან გამომექცა - რაში მაინტერესებსო. ვინც დარჩა, არც მათთვის შემიტყვია დიდი ინტერესი. სამაგიეროდ, წინანდლის ბაღიდან ძლივს გამოვიყვანეთ, ისე მოეწონათ გარეთ სირბილი. არასწორად ვგეგმავთ ექსკურსიებს და არასწორ ხარჯებს ვეწევით."

  • „ვისაც 1 ან 2 შვილი ჰყავს, ალბათ, უღირს და მე რომ 4 მყავს, როგორ გგონიათ, მიღირს? შემიძლია ამდენი ბავშვის ხარჯის გაწევა? ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი გამოსავალი რჩება: ან იმდენი ვალი უნდა აიღო, რომლის გადახდაც მთელი წელი მოგიწევს და თუ ვერ მოახერხებ, შვილებს გული უნდა დაწყვიტო."
  • „200 ლარი ერთი ბავშვის ექსკურსია,150 - მეორის და ივნისში 500 დოლარი გასტროლი ცეკვიდან უფროსი ბავშვის - ეს მხოლოდ ოფიციალური გადასახადია, სახარჯი ფული სხვა.
  • „საერთოდ, სკოლა რა შუაშია ვერ ვხვდები: მშობლები ირჩევენ ლოკაციას, ეძებენ, პოულობენ და ქირაობენ ტრანსპორტს, ყიდულობენ "საგზალს", მიჰყვებიან და თვალყურს ადევნებენ ბავშვებს. აი სკოლა საერთოდ რა შუაშია ამიხსნის ვინმე?“
  • "საერთოდ რა სავალდებულოა ეს ამდენი ხარჯი და ნერვიულობა, საფრთხეც ხოა ამხელა გზაზე ამდენი ბავშვის ტარება, არაერთხელ დავრწმუნდით. ვინ დააწესა ეს აუცლებლობა. ბავშვების ნახევარი არ ინტერესდება იმ ადგილებით, სადაც მიჰყავთ. მშობლები მხოლოდ სურათების გადასაღებად დადიან. თუ ერთად ყოფნისთვის ხდება, იქ შეკრიბონ ბავშვები, სადაც ცხოვრობენ და კარგი საღამო მოუწყონ, ბევრად იაფი და უსაფრთხოა".
  • „ჩემმა შვილმა, არ მინდა ექსკურსია, ნუ მაბოდიალებ ახლაო, გავგიჟდი სიხარულისგან“.
  • რაც არ უნდა გამართლება უძებნო, როცა ფული არ გაქვს და მხოლოდ საკვებზე და ელემენტარულ საჭიროებებზე ხარ გადართული, რა დროს ექსკურსიაა?"
აქვს თუ არა განათლების სამინისტროს უფლება, მე-12 კლასელებს საზღვარგარეთ ექსკურსია აუკრძალოს ან რეგულაციები შემოიღოს: ბოლო ექსკურსია საზღვარგარეთ ძალიან ტრენდული გახდა... მშობელს წლობით ვალი ედება...
ბევრი მშობელი ვერ ახერხებს ამდენი ფულის გადახდას და ბავშვი რჩება გულმოკლული, გიღირთ ასეთი სეირნობა?... ახლანდელ ბავშვებს ნაკლებად აქვთ რამის ნახვის სურვილი, უფრო მშობლებს უნდათ იქ გართობა - რას ფიქრობენ მშობლები ექსკურსიებზე