ტექნოლოგიების სფერო მუდმივ განვითარებას განიცდის, რაც პროფესიონალებისგან არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ მოქნილობასაც მოითხოვს. მნიშვნელოვანი სიახლეები შეიძლება არაყოველწლიურად, არამედ ყოველთვიურადაც კი დაინერგოს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ IT სპეციალისტები ეცნობოდნენ სიახლეებს და მათ საკუთარ საქმიანობაში ნერგავდნენ. მეორე მხრივ, დიდი ყურადღება ექცევა საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებს, რომელთა კურიკულუმებიც ასევე რეგულარულ განახლებას მოითხოვს. სწორედ ამ პრინციპით მუშაობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის IT საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს სრულად უახლეს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სთავაზობს.
აქვე გაგაცნობთ მის უპირატესობებს:
პრაქტიკა პირველივე სემესტრიდან
BTU-ში სწავლება საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება. სტუდენტები სწავლის საწყის ეტაპზევე ეუფლებიან ისეთ ფუნდამენტურ საგნებს, როგორიცაა:
ეს ცოდნა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პირველივე კურსიდანვე დაიწყონ კარიერული ზრდა და საკუთარი პროფესიით დასაქმდნენ. შედეგად, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მათ ექნებათ საკმარისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომ სექტორის წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში მოწინავე პოზიციებზე დასაქმდნენ.
ორი პროფესიის შესწავლის შესაძლებლობა
პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ორი პროფესიის შესწავლის შესაძლებლობაა. სურვილისამებრ, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ და სიღრმისეულად შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაც, რის შედეგადაც ისინი მზად იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის და კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან. გარდა ხელოვნური ინტელექტისა, მეორად პროფესიად მათ შეუძლიათ აირჩიონ მენეჯმენტი, ფინანსები ან ციფრული მარკეტინგი.
საერთაშორისო პერსპექტივები და პარტნიორობა
BTU სტუდენტებს გლობალურ ასპარეზზე გასვლის რეალურ შანსს აძლევს. მათთვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში და ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა „ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან“ თანამშრომლობის ფარგლებში.
დასაქმების ხელშეწყობა
300-ზე მეტი პარტნიორი კომპანიის დახმარებით, უნივერსიტეტი აქტიურად ზრუნავს სტუდენტების კარიერაზე. BTU მათ აღნიშნულ კომპანიებთან პარტნიორობის ფარგლებში სთავაზობს სტაჟირების შესაძლებლობებსა და ვაკანსიებს, ასევე იმართება დასაქმების ფორუმები, Job Shadowing პროგრამები და სხვადასხვა აქტივობა.
სტუდენტებს შეუძლიათ სწავლის დაფინანსება მოიპოვონBTU-ს სტუდენტური საგრანტო ფონდიდან. დაინტერესებულმა აბიტურიენტებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა მოცემულ ბმულზე.
R