ალტე უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტზე - „კარიერული განვითარების ბანაკი 2026“ რეგისტრაცია იწყება - მშობლები

ალტე უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტზე - „კარიერული განვითარების ბანაკი 2026“ რეგისტრაცია იწყება

2026-05-01 17:05:22+04:00

ალტე უნივერსიტეტი იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს -„კარიერული განვითარების ბანაკს“, რომელიც8-10 მაისს ბაქსვუდის სკოლის წყნეთის კამპუსში ჩატარდება.

პროექტი განკუთვნილია XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს მათთვის თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიების გაცნობას, კარიერული დაგეგმვის უნარების განვითარებას და საკუთარი ინტერესების უკეთ გააზრებას.

კარიერული განვითარების ბანაკი არის სამდღიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს არა მხოლოდ სხვადასხვა პროფესიის შესახებ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას - გარემოში, სადაც პროფესიული ორიენტაცია, თვითშემეცნება და განვითარება ერთიან პროცესად იქცევა.

681216662-1238828118330367-8784819841325764295-n-1777640801.jpg

კარიერული განვითარების ბანაკი მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან და დინამიკურ პროგრამას, რომელიც აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო, ისე-სახალისო და ინტერაქციულ გამოცდილებებს:

  • პროფესიული ორიენტაციის ვორკშოპები;
  • შეხვედრები უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, დეკანებთან და პროგრამების ხელმძღვანელებთან;
  • კარიერული განვითარების ტრენინგები;
  • ინტერაქციული აქტივობები და სახალისო თამაშები;
  • პიროვნული განვითარების სესიები - კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლები, გუნდური მუშაობა;
  • ახალი მეგობრები, კავშირები და გამოცდილებები, რომლებიც მონაწილეებს დიდხანს გაჰყვებათ.

685303007-1326962625956242-3693813916826823335-n-1777640824.jpg

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ1000-ლარიანი სასწავლო გრანტი ალტე უნივერსიტეტისგან.

ბანაკი ტრადიციულად ბაქსვუდის სკოლის წყნეთის კამპუსში გაიმართება - გარემოში, რომელიც აერთიანებს სწავლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, ბუნებას და აქტიურ საგანმანათლებლო ატმოსფეროს.

673486979-972071125373083-1792531618542651461-n-1777640846.jpg

ბანაკის მნიშვნელობა მონაწილეებისთვის

ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ბანაკი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამა - ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები პირველად იწყებენ საკუთარ მომავალზე გაცნობიერებულად ფიქრს.

ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით,ანი ამირანაშვილი:

„დღეს ახალგაზრდებისთვის პროფესიის არჩევა ბევრად უფრო რთულია, რადგან შესაძლებლობებიც და არჩევანიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. კარიერული განვითარების ბანაკი სწორედ ის სივრცეა, სადაც აბიტურიენტებს შეუძლიათ,საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე დაფიქრება, სხვადასხვა სფეროს გაცნობა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ისინი მარტო არ იყვნენ და ჰქონდეთ მხარდაჭერა, რომელიც მათ სწორი კარიერული გზების პოვნაში დაეხმარებათ“.

679601553-971923575813911-5734382355091758589-n-1777640873.jpg

ვისთვის არის კარიერული განვითარების ბანაკი

ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, რომლებიც ინტერესდებიან:

  • პროფესიული გზის გააზრებით;
  • საკუთარი ინტერესებისა და უნარების აღმოჩენით;
  • სხვადასხვა სფეროში არსებული შესაძლებლობების გაცნობით.

ბანაკზე რეგისტრაცია 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მონაწილეობისთვის ეწვიეთ ბმულს:https://shorturl.at/OYDhM

R