ლიკა კვარაცხელიას მშვენიერი ქალიშვილი ცნობილ კალათბურთელზე დაინიშნა - რატისა და ელენეს სიყვარული მალე დაგვირგვინდება (ფოტო+ვიდეო) - მშობლები

ლიკა კვარაცხელიას მშვენიერი ქალიშვილი ცნობილ კალათბურთელზე დაინიშნა - რატისა და ელენეს სიყვარული მალე დაგვირგვინდება (ფოტო+ვიდეო)

2026-05-01 20:53:36+04:00

ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი და ასევე ცნობილი მოდელი, ფეხბუთელ მურთაზ შელიასა და მოდელ ლიკა კვარაცხელიას ქალიშვილი ელენე დაინიშნენ. წყვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი ხვდებოდა ერთმანეთს, მილოცვებს იღებს.

284068547-129977756351229-1774758248042918376-n-42694-1777656464.jpg

ელენემ ხელის თხოვნის ვიდეო გამოაქვეყნა და ასევე - ფოტოები ნიშნობის ბეჭდით.

life-with-you-3-1777656494.jpg683740671-4426109467678189-2179413965673409415-n-1777656464.jpg681936164-18587543473048659-2852196034622023453-n-1777656464..jpg

life-with-you-3-1-1777656494.jpg

ელენეს და რატის სიყვარულის დაგვირგვინებას ბევრი ელოდა. წყვილი ხშირად ჩნდებოდა ერთად და ელენე რატის აქტიური გულშემატკივარი იყო თამაშებზე.

1730116825-rati-andronikashvili-1777656464.jpg496944700-2502574216744985-8218887822675377575-n-1777656464.jpg469588362-2370400973295644-8110977658203195260-n-1777656464.jpg

ელენე ლიკა კვარაცხელიას სამიდან ერთ-ერთი შვილია.ცნობილი მოდელი და ბიზნესვუმენი ლიკა კვარაცხელია ქართველი მოდელების "ოქროს ხანის" წარმომადგენელია. ოჯახი ადრე შექმნა, თუმცა საკმაოდ მყარი გამოდგა მისი ქორწინება - ის და ცნობილი ფეხბურთელი მურთაზ შელია ბევრი წელია ერთად ცხოვრობენ და სამი შვილი გაზარდეს - ქალიშვილები ანა და ელენე და ვაჟი - დათუნა. წყვილს უკვე შვილიშვილებიც ჰყავს და ბებია-ბაბუაც გახდნენ.

elene5-1777656465.jpglika-2-1676275085-1777656465.webp

ლიკა კვარაცხელიას უფროსი ქალიშვილიც მოდელია - მშვენიერი ანა შელია, რომელიც მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული და ორი შვილი ჰყავს.

lika1-1777656465.jpgana1-1676276528-1777656465.jpg

2017 წელს ანა შელიამ ბრიტანული მოდის სახლის Ralph & Russo ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად.

lika-kvaracxelia-75209-1632556111-1777656465.jpg

pics-by-1777656465.jpg

elene-and-ellie-3-girls-and-timele-1-1777657348.jpg

elene-and-ellie-3-girls-and-timele-1777657348.jpg

იმდენი ვიტირე, როცა მივხვდი, რომ ერთ წამში გაიფრინა ამ დრომ... ერთი წამი იყო პატარაობიდან იმ დრომდე, როდესაც ერთი შვილის ჯვრისწერა იყო და მეორის ბოლო ზარი... - ლიკა კვარაცხელია დედისა და ბებიის ამპლუაში
სურათში ორი ბებოა, სამი დედა, ოთხი შვილი, ერთი დეიდა, ორი და, შვილთაშვილი და სამი შვილიშვილია... - მშვენიერი ლიკა კვარაცხელია ოთხი თაობის ოჯახთან ერთად