ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს ანონსიდან ვიგებთ, რომ მას სტუმრად ჰყავს სოციალურ ქსელში ცნობილი ბლოგერი და ინფლუენსერი ნინორე გიორგობიანი, რომელიც ასაკით უმცროს ბიჭზე დაქორწინდა და ამის გამო საკმაოდ დიდი ბულინგი გამოიარა. ნინორეს სოციალურ ქსელში რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავს და ხშირად აქვეყნებს ვლოგებს. ის და ალექს ბერია უკვე ათი წელია ერთად არიან.



- ვიცოდი, პატარას გავყვებოდი ყველა ვარიანტში, თუ საერთოდ გავთხოვდებოდი. ჩემი მეუღლე იყო 23 წლის. ამხელა ბულინგი და ამხელა ჰეითი ერთ ღამეში წავიკითხე. შენ რომ 60 წლის გახდებიო, რომ დაბერდებიო, შენი მეუღლე 50 წლის ბიჭი რომ იქნებაო, მერე რა უნდა ქნაო... ორივემ ვიცით, რომც დავიშალოთ, არ დაიქცევა ქვეყანა, - ამბობს ნინორე გადაცემის ანონსში.
თავის ბლოგშიც ხშირად ეხმიანება ამ თემას. ერთ-ერთ ვლოგში ისაუბრა, თუ როგორ მიიღო დედამთილმა:
- დედამთილი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო და საკმაოდ რთულად გადაიტანა ეს საკითხი. თუმცა მეგრელი ქალის კვალობაზე საკმაოდ მალე დაყარა ფარ-ხმალი. არ მიცნობდა, როცა წინააღმდეგი იყო, სამეგრელოში ჩადიოდა ძალიან ბევრი ჭორი ჩემზე და შესაბამისად მოდიოდა იქიდან წინააღმდეგობა, აგრესიაც. თუმცა რომ გამიცნო, ამის მერე დავიწყეთ ნორმალური, ცივილური, არადაქალური ურთიერთობა, თუმცა გულწრფელი.


ბლოგერი თავისი ვიდეოებით და პოსტებით ბევრ ქალს აძლევს სტიმულს. გარკვეული ხნის წინ წონაშიც მკვეთრად დაიკლო და ეს ამბავიც მოტივაციად იქცა ბევრი მისი გამომწერისთვის.

უფრო ვრცლად, თუ როგორი ბულინგი გამოიარა და როგორია მისი ცხოვრება ახლა, ინფლუენსერი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ოთხშაბათს, 22 საათზე ისაუბრებს.