ცნობილი მოდელი, სილამაზის დედოფალი, დედამთილმა მოკლა - "შვილი რატომ წამართვიო..." - მშობლები

ცნობილი მოდელი დედამთილმა მოკლა - "შვილი რატომ წამართვიო..."

2026-05-02 11:56:10+04:00
  • კაროლინა ფლორეს გომესი 27 წლის იყო და ცოტა ხნის წინ იმშობიარა. მან იცოდა, რომ დედამთილმა ის არ მოსწონდა და ხშირად სთხოვდა ქმარს, რომ მისგან შორს წასულიყვნენ...

აპრილის შუა რიცხვებში მეხიკო შეძრა ამ საშინელმა დანაშაულმა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სილამაზის დედოფალი კაროლინა ფლორეს გომესი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ის 27 წლის იყო და პოპულარობა 2017 წელს მოიპოვა თინეიჯერების „მის სამყაროს“ კონკურსში გამარჯვების შემდეგ. შემდეგ კაროლინამ მოდელის კარიერა ააწყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა და შესვენება აიღო - რამდენიმე წლის წინ ლამაზმანი დაქორწინდა და რვა თვის წინ ვაჟი გააჩინა.

4nu2nqgxcqno-za-den-do-razvoda-korolevu-krasoty-karolinu-flores-1777710363.webp

728x507-1-9b3b09c1fbebe6529c1989801e2860361168x814-0x95anruwp-7195783982323816096-1777710363.png.webp

523x600-1-089cdd8943d6ae41412c66afd6092884762x874-0xv11e8wlx-3195907472158989046-1777710363.png.webp

murdered-beauty-queens-husband-confesses-to-breastfeeding-baby-from-her-dead-body-1024x985-1777711177.jpg
ცოლ-ქმარი

მსხვერპლის დედამთილი, ერიკა მარია გომესი, მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილის სახით დააკავეს, ხოლო კაროლინას უკანასკნელი წუთების კადრები ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ თამაშობს ის შვილთან ერთად და შემდეგ სამზარეულოში შედის. ამ დროს დედამთილი მას მიჰყვება და ხალათის ჯიბიდან იარაღს იღებს...

1200x628-1777713176.jpg

კაროლინას სხეულზე სულ 12 ჭრილობა აღმოაჩინეს. კამერა, რომელმაც დანაშაული გადაიღო, ბავშვის საწოლთან ახლოს იყო დამონტაჟებული.

728x508-1-049cfc5b95afc16af0bb817d04aa3a471183x826-0xjm0a6mth-9008732289417804873-1777710363.jpg.webp

მოდელის მეგობრები იუწყებიან, რომ მან კამერა ცოტა ხნის წინ შეიძინა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ დედამთილი შესაძლოა მის შვილიშვილზე ძალადობდა.

ერიკა მარია გომესი არასდროს მალავდა თავის გრძნობებს კაროლინას მიმართ და წინააღმდეგი იყო შვილის მასზე დაქორწინების. ის ხშირად ერეოდა წყვილის ოჯახურ საქმეებში და შეეძლო სკანდალის მოწყობა, თუ კაროლინას მიერ ვახშმად მომზადებული კერძი არ მოეწონებოდა. როგორც ამბობენ, მოდელი დიდი ხანია მოუწოდებდა ქმარს, ცოტა შორს გადასულიყვნენ საცხოვრებლად და ბოლო დროს განქორწინებაზეც კი ფიქრობდა.

carolina-flores-gomez-erika-maria-herrera-043026-a3fe890511884e3fbb72bd11bc46edc2-1777711177.jpgcae-en-venezuela-erika-n-presunta-feminicida-de-carolina-flores-gomez-exreina-de-belleza-mexicana-1777711177.jpg

სილამაზის დედოფლის ქმარი, ალეხანდრო სანჩესი, მკვლელობის დროს ბინაში იმყოფებოდა, ცალკე ოთახში. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ის მაშინვე არ რეაგირებს ხმამაღალ ხმაურზე, მაგრამ შემდეგ დედას ეუბნება: „რა ჩაიდინე? ეს ჩემი ოჯახია“.

ალეხანდროს დედამ ადრე სთხოვა შვილს, რომ რძალთან მარტო დაეტოვებინა, რათა მას „დალაპარაკებოდა“. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, დამატებითი მოტივი შესაძლოა ფული ყოფილიყო. არც ისე დიდი ხნის წინ, კაროლინამ მამის გარდაცვალების შემდეგ დაახლოებით 2 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიიღო - ის პოლიციის მიერ ორგანიზებულ რეიდის დროს კაზინოში იმყოფებოდა და გარდაიცვალა...

აღსანიშნავია, რომ ალეხანდრომ პოლიციას მხოლოდ 24 საათის შემდეგ დაურეკა. ამ დროისთვის დედამისი უკვე ცდილობდა გაქცევას. მან თავისი საქციელი შოკსა და შიშს მიაწერა: წუხდა, რომ დანაშაულში მას დაადანაშაულებდნენ და მის შვილს ბავშვთა სახლში წაიყვანდნენ.

პოლიცია ამჟამად განიხილავს ალეხანდრო სანჩესის წინააღმდეგ, როგორც თანამონაწილის, ბრალდების წაყენებას...

ალეხანდრო სანჩესი და კაროლინა ფლორეს გომესი მეხიკო სიტის მდიდრულ უბანში ცხოვრობდნენ. პოლიციამ წყვილის მეზობლები დაკითხა, მაგრამ არცერთმა არ განაცხადა, რომ მკვლელობის დღეს უცნაური ხმები გაეგონა. თუმცა, ალეხანდრო სანჩესი არ უარყოფს, რომ მკვლელობა დედამისმა ჩაიდინა. ის ამბობს, რომ კაროლინა ხშირად ამბობდა, რომ „მას კაროლინამ ვაჟი წაართვა“.

ამ დანაშაულმა ფართო საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია. გარდაცვლილი მოდელის დედამ უკვე ორგანიზება გაუწია რამდენიმე საპროტესტო მსვლელობას და მოითხოვს სამართლიან და საფუძვლიან გამოძიებას. აქტივისტები მოითხოვენ, რომ საქმე განიხილებოდეს, როგორც ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული სიძულვილის დანაშაული. სტატისტიკის თანახმად, მექსიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 ქალს კლავენ და დამნაშავეთა მხოლოდ 1% ისჯება. მოდელის დედამთილი ვენესუელაში დააკავეს.

ცნობილი თურქი მოდელი გარდაცვლილი იპოვეს - აიშეგიულ ერასლანის სახლში ნაპოვნი უცნაური ჩანაწერი
რუსი მოდელი, რომელიც მალაიზიის მეფეზე დაქორწინდა და რელიგიაც შეიცვალა, ქმარმა ღალატში დაადანაშაულა და სასახლიდან გააძევა... - რას ამბობს გაძევებული მოდელი?